მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.10.10    ლაშა ჯიბღაშვილი: "დოკუმენტის გაყალბება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება"
სპექტრი. 13 სიღნაღის საარჩევნო ოლქს ჩაბარდა ვაქირის N5 უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი, სადაც ხმები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: გელა გელაშვილი – ქართული ოცნების კანდიდატი – 377 ხმა, ლევან ბეჟაშვილი – ნაცმოძრაობის კანდიდატი _ 207 ხმა. ცესკოს საიტზე ატვირთულ ოქმში კი გელა გელაშვილს მიღებული აქვს 146, ლევან ბეჟაშვილს კი – 436 ხმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ოქმს ხელს არ აწერს საუბნო კომისიის 5 წევრი. საჩივრის განხილვისას N5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო ჯებირაშვილმა აღიარა, რომ ოქმი საოლქოს მითითებით შეცვალა, თუმცა, კომისიამ მომჩივანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
2012.10.10    ხმები 50 ლარის სანაცვლოდ
სპექტრი. ყვარლის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა. მთელი დღის განმავლობაში რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის კანონდარღვევას. მაგალითად: ჩანტლისყურის #15 საარჩევნო უბანზე `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს და ხუთიანი შემოახაზინა; ყვარლის #4 საარჩევნო უბანზე `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენელი ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცედურაში ეხმარებოდა; იყო ბიულეტენების კაბინის გარეთ შევსების ფაქტები, რა დროსაც მოქალაქეები თავიანთ არჩევანს საჯაროდ აფიქსირებდნენ;
2012.10.10    დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით დამთავრდა
სპექტრი. არჩევნების დღე გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქში, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, მეტ-ნაკლები დარღვევებით წარიმართა: #28 კოლაგის საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი 7:00 საათზე დაიწერა. საარჩევნო უბანი საჯარო სკოლის ჰოლში მოეწყო და საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე ნაქევხრიშვილის გადაწყვეტილებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს იმგვარად მიუჩინეს ადგილი, რომ საარჩევნო პროცესს ფაქტობრივად ვერ აკვირდებოდნენ. საჩივარიც ამის თაობაზე დაიწერა. მოგვიანებით მრეწველებიდან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ გიორგი დვალსა და ეკატერინე ნაქევხრიშვილს შორის დავა სწორედ უბნის არასწორად მოწყობის გამო წარმოიშვა.
2012.10.10    "ქართული ოცნება" ლაგოდეხში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
სპექტრი. საპარლამენტო არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის #15 ოლქის 35 უბანზე ჩატარდა. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, დარღვევებს აქაც ჰქონდა ადგილი. #14 კართუბნის უბანზე რამდენიმე დარღვევა მოხდა, რომელიც დამკვირვებელმა ვახტანგ ბარბაქაძემ დააფიქსირა.
2012.10.10    თელავში არჩევნები `ქართული ოცნების~ უპირატესობით დასრულდა
სპექტრი. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი მონაცემები 00:12 საათზე #52 აკურის უბნიდან შემოვიდა. კოალიცია `ქართულმა ოცნებამ~ ხმების დიდი რაოდენობა თელავის საარჩევნო უბნებზე მიიღო, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი #1 ნადიკვრის უბანზე დაფიქსირდა (ნაც. მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი-283 ხმა, ნაც. მოძრაობა-264 ხმა.
