მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2011.09.02    ახალი სასწავლო წელი სიახლეებით იწყება
წელს, პირველად საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელი საჩუქრად ნეტ-ბუკს მიიღებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის ნეტ-ბუკები უკვე ადგილზეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლალი გაბიტაშვილის თქმით, საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს სწავლა სიახლეებით დაიწყება.
2011.07.11    ადმინისტრაციული სასჯელი ხელმოწერის გაყალბებისთვის
სპექტრი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მცხოვრები, 58 წლის ეკა ბოსტოღანაშვილი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, ბაღის გამგე ლია სუხიტაშვილმა სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და ყალბი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა.
2011.07.11    მოსწავლეებს სკოლის გამოცვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეეძლებათ
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ახალი ბრძანებულებით, მოსწავლეს სკოლის გამოცვლა სასწავლო წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ შეეძლება. დადგინდა ვადები, როდესაც აღნიშნული განაცხადის გაკეთება იქნება შესაძლებელი. სკოლის გამოცვლაზე განაცხადი შეტანა მოსწავლეს 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში შეუძლია.
2011.06.17    მარტივი საგამოცდო ტესტები და დაბალი ბარიერი
სპექტრი. წელს პირველად, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის საშუალებით ქვეყნის მასშტაბით, 1520 სკოლაში ჩატარდა. მოსწავლეებს რვა საგნის ჩაბარება მოუხდათ. აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლები ამ რეფორმისთვის ჯერ მზად არ არიან.
2011.06.10    ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელი სკოლის გარეშე
სპექტრი. ყიტაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოფელია, სადაც ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. რამდენიმე წლის წინ სოფელში სკოლა გააუქმეს და მოსახლეობის განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ეს არის. უკვე წლებია, ისინი აღნიშნული საკითხის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვენ. ამჟამად, ბავშვები განათლების მისაღებად მეზობელ სოფელში დადიან.
2011.06.02    რეფორმის მიღმა დარჩენილი საჯარო სკოლა და მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი
სპექტრი. `აჟიტირებული განათლების რეფორმის~ მიღმა დარჩენილი კიდევ ერთი საჯარო სკოლა, რომელიც ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ შიბლიანში მდებარეობს, ყოფილი `კანტორის შენობაშია~ განთავსებული. უკვე მესამე წელია, რაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულება სპორტული დარბაზისა და ბიბლიოთეკის გარეშე ფუნქციონირებს. ადგილობრივების თქმით, სწორედ ამის გამო სოფელში მიგრაცია მასიურად დაიწყო და მოსახლეობა თითქმის განახევრდა.
2011.06.01    ვიზიტი საქართველოში სწავლების ამერიკული სტრატეგიის გაცნობის მიზნით
უკვე ორი კვირაა, რაც გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლაში, გაცვლითი პროგრამით ამერიკელი მასწავლებელი ჯენი ნორი იმყოფება. მისი საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო ინგლისური ენის ქართველი პედაგოგებისთვის გაეცნო ამერიკული სწავლების სტრატეგია. გიმნაზიაში მისი ყოფნის ვადა ამოიწურა, რის გამოც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მას გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყეს.
2011.05.13    აჟიტირებული განათლების რეფორმა და ბოსელში განთავსებული საჯარო სკოლა
სპექტრი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა უკვე ხუთი წელია, რაც კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთ `კორპუსში~ _ მოზარდი ბავშვების კლასებსა და ბოსელს საერთო შესასვლელი აქვს. კახეთის გუბერნატორი საქმის კურსშია, თუმცა როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მათთან არასდროს ჩასულა. სკოლის მშენებლობის გეგმა კი გაურკვეველი მიზეზების გამო პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამიდან ამოიღეს.
2011.04.29    საჯარო სკოლებს ლაბორატორიების აღჭურვილობა გადაეცა
სპექტრი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლას ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებისთვის აღჭურვილობა გადაეცა.
2011.04.29    სააბიტურო გამოცდები 23 მაისს დაიწყება
სპექტრი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით წელს სკოლებში, მეთორმეტეკლასელებისთვის სააბიტურო(საატესტაციო) გამოცდები ჩატარდება, რომელიც 23 მაისს დაიწყება და რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
2011.04.02    მიტოვებული საბავშვო ბაღი ახალი მოიჯარის მოლოდინში
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში, უფუნქციოდ დარჩენილი ე.წ. კალოსუბნის საბავშვო ბაღის შენობა სავალალო მდგომარეობაშია. პიროვნებამ, რომელმაც ობიექტი ხუთწლიანი იჯარით აიღო, ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და ჯარიმაც გადაიხადა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ბაღის რეაბილიტაციას სთხოვს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ეს შეუძლებელია, თუმცა, აღსაზრდლების რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა, ერთი ან ორი ჯგუფი დაკომპლექტდეს.
2011.03.11    პედაგოგები სადაზღვევო კომპანიით უკმაყოფილოები არიან
სპექტრი. უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგები სამედიცინო დაზღვევის პოლისით სარგებლობენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მასწავლებლები, 2011 წლამდე, კომპანია `ალდაგი ბისიაიში~ იყვნენ დაზღვეულები, თუმცა მიმდინარე წელს, მათგან დამოუკიდებლად, ის `ჯიპიაი ჰოლდინგმა~ ჩაანაცვლა. პედაგოგები მომსახურების ახალი პირობებით უკმაყოფილოები არიან და მიიჩნევენ, რომ მათი აზრი უნდა გაეთვალისწინებინათ.
2011.03.04    ტრენინგი, რომელიც მოზარდებს თვითდამკვიდრების საშუალებას მისცემს
2011.03.04    სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკური დაიწყო
სპექტრი. 28 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი უკვე დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია.
2011.03.04    პირველკლასელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მიმდინარეობს
სპექტრი. წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით პირველკლასელთა რეგისტრაცია აგვისტოს ნაცვლად მარტიდან დაიწყო.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.