მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.01.13    ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 14 ათასამდე მოსწავლეა რეგისტრირებული
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეოთხე ტური ხულოს რაიონში მოსწავლეთა აქტიურობით გამოირჩეოდა. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად დაბა ხულოს საჯარო სკოლაში VII-XII კლასების მოსწავლეები რაიონის ყველა სოფლიდან შეიკრიბნენ
2010.01.13    ანგარიში საზოგადოებას
11 იანვარს გორის უნივერსიტეტის პირველ ადმინისტრაციულ კორპუსში, რომელშიც დასრულებულია პირველადი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაიმართა პრეზენტაცია: `2009 წელი _ გორის უნივერსიტეტის ძირითადი მიღწევები; ანგარიში საზოგადოებას.~ უნივერსიტეტის რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ფოიეში შეკრებილ სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საჯარო სკოლების წარმომადგენლებს 2009 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნო და გასული წელი შეაჯამა. რექტორმა ...
2009.12.30    ექსტერნატის გამოცდები დარღვევებით ჩატარდა
გასულ კვირას ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ექსტერნატის გამოცდები ჩააბარეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდები დარღვევებით მიმდინარეობდა. გამოცდიდან გამოსული მოსწავლეები ამბობდნენ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ტესტის დაწერაში საგამოცდო კომისიის წევრები ეხმარებოდნენ. „ახალი გაზეთი“ შეეცადა აღნიშნული ფაქტი გადაემოწმებინა და ამ მიზნით მეშვიდე საჯარო სკოლას მივაკითხეთ, სადაც ექსტერნატის გამოცდები ტარდებოდა.
2009.12.21    ინკლუზიური განათლებისთვის ახალციხეშიც ემზადებიან
თბილისის შემდეგ ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ათი რეგიონის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი ახალციხეა, სადაც ინკლუზიური განათლება მეხუთე საჯარო სკოლაში ინერგება. ინკლუზიური განათლების პროექტის მომზადება საქართველოში 2006 წლის ნოემბერში დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. სამწლიანი პროექტი (2009-2011წწ) ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს...
2009.12.21    ახალდანიშნული მინისტრი ახალციხეში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალდანიშნული მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და მრავალეთნიკური რეგიონის განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
2009.12.14    ექსტერნი- სწავლის ხანგრძლივობის შემცირების საშუალება
ექსტერნად ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება დასრულდა. წელს გამოცდების ექსტერნად ჩაბარებას ახალციხის, ვალისა და კლდის საჯარო სკოლების 27 მოსწავლე შეეცდება.
2009.12.03    უნარშეზღუდული ბავშვები განათლებას სპეციალური პროგრამის მიხედვით მიიღებენ
სპექტრი. 2007 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლების პროგრამა ამოქმედდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა ჩაერთო (ველისციხის, სოფ. გურჯაანის, მუკუზნის, ბაკურციხის, კარდენახის, ჩუმლაყის, მახარაძისა და ქ. გურჯაანის #3 საჯარო სკოლა). საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტ-პედაგოგის, თამარ რუაძის თქმით, რამდენიმე სკოლაში ინკლუზივი ბავშვებისთვის მოსასვენებელი ოთახები უკვე მოეწყო.
2009.12.01    ექსტერნად სკოლის დამთავრების მსურველთა რიცხვი იზრდება
ბოლო წლებში ექსტერნად სკოლის დამთავრების მსურველთა ოდენობამ იმატა. მიმდინარე წელს ამ ფორმით ატესტატის მიღების მსურველი 150 მოსწავლეა. როგორც აღმოჩნდა, სკოლის ექსტერნად დამთავრების მსურველთათვის მთავარი მიზეზი ჯარიდან თავის დაღწევაა. საქმე იმაშია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში შვიდი წლის ასაკში შევიდნენ, 18 წელი სკოლის მერხზე უსრულდებათ. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურშიც იქნებიან გაწვეულები.
2009.11.30    ნინოწმინდის სკოლები ზამთრის პირზე
ნინოწმინდის სკოლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები; ზამთრის სეზონი; ფრიადოსნების მედლებისა და კომპიუტერების ირგვლივ გაჩენილი უკმაყოფილება – ამ და სხვა საკითხებზე “სამხრეთის კარიბჭე” ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს ანი მოსოიანს ესაუბრა.
2009.11.23    კორუფციის საფრთხე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალ მექანიზმებს განიხილავს. შესაძლოა ერთიანი ეროვნული გამოცდები საატესტატო გამოცდებმა ჩაანაცვლოს. მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, სკოლებში საატესტატო გამოცდები აღდგება; ეროვნული გამოცდები მოიხსნება; აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას კი ატესტატის ნიშანი განსაზღვრავს.
2009.11.23    სამაგისტრო გამოცდის შედეგები
ახალციხის სახელმწიფო უნივერსტეტს წელს სამაგისტრო პროგრამებზე 23 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, აქედან სამი ადგილი თავისუფალი დარჩა. აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, წელს სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი დაინერგა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამაგისტრო პროგრამების ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით დაფინანსება.
2009.11.23    ჯილდო წარჩინებული სწავლისათვის
ოქროსა და ვერცხლის მედლები და პერსონალური კომპიუტერები მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის; ჯილდო და არა სამომავლო გარანტი უმაღლესი სასწავლებლებისთვის. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები წელს საქართველოს მასშტაბით...
2009.11.23    სოფლის ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა
სამწლიანი ლოდინის შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა - წიგნადი ფონდი და ინვენტარი სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.
2009.11.20    ტენდერში ნაცნობ-მეგობრობა იმარჯვებს?!
სპექტრი. ბოლო ორი წლის განმავლობაში, კახეთის რეგიონის სხავადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული საჯარო სკოლა შერემონტდა. გამოყოფილი თანხები ტენდერს ექვემდებარებოდა და შესაბამისად, გამგეობაში შექმნილი კომისია განსაზღვრავდა, რომელ კომპანიას უნდა ჩაეტარებინა სამუშაოები. მკვეთრად გამოიკვეთა, რომ, ხშირ შემთხვევაში, მათი შერჩევა ნაცნობ-მეგობრობით ხდებოდა და დაკვეთებსაც, ძირითადად, ცენტრალური სამშენებლო ორგანიზაციები ახორციელებდნენ. რაც ყველაზე მთავარია, უხარისხოდ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კომპანიებს შენობების შერემონტება რამდენჯერმე უწევდათ.
2009.11.20    სოფელ ჩუმლაყის #2 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას გააგრძელებს
სპექტრი. შენობის ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობისა და ბავშვთა სიმცირის გამო საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, 2007 წლის ივნისიდან სოფელ ჩუმლაყის #2 ბაგა-ბაღს ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე. აღმზრდელ-მასწავლებლებს მცირე კომპენსაცია მისცეს და სამსახურიდან დაითხოვეს.
<<   45678910111213 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.