მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.12.01    მომავალი წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზრდება
სპექტრი. გასულ კვირას საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან გიორგი ღვინიაშვილთან ერთად თელავში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტები, თითოეულ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და მომავალი წლისათვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს.
2010.11.19    "მშენებარე სასტუმროს" ბედი მფლობელის კომერციული საიდუმლოებაა
სპექტრი. წლების წინ გურჯაანში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2003 წლის 7 მარტს აუქციონის წესით ზურაბ ფერიშვილმა შეიძინა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული ობიექტის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მშენებლობის გაგრძელებისთვის მფლობელმა ხელახალი ნებართვა უნდა აიღოს, ან მოახდინოს მისი კონსერვაცია.
2010.11.19    თელავში ახალი ტურისტული კომპლექსი “ზუზუმბო” აშენდება
სპექტრი. თელავში ტურისტულ კომპლექს `ზუზუმბო~-ს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 25 თანამედროვე ტიპის კოტეჯის, 3 ვიპ-კოტეჯის, რესტორნის, ავტოსადგომისა და აუზის მშენებლობას ითვალისწინებს. დამსვენებლებისთვის მოეწყობა გადასახედები და ფანჩატური, საიდანაც თელავის ხედების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. კომპლექსს ზუზუმბოს ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია შპს `ძველი თელავი~ აშენებს.
2010.11.19    სამანქანო მომსახურების სერვისცენტრი დედოფლისწყაროშიც გაიხსნა
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროში საქართველოს მასშტაბით რიგით მეოთხე ახალი მექანიზაციის სერვისცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) `მექანიზაციის პროექტის~ მიერ არის დაფინანსებული, მოგებაზეა გათვლილი. აღნიშნული ცენტრის გახსნა ფაქტობრივად მოხსნის ამ რაიონში ტექნიკის კრიზისს, ფერმერებს კი, საშუალებას მისცემს გარკვეულ საფასურად საკუთარი მიწის ნაკვეთები შეუფერხებლად და მაღალტექნოლოგიურად დაამუშავონ, რაც მომავალში შესაძლოა ხარისხიანი პროდუქციის მიღების გარანტი გახდეს.
2010.10.11    რთველი მშრალი ციფრებისა და შესრულებული გეგმების მიღმა
კახეთის ხმა. წინა წლებისგან განსხვავებით ერთი კილოგრამი ყურძენიც არ ჩამიბარებია, მინდა გითხრათ, რომ ჩემნაირად ბევრი მოიქცა. რა ძალა მქონდა ქარხანაში უფრო იაფად იბარებენ და მე ჩვეულებრივ უფრო ძვირად გავყიდე ან სუბსიდიას რა აზრი აქვს, ან სხვა რამეს, მთავარია, სახელმწიფომ ჩვენ მევენახეებს პირობები შეგვიქმნას და, რაც ყველაზე მტკივნეულია, შხამ-ქიმიკატების ხარისხზე მკაცრი კონტროლი დააწესოს.
2010.09.02    გამოგონილი მიზეზების ფონზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა მოსახლეობა ფასების მომატებას ყველაზე მტკივნეულად მაინც პურ-პროდუქტებზე განიცდის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის ტრაგედია, რადგან ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიოში. ეკონომიკის ექსპერტის აზრით კი საქართველოში ფასებზე ზედამხედველობა (კონტროლი) არ არსებობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა იმაზე მეტად გააძვირა შემოტანილი ხორბლის ღირებულება, ვიდრე ეს საერთაშორისო ბირჟებზე მოხდა
2010.09.02    "ჯუგაანის სკოლა არასრულყოფილი პროექტის მიხედვით აშენდა"
სპექტრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლას, რომლის ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა 3,871,554.55 ლარი გამოყო, სხვადასხვა სახის ხარვეზები ჯერ კიდევ შენობის ექსპლოატაციამდე აღენიშნა. ძვირადღირებული სამუშაოების ფონზე წარმოქნილი ნაკლოვანებების მიზეზად, სამშენებლო კომპანია არასრულყოფილად შედგენილ პროექტს ასახელებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვადები არასწორად იყო გათვლილი და სამშენებლო პროცესი გარკვეულწილად ნაჩქარევად შესრულდა.
2010.09.02    მეტყევეების თვითნებური საქციელი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის
სპექტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის მითითება "გაზი და წყალი ყველა სოფელს" წარმატებით სრულდება, თუმცა, კახეთის რეგიონში მრავლადაა სოფლები, სადაც აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სწორედ ამის გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებულია ზამთრისთვის შეშა მოიმარაგოს, მაგრამ რეინჯერების (მეტყევეების) თვითნებური საქციელის გამო მათ არაერთი პრობლემა ექმნებათ.
2010.09.02    სამი ახალი პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
2010.09.02    სამი ახალი პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე განიხილეს
სპექტრი. 27 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 2010 წლის 28 იანვრის #6 დადგენილებაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ისაუბრეს.
2010.08.09    მუშაობენ თუ არა თავისი პროფესიით გორელები?!
ხალხის გაზეთი~_საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) უმუშევრობა რომ ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს ყველასთვის ცნობილია. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობს და კმაყოფილია შემოსავლით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, რომ როგორმე `თავი გაიტანონ~ და ლუკმა-პურის ფული იშოვონ. დღეს მოქმედებს პროფესიული გადამზადების სხვადასხვა პროგრამა, სადაც მოქალაქეები პროფესიას იძენენ და შეიძლება დასაქმდნენ კიდეც. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცნობილი არ არის
2010.08.06    პურის ფასმა ათი თეთრით მოიმატა
სპექტრი. ყოველდღიური მოხმარების საკვებზე ფასებმა მოიმატა. მაღაზიის გამყიდველები გამომწვევ მიზეზებზე არ ლაპარაკობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.
2010.07.25    გურჯაანის მუნიციპალიტეტმა მთავრობას სესხის მიღების თხოვნით მიმართა
სპექტრი. 15 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც სესხის აღებას ითვალისწინებს.
2010.07.20    სილამაზის სალონი ამბულატორიის ნაცვლად
`სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ მეორე ეტაპის სამუშაოები ზოგიერთ სოფელში ახლა მიმდინარეობს, ზოგშიც უკვე დასრულებულია და მოსახლეობას შედეგების შეფასების უფრო რეალური საშუალება აქვს. `ხალხის გაზეთი~
2010.07.20    ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონა გაიხსნა
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სოფელ ფხვენისში ინტეგრირებული სოციო-ეკონომიკური ზონის გახსნას დაესწრო. პროექტი იმ ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების ნაწილია, რომლითაც აშშ მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური ..
<<   6789101112131415 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
14-12-2017
2.5772   -0.0486
3.0282   -0.0634
3.4398   -0.0601
4.3608   -0.1016
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 9 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.