მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.10.14    ჭორი მომავალს გვიწინასწარმეტყველებს?!
,,ბორჯომი~. უძველესი და ტრადიციებით მდიდარი ბორჯომის #2 საჯარო სკოლა შვიდი ათეული წლის მანძილზე წელს პირველად დადუმებული და კარებგამოკეტილი შეეგება ახალ სასწავლო წელს. გამართლდა ჯერ კიდევ #3 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესში ხალხში გავრცელებული მოარული ხმები, ისევ ხალხის ენით რომ ვთქვათ _ მეორე სკოლა გაუქმდებაო, ოფიციალურად კი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბორჯომში სკოლების ოპტიმიზაცია დაიწყო.
2010.10.07    ტაო-კლარჯეთი: ჩვენი სიამაყე და ტკივილი ხანძთა _ დიდებული სავანე
(გაგრძელება )ხანძთის ტაძრამდე ორიოდე კილომეტრი ფეხით გავიარეთ და ერთ-ერთ ხეობაში მივადექით მწვანეში ჩაფლულ დიდებულ სავანეს. იგი სერიოზულადაა დაზიანებული, ტაძრის პერანგი მორღვეულია, ალაგ-ალაგაა შემორჩენილი მოპირკეთების და ჩუქურთმიანი ფილები, თაღი ჩამოქცეულია.
2010.10.07    ტრაგედია უგმიროდ სამი ჭადარი
,,ბორჯომი~. თითქმის საუკუნეა, სოფლის შესასვლელში დიდ რკინის ხიდთან სამი ერთმანეთთან თანშეზრდილი და შეხმატკბილებული ტანმაღალი ჭადრის ხე დგას, მათი წვერი ლურჯი ხის კაბადონს სწვდება.
2010.10.02    დაფასებული ღვაწლი
,,ბორჯომი~. როცა ბორჯომ-ქალაქობისადმი მიძღვნილ გაზეთის სპეციალური ნომრისთვის გეგმას ვადგენდით, არჩევანი შრომით, ყოფიერებით გამორჩეულ ადამიანზე, ქალაქის უხუცეს ქალბატონზე, ღვაწლმოსილ პედაგოგზე ქალბატონ ნინო ბასილიშვილზე შეჩერდა.
2010.10.02    საზეიმო შეხვედრა 55 წლის შემდეგ
,,ბორჯოიმი~. ბორჯომის #1 (ყოფილი ვაჟთა) სკოლა 1955 წელს 37 მოსწავლემ დაამთავრა. მას შემდეგ 55 წელი გავიდა. ბედის უკუღმართობის გამო თანაკლასელებიდან მხოლოდ თხუთმეტია ცოცხალი.
2010.09.23    არქივი ახალი ტექნოლოგიით იმუშავებს
,,ბორჯომი~. ბორჯომის არქივი ჩვენი რაიონის დოკუმენტურ მეხსიერებას წარმოადგენს. განუზომელია არქივის როლი რაიონის მოქალაქეთა სოციალურ-უფლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების საქმეში.
2010.09.23    ტაო-კლარჯეთი: ჩვენი სიამაყე და ტკივილი
,,ბორჯომი~. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული მხარეები _ შავშეთი, ერუშეთი, ტაო-კლარჯეთი, პარხალ-ისპირ-თორთუმისა და ლაზისტანის ტერიტორიები უძველესი დროიდან ქართველური ტომებით ყოფილა დასახლებული. ჩვენს ერამდე XII საუკუნეში აქ ყალიბდებოდა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი _ დიაოხი. IX საუკუნეში კი ტაო-კლარჯეთის სამეფო შეიქმნა.
2010.09.16    50 წელი წიგნის სამყაროში
,,ბორჯომი~. ,,საქწიგნის~ სისტემაში ბორჯომის საფირმო წიგნების მაღაზია ყოველთვის გამოირჩეოდა მომსახურების მაღალი კულტურით და გეგმიური დავალებების შესრულების მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით. მაღაზიის მცირერიცხოვანი კოლექტივი მრავალჯერ დაუჯილდოვებიათ საპატიო სიგელით, დიპლომით, პრემიით სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებში მოპოვებული გამარჯვებისთვის.
2010.09.02    სიხარული, რომელიც ჯერ ცოტა შორსაა
,,ბორჯომი~. კაცმა სიმართლე უნდა თქვას, მართლაც სასიხარულო, საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც იქნა სრულდება მრავალი წლის დანაპირები და ბორჯომში მთლიანად იცვლება წყალ-კანალიზაციის ქსელი. მართლაც სწრაფად და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხარისხიანად გაკეთდა ეს რთული საქმე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე.
2010.09.02    ოჯახის ექიმი _ როცა არჩეული პროფესია გიყვარს
,,ბორჯომი~. ნატო ბოცვაძე ერთ-ერთია იმ ექიმთაგან, რომელმაც ბორჯომიდან პირველმა გაიარა ოჯახის ექიმის საკვალიფიკაციო 6 თვიანი კურსები და კვლავ თავის სამუშაო ადგილს _ ბაკურიანის საექიმო უბანს დაუბრუნდა.
2010.08.26    სოფელი არ ივიწყებს გმირებს
,,ბორჯომი~. 65 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან. ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული მთელმა მსოფლიომ აღნიშნა. ამ საერთო-სახალხო ზეიმს არც ჩვენი რაიონის სოფელ მოლითის მოსახლეობა ჩამორჩა. მათ ომში მონაწილე თანასოფლელებს სოფლის ცენტრში დიდებული მემორიალი დაუდგეს.
2010.08.12    ის ურჩევნია მამულსა...
,,ბორჯომი~. ქართველები იმით გამოვირჩევით სხვა ერებისგან, რომ ოჯახურ ტრადიციებს უფრო მეტად ვაფასებთ. ეს წინაპრებმა გვიანდერძეს და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ. წარმოიდგინეთ, ისეთ ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სადაც დიდი ბაბუის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ბატონ ალექსანდრე ცუცქირიძის დანატოვარი მდიდარი ბიბლიოთეკაა, სადაც ეროვნულ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ, როგორი მყარი საფუძველი ექნება შვილთაშვილის ღირსეულად აღზრდას.
2010.07.29    შენს შუადღეს გაუმარჯოს!
2010.07.29    ლოვას ნამცხვარი დაბრუნდა
,,ბორჯომი~. ტრადიციულად ჩვენი კურორტ-ქალაქი ორი რამით იყო ცნობილი: მინერალური წყლით და პეტროსას ნამცხვრით. ამ ოცი წლის წინათ, ქვეყანა რომ აირია, ერთიც და მეორეც კინაღამ დავიწყებას მიეცა.
2010.07.21    მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა
,,ბორჯომი~. თუ რა კეთდება მაღალმთიან ტაბაწყურსა და მოლითში საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ,,ფული _ ყველა სოფელს!~ ფარგლებში, ვესაუბრეთ ამ სოფლების მაჟორიტარ დეპუტატს ბორჯომის მუნიციპალურ საკრებულოში ალბერტ არუთინიანს, რომელიც ახლახან მეორედ აირჩიეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.