მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.06.25    "საბავშვო ფრანგულენოვანი ფესტივალი კახეთის სცენაზე"
სპექტრი. 26 ივნისს ველისციხის კულტურის სახლში გაიმართება "საბავშვო ფრანგულენოვანი ფესტივალი კახეთის სცენაზე", რომლის ორგანიზატორი და დამფინანსებელია იონის დეპარტამენტის წევრი ბატონი პასკალ ვიოლი. ფესტივალში მონაწილეობენ კახეთის რეგიონის სხვაადასხვა სკოლები.
2010.06.25    გამოთხოვება ოთხ წელიწადთან
სპექტრი. დაწყებითი კლასის დამთავრება და პირველ მასწავლებელთან გამოთხოვება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ხელმძღვანელის ვისელი სეფიაშვილის ღონისძიებით აღნიშნეს.
2010.06.17    პედაგოგთა სერტიფიცირება 13 ივლისს იწყება
სპექტრი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგთა სერტიფიცირება, რომელიც აქამდე რამდენჯერმე გადაიდო, 13 ივლისს დაიწყება. აღნიშნულის შესახებ განცხადება მასწავლებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
2010.06.10    დარბაზის არარსებობის გამო ეზოში ჩატარებულმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოზაანის სკოლის ეზო, სტუმარს და მასპინძელს ვერ იტევდა. სკოლას დარბაზი არ გააჩნია, ამიტომ ბავშვებმა ეზოში ლურჯი პოლიეთილენი (ე.წ. პალატკა) გადაჭიმეს და კონცერტის ჩატარების დიდი სურვილი მაინც აიხდინეს.
2010.06.03    "მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია"
სპექტრი. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გურჯაანის ცერებრალური დამბლითა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენებით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატს, სადაც უნარშეზღუდული მოზარდები სწავლობენ, ორგანიზაციამ "ბუდე" ერთი ლამაზი დღე აჩუქა.
2010.05.18    რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული სოლიდური თანხა და ზედაპირულად შესრულებული სამუშაოები
სპექტრი. მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში სოლიდური თანხა, 85 ათას 300 ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, სამი ბაღის (სულ ოცდათექვსმეტია) სარემონტო სამუშაოებისთვის ფინანსები `სოფლის მხარდაჭერის პროგრამითაც~ არის განსაზღვრული. თუმცა ზოგადად დღეს თითქმის ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა და პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. მოძველებული ინვენტარი და სათამაშოების სიმცირე არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
2010.05.18    პროფესორ-მასწავლებლებისთვის ქართულ-ამერიკული გაცლითი პროგრამები წარადგინეს
2010.05.07    პირველკლასელების კომპიუტერული სწავლების პროგრამას უმრავლესობა უარყოფითად აფასებს
სპექტრი. საუბრობენ იმის შესახებ, რომ პილოტირებულ სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერების მეშვეობით უნდა მიიღონ განათლება. ამ ფაქტის დასაზუსტებლად "სპექტრი" გაესაუბრა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მერი მირველაშვილს. "ეს საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია, მხოლოდ პილოტირებული სკოლების...
2010.04.16    მსოფლიომ ჯანდაცვის დღე აღნიშნა
არასამთავრებო ორგანიზაციათა კოალიციამ ,, მომავალი სიღარიბის გარეშე’’ ჯანდაცვის მსოფლიო დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. კონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტებთან მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე. კოალიციის ერთ-ერთი წევრის სიმონ გაბრიჩიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამის ნათელ მაგალითად გაბრიჩიძემ პროექტი `100 ახალი საავაადმყოფოს~ ფაქტობრივად ჩავარდნა დაასახელა. ასევე გაამახვილეს ყურადღება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე.
2010.04.01    პოლიციის აკადემიის რექტორი თელაველ სტუდენტებს შეხვდა
2010.04.01    აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა
სპექტრი. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში თელავის საჯარო სკოლებიდან 498 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, თითქმის 200-ით მეტია. გასულს წელს რეგისტრირებულთა რიცხვი 303 იყო. 30 აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს წელს განმეორებით აბარებს.
2010.04.01    თელაველი მოსწავლეები ბიბერახში მიემგზავრებიან
სპექტრი. თელავის #9 საჯარო სკოლის 7 მოსწავლე, გაცვლითი პროგრამით, გერმანიის ქალაქ ბიბერახში მიემგზავრება. მოსწავლეები 3 კვირის განმავლობაში გერმანელ თანატოლებთან იცხოვრებენ და სკოლაში გაკვეთილებს მათთან ერთად დაესწრებიან. გაცვლითი პროგრამები გერჰარდ მიულერის სახელობის სკოლასა და პესტალუცის გიმნაზიასთან 1999 წლიდან მოქმედებს. პროგრამას ფინანსურად უზრუნველყოფს გერმანული მხარე, თუმცა მგზავრობის ხარჯები თავად მოსწავლეებმა უნდა გაიღონ.
2010.03.26    მოსწავლეთა ატესტაცია, თუ კიდევ ერთი ექსპერიმენტი?
სპექტრი. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წლის მისაღებ გამოცდებში ცვლილებები შევიდა და პროცედურაც შედარებით გართულდება, კერძოდ უმაღლესში სწავლის გაგრძელების უფლება მხოლოდ იმ მოსწავლეებს ექნებათ, რომლებიც შეძლებენ და წარმატებით ჩააბარებენ სკოლის ატესტაციისთვის შემოღებულ 8 გამოცდას. მოსწავლეები ამ საკითხს უარყოფითად აფასებენ და თვლიან, რომ მათ ამ ექპერიმენტისთვის არ უნდა იყენებდნენ.
2010.03.26    სერტიფიცირების მსურველ პედაგოგებს რეგისტრაციის გავლა თვის ბოლომდე შეუძლიათ
2010.03.11    მასწავლებელთა სერტიფიცირება ივლისში ჩატარდება
<<   234567891011 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.