მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი


REGIONS
.GE
:

VIP ბანერი


რეკლამა მთავარ გვერდზე

რეკლამა შიდა გვერდებზე


რეკლამა პარტნიორ გაზეთებში: 

"ახალი გაზეთი" (იმერეთი)

გაზეთი "P.S."
(იმერეთი)


"ხალხის გაზეთი" (შიდა ქართლი)

გაზეთი "ქართლის ხმა" (შიდა ქართლი) 


გაზეთი "გურიანიუსი" (გურია)

გაზეთი "გურიის მოამბე" (გურია)

გაზეთი "კახეთის ხმა" (კახეთი)

გაზეთი "სპექტრი" (კახეთი)


გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" (სამცხე-ჯავახეთი)

გაზეთი ”ბორჯომი” (სამცხე-ჯავახეთი)
 
გაზეთი "რუსთავი" (ქვემო ქართლი)

გაზეთი "აჭარა"
(აჭარა)

 


REGIONS.GE
-
ახალი ამბები საქართველოს რეგიონებიდან, პირველი რეგიონული სიახლეების პორტალია საქართველოში, რომელზეც ცენტრალიზებულად და სტრუქტურულად თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს რეგიონებიდან. ის შესაძლებლობას ქმნის საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თბილისში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

პარტნიორი რეგიონული გაზეთების საშუალებით,  რომლებიც მედიის აღიარებული სტანდარტების დაცვით მუშაობენ და ქმნიან მაღალი ხარისხის პროფესიონალურ პროდუქციას, პორტალი თავს უყრის ინფორმაციას აჭარიდან (გაზეთი "აჭარა"), გურიიდან ("გურიის მოამბე", "გურიანიუსი", "ალიონი"), იმერეთიდან ("ახალი გაზეთი", გაზეთი "P.S."), კახეთიდან ("კახეთის ხმა", "სპექტრი"), სამეგრელოდან ("თავისუფალი სიტყვა"), სამცხე-ჯავახეთიდან ("სამხრეთის კარიბჭე", "ბორჯომი"), ქვემო ქართლიდან ("რუსთავი") და შიდა ქართლიდან ("ხალხის გაზეთი", ”ქართლის ხმა”). 

პორტალზე, საქართველოს ყველა რეგიონს გამოყოფილი აქვს საკუთარი უნიკალური გვერდი, სადაც პარტნიორი რეგიონული გაზეთები სისტემატურად უზრუნველყოფენ ინფორმაციის განახლებას შემდეგი რუბრიკებისთვის: რეგიონის უახლესი ამბები; პოლიტიკა; ეკონომიკა; საზოგადოება; სამართალი; ხელოვნება; სპორტი; რაიონები; ინტერვიუ სტუმართან, ჟურნალისტური გამოძიება, ჟურნალისტის დღიურები, ფოტო და აუდიო რეპორტაჟები.  

თავისი შინაარსითა და სტრუქტურით, საინფორმაციო რესურსი უნიკალური ინტერნეტ პროექტია ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. აქ ორგანიზებულად და სხვა ყველა არსებული საინფორმაციო ინტერნეტ რესურსებისგან განსხვავებით თავს იყრის ისეთი რუბრიკები, როგორიცაა: ჟურნალისტების მიერ მომზადებული ფოტო და ვიდეო რეპორტაჟები; ჟურნალისტის დღიურები, რომელიც ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს დაწერონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და ასეთი ფორმით მიიღონ მონაწილეობა მედიის საკითხების ადვოკატირებასა და პროფესიული შეხედულებების გაცვლის საკითხებში. გარდა ამისა, საინფორმაციო რესურსი, ახალი მედიისთვის დამახასიათებელი ინტერაქტიული შესაძლებლობების გამოყენებით ყველა სტუმარს აძლევს შესაძლებლობას დატოვოს საკუთარი მოსაზრებები და ასეთი ფორმით ჩაერთოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.   

საინფორმაციო რესურსი საინტერესოა არამარტო წმინდა ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით, არამედ ის, საქართველოს რეგიონებით დაინტერესებული პირების ინტერესსაც აკმაყოფილებს. კერძოდ, საიტზე, თითოეული რეგიონის გვერდზე მოიპოვება ინფორმაცია რეგიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების, საკონფერენციო დარბაზებისა და სასტუმროების შესახებ. ამ ინფორმაციის განთავსებით, ის აკავშირებს ყველა რეგიონს ერთმანეთთან და მთლიანობაში ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებისადმი ინტერესის ზრდას.   

momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.