მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.03.23    მისი ღიმილი გვამშვიდებს
ქართველი ქალი მრავალი ღირსებით გამოირჩევა. განსაკუთრებულია მისი სილამაზე, პატიოსნება და ოჯახური ტრადიციების მიმართ პატივისცემა და რაც მთავარია, როგორც ვაჟას უთქვამს ,,ლამაზად შვილის გამზრდელი~ დედის მოვალეობა. სითბოს საწყისი გაზაფხულია, სიცოცხლის საწყისი კი დედაა, ქალია... სწორედ კარგი ქალობით და კარგი დედობით გამოირჩევა ქალბატონი, ცარო ჩაჩანიძე.
2012.03.01    გვიყვარდეს ერთმანეთი
მარხვა ერთგვარი საზომია ქრისტიანისთვის. ვინც მარხულობს, ის მორწმუნე ქრისტიანად აღიქმება, მაგრამ მარხვის მარტოოდენ გარეგნული დაცვა როდი ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. მით უმეტეს, აღნიშნული საკითხი დღეს მეტ აქტუალობას იძენს, რადგან ხშირად, მარხვის გარეგნული აღსრულებით ვკმაყოფილდებით და ზოგიერთი საკვებისგან თავშეკავება რწმენის გამოხატულებად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ, მარხვის მნიშვნელობის უკეთ აღქმის მიზნით, სასაუბროდ ვეწვიეთ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს და საკირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა დიმიტრის (კუკულავა).
2012.02.24    სკოლისადმი ნოსტალგია ძალიან დიდია, მოსაგონარი მაინც ბევრია...
მართალი გითხრათ, ჩემი რესპონდენტი იმდენად თავმდაბალი პიროვნებაა, რომ ძალიან გაუკვირდა ჩემი ვიზიტი _ მე ისეთი არაფერი გამიკეთებია და რა არის ჩემზე დასაწერიო. მისი ცხოვრება სკოლას, კოლეგებს, ბავშვებს უკავშირდება.
2012.01.20    19 იანვარი _ ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
19 იანვარს ქრისტიანული სამყარო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია-მონასტრებში იკურთხება წყალი, რომელიც ყველა ქრისტიანს შინ მიაქვს და უფრთხილდება, როგორც უდიდეს სიწმინდეს.
2012.01.12    ავასრულოთ ღვთის ნება
ახლა ის დროა, როცა ყოველმა ქრისტიანმა შეიცნო უფალი და გამოსცადა მისი სიძლიერე... რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არს მარადის და გვეხმარება განსაცდელის ჟამს.
2011.11.24    შთამომავალი წინაპართა იმედებს ამართლებს
,,ბორჯომი~. ერთი შეხედვისთანავე მიხვდები, რომ წინაპართა ფესვები უცილობლად სლავურ გენებთანაა დაკავშირებული. ეს ასეცაა... XIX საუკუნის შუა ხანებში რუსეთის საიმპერატორო კარის დიპლომატიური გზით ჩამოსახლებული უკრაინელები, ჩვენდა გასახარად, ქართულ ადათ-წესებს, ტრადიციებსა და ქართულ ენას მჭიდროდ შეერწყნენ და ფიზიკურად და სულიერად ,,განახლებული~ შთამომავლობა დაგვიტოვეს. სწორედ მათი მემკვიდრე და ნაშიერია ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გოჩა ბლიაძე.
2011.11.16    ,,სასოებდით უფალსა საუკუნოდ...~
,,ბორჯომი~. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმავალს, ზარების რეკვა შემომესმა. ამ ტაძარში მამა ანდრიაა წინამძღვარი. ამჟამად ტაძრის სულიერ დედებთან გასაუბრება მქონდა განზრახული. ტაძარში პარაკლისს იხდიდნენ და დედების ნაწილი იქ იყო. ბოლოს სქიმმონაზონ დედა ევგენიას _ მამა ანდრიას დედას და მონაზონ ნინოს შევხვდი და ვესაუბრე.
2011.10.21    ისინი ,,თი-ბი-სი~ ბანკის სახეს წარმოადგენენ
ათი წელია ,,თი-ბი-სი~ ბანკის ბორჯომის ფილიალის მომსახურებით ვსარგებლობ და გულახდილად რომ ვთქვა მისი თანამშრომლების საქმიანობით ყოველთვის არ ვიყავი კმაყოფილი.
