მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2011.02.24    დაფინანსების ახალმა წესმა აბიტურიენტთა უკმაყოფილება გამოიწვია
სპექტრი. 14 თებერვლიდან, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 25 მარტამდე გაგრძელდება. მისაღები გამოცდებისთვის მინიმუმ ოთხი სავალდებულო საგანია ჩასაბარებელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა განმარტა, რომ აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა რესურსცენტრებში შეუძლიათ, ხოლო მოსწავლეებს _ სკოლებში. თუმცა, ამ თვალსაზრისით, გარკვეული სიახლეებიც არსებობს.
2011.02.11    პედაგოგთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი მარტში დაიწყება
სპექტრი. 2011 წლის მარტიდან მასწავლებლების სერტიფიცირების მეორე ეტაპი დაიწყება. გამოცდა ჩატარდება ინგლისურსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში."ამ გამოცდის ჩაბარება ნებაყოფლობითი იქნება. წარმატების შემთხვევაში, პედაგოგებს ხელფასი კიდევ მოემატებათ," _ განმარტა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.
2010.12.01    ყარაჯლელი მოსწავლეების მიერ ერეკლე II-სადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სპექტრი. თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზში ყარაჯლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერეკლე II-ის 290 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
2010.12.01    სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული ინგლისის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება
სპექტრი. უკვე მესამე წელია, რაც სასწავლო ოლიმპიადა ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. წელს ეს ტური 30 ოქტომბერს დაიწყო და 28 ნოემბრამდე გაგრძელდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლებში ოლიმპიადები ერთი და იგივე დღეს ტარდება და მასში მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
2010.11.19    გაუქმებული და ხელახლა აღდგენილი სოფლის ბიბლიოთეკები
სპექტრი. 2007 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბიუჯეტში თანხის არარსებობის მიზეზით, მიიღო გადაწყვეტილება სოფლის ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის შესახებ. ამის გამო მუნიციპალიტეტში მხოლოდ ცენტრალური ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. თუმცა, მიმდინარე წელს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, იმავე საკრებულომ მათი აღდგენა გადაწყვეტა.
2010.11.19    თესაუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა
სპექტრი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. კონფერენციის პირველი დღის I ნაწილი გახსნას მიეძღვნა და ონლაინ რეჟიმში, კამბოჯის `ზამან~ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერკან პოლად დემარმა ისაუბრა. ამის შემდეგ კი სექციური მუშაობა დაიწყო.
2010.11.12    მომავალი წლიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში პენსიონერები აღარ იმუშავებენ
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში 2011 წლის პირველი იანვრიდან არც ერთი პენსიონერი აღარ იმუშავებს. ეს ეხება როგორც პედაგოგებს, ისე მზარეულებსა და ძიძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრთხილება ბაღში მომუშავე პენსიონერებმა უკვე მიიღეს, თუმცა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი ამ ფაქტს უარყოფს.
2010.10.29    "დუბლიორი" პირველ საჯარო სკოლაში
გასულ წელს დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში ,,დუბლიორის~ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ოქტომბრის პირველ კვირას, მასწავლებლის დღის აღსანისნავად, მოსწავლეები მასწავლებლებს ცვლიან და გაკვეთილებს თავად ატარებენ.
2010.10.29    სტუმრად გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლაში
სპექტრი. 15 ოქტომბერს გურჯაანს მეგობრული ვიზიტით ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი დეჰარნიში ეწვია. იგი უშუალოდ გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს ნანა ტატიაშვილს ესტუმრა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების დროს გაიცნო. ამერიკელ სტუმარს, გიმნაზიის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ღონისძიება მოუწყეს.
2010.10.13    მე-5 საბავშვო ბაღში გადასახადის გაზრდა საკრებულოსთან შეუთანხმებლად მოხდა
სპექტრი. თელავის მე-5 ბაგა-ბაღში გადასახადი 5 ლარით გაიზარდა და მშობლები უკვე 25 ლარს გადაიხდიან. მე-5 ბაგა-ბაღი აიპი-ს სტატუსით სარგებლობს და ასეთი საკითხები საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.
2010.10.13    დედოფლისწყარო-გერმანიის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება
სპექტრი. უკვე წლებია, ქართულ მხარესა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (gtz) შორის პროექტის _ "კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი დეგრადირებული ლანდშაფტის რეაბილიტაცია საქართველოში"_ ფარგლებში პარტნიორობა მიმდინარეობს. პროექტის კოორდინატორი გერმანიის მხრიდან გახლავთ დიტერ მიულერი და გიორგი კოლბინი, ხოლო დედოფლისწყაროში _ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გელა თეთრაული.
2010.10.13    ბავშვთა პოლიკლინიკის რეაბილიტაცია 2011 წლის თებერვალში დასრულდება
სპექტრი. თელავში, 2011 წლის თებერვალში, ევროსტანდარტების შესაბამისი ბავშვთა პოლიკლინიკა გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.პირველ ეტაპზე, შენობის რემონტისთვის 197 ათასი ლარია გამოყოფილი.
2010.10.06    22 დეკემბერს თესაუ-ში რექტორს აირჩევენ
სპექტრი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადარჩეულმა აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი პირველივე სხდომაზე გამოაცხადა.
2010.09.30    არასწორად გადანაწილებული დახმარება და სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები
სპექტრი. წელს სახელმძღვანელოები განსაკუთრებით გაძვირებულია, რაც კიდევ უფრო მძიმედ აისახება მოსწავლეთა ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სხვა წლებთან შედარებით წელს თითქმის ყველა საგანი შეცვლილი პროგრამითაა წარმოდგენილი. ამიტომ, თუ ადრე მოსწავლე ზოგიერთ საგანში წინა წლის სახელმძღვანელოს თხოულობდა ან შეღავათიან ფასში ყიდულობდა, ახლა ესეც ნაკლებ ხელმისაწვდომია.
2010.09.30    თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდა
სპექტრი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების, კერძოდ, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან ერთ სრულ და ერთ ასოცირებულ პროფესორს ირჩევენ, წარმომადგენლობით საბჭოში კი როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტებიც შედიან.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.