მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
„ახალი გაზეთი“


"ახალი გაზეთი" იმერეთში ყველაზე მაღალრეიტინგული გაზეთია.  (ამას ადასტურებს აუდიტორიის კვლევა, რომელიც განხორციელდა BCG -ის მიერ, OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წელს). აუდიტორიის კვლევას "ახალი გაზეთი/; პერიოდულად ახორციელებს, ბოლო კვლევა განხორციელდა 2008 წლის ივნისში, რომელიც BCG-მ ჩაატარა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის შედეგებით ირკვევა როგორც გაზეთის რეიტინგი, ასევე მკითხველთა მოთხოვნილებები გაზეთის მიმართ.

კვლევის შედეგებით, რესპონდენტების 3\4-ზე მეტი გაზეთს სწორედ იმ მოლოდინით კითხულობს, რომ მიიღებს ინფორმაციას ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის პრობლემატიკაზე. ამავდროულად,  ყოველი მეოთხე გამოკითხულისთვის `ახალი გაზეთი~ რეგიონზე ბეჭდავს ისეთ მასალებს, რომლებიც სხვა ადგილობრივ რეგიონულ გაზეთებში არ არის.

ინფორმაციის ობიექტურობა, მრავალმხრივობა და პროფესიონალიზმი - ეს ის სამი კრიტერიუმია, რომლებიც, რესპონდენტების აზრით, "ახალ გაზეთს" რეგიონის სხვა გაზეთებისგან გამოარჩევს.

"ახალი გაზეთი" ყოველთვის ნოვატორია. ჩვენ ვგეგმავთ და ვაწყობთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს - იქნება ეს გასართობი, თუ ინტელექტუალური ხასიათის.

"ახალი გაზეთი" არის ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, რომელიც 2001 წლიდან გამოდის ქუთაისში და ვრცელდება იმერეთის ყველა რაიონში. ფორმატი A3,12 გვერდიანი, ტირაჟი - 3000 (სამი ათასი) ეგზემპლარი.  პირველი და ბოლო გვერდი არის ფერადი. გამომცემელია შ.პ.ს. `ავანტაჟი~. რეგისტრირებულია ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. რეგისტრაციის ნომერი #12/5/ე-1193. `ახალი გაზეთის~ მისამართია: ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. #16. გაზეთის ინტერნეტ-ვერსიის მისამართია: www.akhali-gazeti.ge

"ახალი გაზეთი" არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და დაჯგუფების ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. იგი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების პოპულარიზაციას და ტოლერანტობის კულტურის დანერგვას.



2015.07.24
პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში
2015.07.16
საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015" დაიწყო
2015.03.12
საქალაქო სასამართლოს უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო შპს „რუსთავის ფოლადი“ იძულებულია გაუშვას დამატებით 150 თანამშრომელი
2014.12.27
ნორჩ ბორჯომელ მოჭადრაკეთა დიდი წრამატება
2014.10.23
,,ბორჯომი~ წინ მიიწევს
2014.08.14
კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული ფესტივალი ,,ბორჯომი 2014~
2014.07.04
ქალაქში ხეები გადაიბელა
2014.01.10
საახალწლო ღონისძიებები ბორჯომში
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.