2011.09.08    ამერიკელი ქართველების ბორჯომელი პატარძალი
ბორჯომში, აწ გარდაცვლილი ექიმი-რენტგენოლოგის მერაბ ტოგონიძის და მისი მეუღლის ქალბატონ მერის ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი მათი ქალიშვილი თაკო (თამარი) ვერც წარმოიდგენდა, თუ ქორწილს ამერიკის ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში გადაუხდიდნენ...
2011.08.10    კაცურკაცობის ეტალონი
,,ბორჯომი~. თანამედროვე ცხოვრებაში ზნეკეთილი, სამშობლოს მოსიყვარულე პატრიოტის, წინაპართა ტრადიციების ერთგული დამცველის, მაღალპროფესიული სპეციალისტის, სინდის-ნამუსიანი, პატიოსანი, პრინციპული, ოჯახის მოსიყვარულე და ერთგული მეუღლის, ერთთავად სამეგობროდ შემართული პიროვნების ნახვა ერთობ რთულია, მაგრამ შესაძლებელია. სწორედ ასეთ პიროვნებად ვიცნობ დავით ნოზაძეს.
2011.08.10    სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ბორჯომის ხეობაში
თანამედროვე მსოფლიოსთვის ნათელია ის დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც ტურიზმი იძენს მსოფლიო ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. იგი ხელს უწყობს კეთილმეზობლური პოლიტიკის განმტკიცებას, სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს კულტურათა შორის.
2011.07.21    ლამის ისტორიულ ძეგლად აღვიქვათ
ამ ტერიტორიაზე 70-იან წლებში ქალაქის ბაზარი იყო, მითხრა გოგი გოგოლაძემ. ახალი უბნის შესასვლელთან არსებულ გაშლილ ადგილზე გასული საუკუნის 80-იან წლებში კი საბაგიროს ქვედა სადგურის შენობა ააშენეს და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, როგორ აუშნოებს გარემოს, მაშინ, როცა პატარა საცალფეხო ხიდთან მნიშვნელოვანი ახალი ნაგებობები წამოიჭიმა, მარჯვენა მხარეს კი წყალკანალის ოფისი შენდება.
2011.07.13    ბელორუსიაში ქართულ საქმეს აკეთებს
სიმართლე მინდა გითხრათ, ძალიან გამიჭირდა ჩემს სახლიკაცზე წერილის მომზადება, ვიფიქრე, მკითხველმა ტენდენციურობაში და მიკერძოებაში არ ჩამითვალოს მოგვარეზე ნარკვევის გამოქვეყნება, არადა ვასილ ლომიძე ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მას იცნობდნენ ბორჯომელები. იგი ამჟამად ბელორუსიის დედაქალაქში _ მინსკში ცხოვრობს. მშენებელი ინჟინერია, საკუთარი ფირმა აქვს, მატერიალურად არ უჭირს და როგორც შეუძლია, ყველა ქართველს და საქართველოდან ჩასულ ადამიანებს გულწრფელად ეხმარება.
2010.10.28    დაცვის პოლიცია 025 _ თქვენს სამსახურში
,,ბორჯომი~. ბოლო ათი წლის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, დაცვის სამსახურის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განმტკიცდა მოსახლეობის ნდობის ფაქტორიც, ამის ცოცხალი მაგალითია შინაგან საქმეთა ბორჯომის სამმართველოს აქტიური მუშაობა, რომლის პირადმა შემადგენლობამ შეძლო დანაშაულებათა რიცხვის მინიმუმამდე შემცირება.
2010.10.21    ტაო-კლარჯეთი: ჩვენი სიამაყე და ტკივილი
(dasasruli) ,ბორჯომი~. ჩვენი მოგზაურობის მესამე დღეს შინ დასაბრუნებლად მოვემზადეთ: გზად კიდევ ერთი შესანიშნავი ტაძარი _ ბანა დავათვალიერეთ. იგი ოლთისის რაიონშია. აშენდა IX საუკუნეში, ადარნასე II-ის მეფობის დროს კვირიკე ბანელის მიერ.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
19-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 11 °C
ღამით + 5 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.