მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გაზეთი „P.S.“

გაზეთი "P.S."("პოსტსკრიპტუმი") გამოდის ქუთაისში 1995 წლის ოქტომბრიდან. გაზეთს ჯერ გამოსცემდა საქალაქო-სარაიონთაშორისო ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა, რომლის დირექტორიც ნატო (გულიზა) გუბელაძე იყო. შემდეგ, 1999 წლიდან გამოსცემდა შპს "ავტოგრაფი," რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორიც კვლავ ნატო (გულიზა) გუბელაძე გახლდათ. ამჟამად გაზეთის გამომცემელია შპს "P.S" (`პოსტსკრიპტუმი"), რომლის დამფუძნებელიც და დირექტორიც ასევე ნატო (გულიზა) გუბელაძეა.
შპს "P.S." (`პოსტსკრიპტუმი") რეგისტრირებულია ქუთაისის სასამართლოს მიერ 2004 წელს, რეგისტრაციის #5/ბ_401.

გაზეთი "P.S."(`პოსტსკრიპტუმი") ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი  გაზეთია ქუთაისსა და იმერეთის მხარეში. მის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს სამართლიანობა და ობიექტურობა. გაზეთი არ გამოხატავს არც ხელისუფლების, არც რომელიმე პარტიისა თუ პიროვნების ინტერესებს და იგი მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული პრესის პრინციპებით მოქმედებს.

გაზეთი "P.S." ამჟამად 12 გვერდიანი გამოცემაა (პირველი და ბოლო გვერდი ფერადი). ის ძირითადად საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა, თუმცა მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა, ბეჭდავს პუბლიკაციებს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, შოუბიზნესის, მოდისა თუ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. პერიოდულად აქვს ახალგაზრდული, ლიტერატურული თუ სხვა სახის ჩანართები. გაზეთის ძირითადი მიზანია, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, მუდმივად იზრუნოს საკუთარი კადრების პროფესიონალიზმის ზრადზე და შესაბამისად, თავისი საქმიანობიდან მოგების მიღებაზე.

გაზეთ "P.S."-ის კომპიუტერული აწყობა-დაკაბადონება ხდება რედაქციის კომპიუტერულ ცენტრში, ქუთაისში, ხოლო შემდეგ ინტერნეტით იგზავნება თბილისში დასაბეჭდად. აქედან სხვადასხვა გავრცელების სააგენტოს მიერ გაზეთი "P.S."  ვრცელდება მთელ საქართველოში, მათ შორის გაყიდვაშია დედაქალაქშიც.

გაზეთ "P.S."-ს განსაკუთრებით დიდი აუდიტორია ჰყავს ქუთაისსა და იმერეთში. მისი მინიმალური ტირაჟი ამჟამად კვირაში არის 2000-3000ცალი, ხოლო გაზეთის თითოეული ნომრის მკითხველი საშუალოდ 10000 ადამიანია.

გაზეთ "P.S."-ს და მის თანამშრომლებს აქვთ პროექტებზე მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება, 2000 წლიდან დღემდე. კერძოდ, გაზეთ "P.S."-ს წარმატებით განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები:
1.    "გაზეთ `P.შ."-ის ინფორმაციული ხარისხისა და დისტრიბუციის არეალის გაზრდა" -  (ევრაზიის ფონდი)
2.    "ახალი რუბრიკები გაზეთ "P.S."-ში" - (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო")
3.    2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქება, სპეციალური ყოველკვირეული ჩანართის მომზადება გაზეთ "P.S."-ში - "მე ვაკეთებ არჩევანს" - (IREX-ის მედია ინოვაციების  პროგრამა)
4.    2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება, სპეციალური ყოველკვირეული ჩანართის მომზადება გაზეთ "P.S."-ში - `მე ვაკეთებ არჩევანს" - (IREX-ის მედია ინოვაციების  პროგრამა)
5.     გაზეთ  `P.შ."-ის ინტერნეტ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება -  IREX
6.    ტექნიკური გრანტი ჟურნალისტური გამოძიებების ხელშეწყობისათვის გაზეთ "P.S."-ში - ტექნიკური აღჭურვილობა - ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების დემოკრატიული კომისია.
7.    გაზეთ "P.S."-ის ბიზნეს განვითარების ერთწლიანი პროექტი - IREX-ის მედია ინოვაციების  პროგრამა.
8.    გაზეთ "P.S."-ის ფოტოსკოლა -  (IREX)
9.    "ქცევის კოდექსი რეგიონული მედიისთვის" - (ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო)
10.   "გაზეთ "P.S."-ის რეკლამისა და დისტრიბუციის გაუმჯობესება - ამერიკის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამა.

დღეისთვის გაზეთ "P.S."-ს აქვს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რეგიონული ბიურო დედაქალაქში, ჰყავს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრები.
 
რედაქციის ხელმძღვანელთა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოველთვის არის ზრუნვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ გახდეს გაზეთი ხელმისაწვდომი უფრო მეტი და მეტი მკითხველისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტაუდიტორია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ონლაინ-ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ტენდენციას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გავაუმჯობესოთ და განვაახლოთ ჩვენი გაზეთის ვებგვერდი და ამით გავზარდოთ გაზეთ "P.S."-ის მკითხველთა რიცხვი როგორც საქართველოში, ასევე - უცხოეთში.    სწორედ ამიტომ ამჟამად მიმდინარეობს გაზეთის ვებ-გვერდის განახლებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, ეწვიონ გაზეთ "P.S."-ის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.PSNEWS.GE

იხ. სარეკლამო ნიხრი:


2017.12.15
მაგნოლიების ადგილმდებარეობა
2017.12.12
აჭარის მთავრობა 48 700 ლარად სედანს შეიძენს
2017.12.12
სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს
2017.12.11
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ლაითური ცეცხლაურის საავტომობილო გზის მშენებლობა მოინახულა
2017.12.10
„ბულინგი სკოლებში“ - შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
2017.12.09
„ბადაგონმა“ ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა
2017.12.09
დიდთოვლობის გამო მთიანი აჭარის 100-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
2017.12.09
მოსწავლეთა აქცია გორში
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.