მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.09.10    დარღვევების მიუხედავად, „სამართლიანი არჩევნები“ კარდაკარის შედეგებს დადებითად აფასებს
სპექტრი. საარჩევნო სია, რომ არჩევნების გაყალბების ყველაზე კარგი საშუალებაა, ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებულმა არჩევნებმაც ნათლად აჩვენა. არაზუსტი სია, რომლის შესახებაც წინასაარჩევნოდ თითქმის ყველა მედიასაშუალება წერდა, 2012 წლამდე სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით ყალიბდებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კერძოდ, 2011 წლის 15 ნოემბერს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისია შეიქმნა.
2012.09.10    წინასაარჩევნო დაძაბულობა ეთნიკურ აზერბაიჯანელებზეც აისახება
სპექტრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში) მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ `ქართული ოცნების~ აქტივისტი მამედოვ ჯამალედინი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.
2012.09.10    გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ სახელით კენჭს გიორგი ღვინიაშვლი იყრის. კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას~ მანანა ბერიკაშვილი წარმოადგენს. `ახალი მემარჯვენეების~ პოზიციებს გურჯაანში გიორგი (გიგი) იმერლიშვილი იცავს, `ქრისტიან_დემოკრატიული მოძრაობის~ დეპუტატობის კანდიდატი კი ნინო მურაკაშვილია.
2012.09.10    "ახალი მემარჯვენეების" სააგიტაციო ავტობუსი გურჯაანში
2012.09.10    ორი წლის მანძილზე ამომრჩეველთა რაოდენობა 51 კაცით გაიზარდა
1 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მამუკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით: ძირითად სიაში არის 3 385 844 ამომრჩეველი; მისამართის გარეშე - 52 648 ამომრჩეველი; რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 188 995 ამომრჩეველი; გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი; აღნიშნული სიის მიხედვით, საზღვარგარეთ
2012.09.03    ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება
სპექტრი. 2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, რომელიც ადრე მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე კი კოდექსში 26-ე პრიმა მუხლის ჩასწორება მოხდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მოლოდინი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების თანამდევ ნაწილად იქცა.
2012.09.03    ვიდეოკამერები საარჩევნო უბნებზე აღარ იქნება
სპექტრი. სამართლიანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. ამიტომაც მნიშვნელოვანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თანმიმდევრულ და გამჭირვალე რეჟიმში ჩატარება. არჩევნების თარიღს სახელმწიფოს უმაღლესი პირი, პრეზიდენტი არჩევნებამდე ორი თვით ადრე ნიშნავს. ამ წუთებიდან წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად შედის ძალაში.
2012.09.03    კოალიციამ "არჩევანის თავისუფლებისთვის" თელავში შეხვედრა გამართა
სპექტრი. 30 აგვისტოს თელავის `დემოკრატული ჩართულობის ცენტრში~ კოალიციამ `არჩევანის თავისუფლებისთვის~ რეგიონულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან, ასევე ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გამართა.
2012.09.03    სტიქიამ კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა
სპექტრი. 20 აგვისტოს კახეთს სტიქია კიდევ ერთხელ დაატყდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ამჯერად საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. საგარეჯოში ქარმა 185 სახლს მოხადა სახურავი, ლაგოდეხში _ 639-ს, ყვარელში 33-ს. გურჯანის მუნიციპალიტეტში 424 სახლია დაზიანებული, აქედან ქარმა ჭერი ქალაქის 8 საერთო საცხოვრებელს გადახადა. სტიქიის შედეგად კახეთის მასშტაბით სულ 1300-მდე ოჯახია დაზარალებული.
