მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2009.11.24    საკრებულოს ყოფილ წევრს თაღლითობაში დებენ ბრალს
"ახალი გაზეთის" #31-ში გამოქვეყნდა სტატია ალეკო ბაძგარაძის კორუფციულ გარიგებებში თანამონაწილეობის თაობაზე. სტატიაში სათაურით: "კორუფციული გარიგებები სატრანსპორტო მონოპოლიის მოსაპოვებლად", ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სფეროში ბაძგარაძის არაოფიციალურ წილებზეა საუბარი.
2009.11.02    დავით ბოლქვაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები
ვახტანგ (ლოთი) ქობალიას პოლიტიკურმა რეინკარნაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ყოფილი პატიმარი ლოთი ქობალია 1996 წელს, 11-თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, დამნაშავედ სამშობლოს ღალატის, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვისთვის და WTN-ის ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობისთვის სცნეს. მას თავიდან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
2009.10.09    არჩევნების გამყალბებლების აღსარება
დღეს არც ისე ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც საზოგადოებისთვის ბევრი აქვს სათქმელი და რომელთა მონათხრობი თვითმმართველობის არჩევნების წინ ერთგვარ გამაფრთხილებელ ნიშნად შეიძლება იქცეს - როდის ირთვება გაყალბების მანქანა და რატომ არ უნდა გავყიდოთ 20 ლარად მომავალი?
2009.09.26    თაღლითობა თუ გარიგება.....
“ხალხის გაზეთი” - 2009-2010 სასწავლო წელი გორის უნივერსიტეტში რეაბილიტირებული და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი პირველი, ადმინისტრაციული კორპუსის საზეიმო გახსნით უნდა დაწყებულიყო, თუმცა შენობაში ახლაც დაუსრულებელია სარემონტო სამუშაოები. უნივერსიტეტის რეაბილიტაციისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი ჯერ კიდევ გასული 2008 წლის ზაფხულში გამოიყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.
2009.09.20    მშენებლობით უკმაყოფილო დევნილები
"ახალი გაზეთი". ფოთში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან გარემონტებული საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემას ელიან. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციისა და დევნილებისთვის სიმბოლურ ფასად (ოჯახზე - 1 ლარად) გადაცემის პროცესი.
2009.09.17    ქართველი მიგრანტები ჩეხეთსა და ჩეხეთის გავლით
"ახალი გაზეთი" . აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მიგრანტების დონის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ჩეხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღესდღეობით იქ დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტი ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეების წილი მათ შორის არც ისე დიდია...
2009.09.11    სააკაშვილის პირობა და რეალობა
პრეზიდენტის დაპირების თანახმად, მომავალი წლიდან ქუთაისელები 24-საათიან წყლით მომარაგებას ელიან. ამისათვის 20 მილიონი დოლარიც გამოიყო და უკვე სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა, როგორც ირკვევა, პრეზიდენტის ამ დაპირებას შესრულება არ უწერია.
2009.09.07    დისკუსია – მონიტორინგის შედეგები
`ხალხის გაზეთის~ მკითხველისთვის ცნობილია, რომ `საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის~ მიერ განხორციელდა პროექტი `ჟურნალისტთა ქსელი საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალობისთვის.~ პროექტის მიზანი იყო რეგიონების ჟურნალისტთა ქსელური მუშაობის გზით მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირება ..
2009.08.26    რამ გაყო "ძველი" და "ახალი" დევნილები?!
ქართლის ხმა. "სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მაგრამ მე ამის მიმდინარეობას ვერ ვიგებ. გაგვაწამეს ამდენი თვე. შემოვიდნენ და არც ლამინატი დააგეს, არც დაასუფთავეს. ტუალეტის რემონტი დღეს დაიწყეს. მუშებს აძლევენ ძალიან ცოტას, იმდენად ცოტას, რომ მუშაობაც აღარ უნდათ. უნდათ, რომ ჩვენ დავუმატოთ. ვერ ვიგებ, ვინ მუშაა და ვინ პრარაბი. აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან."
2009.08.15    ევროკომისია კოტეჯებს არ იცნობს...
"ქართლის ხმა". სიტყვა კოტეჯი, უცხო სიტყვათა განმარტების ლექსიკონის მიხედვით, ინგლისური სიტყვაა (cottage) და ნიშნავს პატარა საცხოვრებელ სახლს ქალაქგარეთ, აგარაკზე, მუშათა დასახლებაში და სხვ. თავისი დატვირთვით, კოტეჯები დროებით საცხოვრებელი ადგილებია. ასეთი ტიპის დროებით საცხოვრებელ ადგილებში კი ცხინვალის რეგიონიდან დევნილები შეასახლეს. უმეტესობის აზრით, იქ ისინი სამუდამოდ დარჩებიან.
2009.08.06    უყაირათოდ დახარჯული ათასები...
ბორჯომი. ყველას კარგად ახსოვს 2004 წელს დაწყებული ბორჯომის აღმშენებლობის პროცესი იმ ხანად ბორჯომში თითქმის ყველა ობიექტს რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა. ამის შესახებ ხმამაღლა და ამაყად ლაპარაკობდნენ მაშინდელი რაიონის პირველი პირები.
2009.07.14    გზაკვალაბნეული მილიონები
ოფიციალური ინფორმაციით, შარშან, აგვისტოში, საქართველოში განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ადგილზე შეიქმნა ეკოლოგიური პრობლემები, მათ შორის, გორის ტერიტორიაზე: - სოფელ სკრაში, სადაც ნავთობით დატვირთული ვაგონების აფეთქების შედეგად 400 კვ/მ ტერიტორია დაბინძურდა; - ატენის ხეობაში, სადაც ხანძრის შედეგად...
2009.07.13    მილიონები საეჭვო ხარისხის მშენებლობებში
საქართველოს მთავრობამ 2009 წელი "ძველი დევნილების" წლად გამოაცხადა. გაუსაძლის პირობებში თხუთმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ, 1993 წლის ომის შედეგად დევნილებმა, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უნდა მიიღონ საკუთრებაში. ასეთია ხელისუფლების პირობა, რომელსაც იგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ფულადი დახმარებით ახორციელებს.
2009.06.26    რა და რატომ უსახსოვრა "ველიკი კნიაზმა" მიხეილ რომანოვმა გლეხ შალუტაშვილს?
ბორჯომი. დღევანდელი ბორჯომის ტერიტორიაზე არსებობდა სოფელი ნუა, სადაც ცხოვრობდა ქართველი გლეხი - ღვთისო შალუტაშვილი. ამ კაცს, თურმე გაჭირვებაში უცხოვრია, მაგრამ, ზღაპრული კონკიასი არ იყოს, "ჯადოსნურ ბუს დამეგობრებია" და სანახევრო იღბალი მოუგია.
2009.05.26    9 აპრილით დასჯილები - დამსჯელი - საქართველოს სასამართლო
ქართლის ხმა. (ჟურნალისტური მოკვლევა) - ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, ეხება ადამიანს, რომელიც ცხინვალიდან დევნილია და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გორის სასამართლომ 27 დღით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯარიმის სახით 276 ლარის გადახდა დააკისრა. ქართული მართლმსაჯულების წყალობით დაახლოებით 10 ყუთი ვაშლი ნახევრად დაულპა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.
<<   123 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
19-01-2018
2.5429   -0.0034
3.1082   -0.0072
3.5214   0.0080
4.4825   -0.0126
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 10 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.