2012.10.10    გადათვლილი ხმები და უცვლელი შედეგი
სპექტრი. დედოფლისწყაროში, წინასააარჩევნო პერიოდის მსგავსად, არჩევნების მომდევნო დღეებიც დაძაბულობით გამოირჩეოდა. "ქართული ოცნებიდან" აქ კენჭს ალექსი თამაზაშვილი იყრიდა, რომლის მამაც, თამაზ თამაზაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრით, პოლიტიკური პატიმარია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პარტიამ ხმების 51 % აიღო, ისინი დედოფლისწყაროს ზოგიერთ უბანში კერძოდ: საბათლოს, სამრეკლოსა და ზემო მაჩხაანის უბნებზე მაინც მოითხოვდნენ ხმების ხელახალ გადათვლას, რადგან მათი მტკიცებით აქ არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ `ქართულმა ოცნებამ~ #14 საარჩევნო ოლქის წინ აქცია გამართა და კომისიის წევრებისთვის სირცხვილის კორიდორი მოაწყო. შეგახსენებთ, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა ხმების 49,6% დააგროვა, ხოლო `ქართული ოცნების~ კანდიდატმა ალექსი თამაზაშვილმა _ 47,4%. დედოფლისწყაროს #14 საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა ხმების დათვლის შედეგად მონაცემები არ შეცვლილა. რაც შეეხება დარღვევებს, სოფელ საბათლოში კომისიის წევრები ამომრჩევლებს ავალდებულებდნენ, შემოხაზული ბიულეტენი მათთვის ეჩვენებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეგდოთ საარჩევნო ყუთში. „ჩემი და საბათლოს მაცხოვრებელია. დამირეკა და მითხრა, რომ ხმა `ნაციონალებს~ მისცა, რადგან კომისიის წევრებმა დაავალეს შემოხაზული ბიულეტენი მათთვის ეჩვენებინა," _ გვითხრა ანაიდა ნერსესოვამ.
2012.10.10    არჩევნების შედეგები კახეთში
სპექტრი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საერთო მონაცემებით კოალიციას `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება~ ამომრჩეველთა 54,9%-მა დაუჭირა მხარი, (1,184,588 ხმა) `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ კი-40,4%-მა (872,336 ხმა). კახეთის რვა საარჩევნო ოლქის შედეგების შეჯამების შემდეგ კი ხმები ასე გადანაწილდა:
2012.09.28    არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე
სპექტრი. როგორც ერთ–ერთ წინასაარჩევნო ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი პრიორიტეტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა, რისთვისაც აუცილებელია, მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე რეაგირება და მათი პრევენცია. მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იურისტებმა ცესკოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსები გაიარეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხებოდა.
2012.09.28    აგრესიის ორი დღე
სპექტრი. 25 სექტემბერს გამთენიისას ქალაქ გურჯაანში `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები სცემეს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, ისინი ღამით პლაკატების შესამოწმებლად გავიდნენ, როდესაც `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
2012.09.27    წკეპლიკა ოი, ეს მატყუარა და ცინიკოსი ტელევიზიები!
სამთავრობო სატელევიზიო არხების მიმართ უკანასკნელ ხანს არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა. ,,იმედი~, ,,რუსთავი-2~ და საზოგადოებრივი ტელეკომპანიების გადაცემები ტყუპისცალივით ერთმანეთს ჰგავს. განსაკუთრებით ეს ითქმის საინფორმაციო გადაცემებზე, სადაც ტექსტებიც კი არაა შცვლილ-გადაკეთებული, სამივე არხი ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობს
2012.09.17    გიორგი გოზალიშვილი ხოშოტიანის მოსახლეობას შეხვდა
სპექტრი. "ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გოზალიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე სოფელ ხოშოტიანის მოსახლეობას შეხვდა. ხოშოტიანელებმა სოფელში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზე ისაუბრეს.
2012.09.17    ლუკა კურტანიძე არეშფერანში
სპექტრი. "ქართული ოცნების" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადატი ლუკა კურტანიძე არეშფერანის თემის მოსახლეობას შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ცვლილებების შესახებ, რომლის განხორციელებასაც მთელ საქართველოში გეგმავენ. სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის სრულ ანაზღაურებას დაპირდნენ.
2012.09.17    გიორგი თარგამაძემ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
სპექტრი. 12 სექტემბერს `ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერი გიორგი თარგამაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში კახელ ამომრჩეველს შეხვდა და იმ პროგრამაზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. სოფლის მეურნეობის განვითარება, იაფი ჯანდაცვა და დასაქმება, ეს ის პრიორიტეტებია, რაზეც თარგამაძემ ყურადღება გაამახვილა.
2012.09.17    "ქართული ოცნების" ლიდერი კახელებს შეხვდა
სპექტრი. 10 სექტემბერს პოლიტიკური კოალიცია `ქართულ ოცნებასთან~ შესახვედრად, მოსახლეობა ყველა რეგიონიდან შეიკრიბა. მათი თქმით აქციაზე წასვლის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენლებმა დააშინეს.
2012.09.17    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ქვეყნის მასშტაბით
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.