2012.09.03    პოლიტიკური გაერთიანება `თავისუფალი საქართველოს~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთში
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურმა გაერთიანება `თავისუფალმა საქართველომ~ მაჟორიტარობის კანდიდატები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში წარადგინა. გურჯაანში _ დავით ციტაშვილი, სიღნაღში _ ემზარ ბეჟაშვილი, საგარეჯოში _ ზაზა ცხვარიაშვილი, დედოფლისწყაროში _ თამილა გურაშვილი, ლაგოდეხში _ ვასილ ჭიჭინაძე, ყვარელში _ ვიქტორ ლეგაშვილი, ახმეტაში _ დავით ონიკაური და თელავში გიორგი მოსიაშვილი იყრიან კენჭს.
2012.09.03    გიორგი ღვინიაშვილი კვლავ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის მხარეში- გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა თანამდებობა დატოვა.
2012.09.03    გიორგი (გიგი) იმერლიშვილი ჩალაუბნის მოსახლეობას შეხვდა
სპექტრი. "ახალი მემარჯვენეების" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი (გიგი) იმერლიშვილი ჩალაუბნის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს თავიანთი გუნდის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, ცვლილებები უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვადასხვა სფეროებში, რათა მივიღოთ შეძლებული ოჯახები სოფლად თუ ქალაქად. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური პარტია `ახალი მემარჯვენეების~ შესახებაც ისაუბრა.
2012.09.03    “ჩემი ხმა ჩემი ნებაა და ვინც მინდა, იმის ნომერს შემოვხაზავ”
სპექტრი. 29 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები, ჩალაუბნის შინმოუსვლელთა პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გუნდის წევრებმა ამომრჩევლებს თავიანთი პროგრამა გააცნეს, პრიორიტეტად კი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა გამოიკვეთა. “ბატონმა ბიძინამ მეცნიერებს დაგვიძახა და გვთხოვა, შექმენით ისეთი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე იქნება გათვლილი, ჩვენ დავარიგებთ სავალდებულო დაზღვევის საბაზისო პოლისებს, რომელიც შეეხება არამარტო 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და პენსიონერებს, არამედ ყველას. დაზღვევაში შევა პოლიკლინიკური მომსახურება, გადაუდებელი ოპერაცია, მშობიარობა. სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას, ამიტომ შეიქმნება ხელშემწყობი პირობები, რათა ერი გამრავლდეს. დიდი ხანია, რაც გურჯაანში ჩამოვედი, სახლიდან რომ მოვდივარ, გზაზე ახლად გახსნილი კლინიკა მხვდება, მაგრამ იქ ხალხი არ ტრიალებს, რადგან მაღალი ფასების გამო და მოსახლეობა ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს,” _ აღნიშნა `ქართული ოცნების~ წევრმა ქეთი შანიძემ.
2012.08.20    პოლიტიკოსების ამბიციების შედეგად დაზარალებული ჟურნალისტები
სპექტრი. 17 აგვისტოს ქალაქ გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" აქცია მოაწყო. ისინი ხელისუფლებას იმ ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებდნენ, რომელიც მოსახლეობას 19 ივლისის სტიქიის შედეგად მიადგა. "მარტო სახურავების გადახურვა და 1500 ლარების დარიგება, დაზარალებული მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის. ეს ხალხი მხოლოდ ზამთარში კი არა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მძიმე მდგომარეობისთვის არის განწირული. მათ დასახმარებლად ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 80 ათასი ლარი გადარიცხა. ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას მოსთხოვონ ხელისუფლებას, რომ თანხა იმ ადამიანებს გადაუნაწილდეს, ვინც 10-12 ათასი ლარით იზარალა, რათა ამ ფულით ხეხილის ბაღები და ვენახები ახლიდან გააშენონ," _ განაცხადა `ქართული ოცნების~ კახეთის კოორდინატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
2012.08.20    "ხელშეკრულება საქართველოსთან"
სპექტრი. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, `ნაციონალური მოძრაობის~ აგიტატორებმა ბუკლეტების დარიგება დაიწყეს. ბროშურას ჰქვია `ხელშეკრულება საქართველოსთან~. მასში წარმოდგენილია ის სამოქმედო გეგმა, რის გაკეთებასაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.