მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.03.04    ნაკვეთების დამუშავებაზე კონტროლი რწმუნებულებს დაევალათ
სპექტრი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, გლეხები და ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო ბარათს მიიღებენ. ეს პროცესი გურჯაანის რაიონში ერთი კვირაა, რაც დაიწყო.
2013.03.04    პასუხი კითხვაზე: _ რატომ უჭრიან მოქალაქეებს დენს ელექტროგადამცემი ბოძიდან?
სპექტრი. ბოლო დღეების განმავლობაში "სპექტრის" რედაქციას კახეთის ენერგოდისტრიბუციის გადაწყვეტილების გამო განაწყენებული არაერთი მოქალაქე სტუმრობდა. მოქალაქეები კომპანიას ერთი კონკრეტული კითხვით მიმართავენ: _"დავალიანების გამო რატომ უჭრიან ელექტროენერგიის სადენებს ზოგს ბოძიდან და ზოგს _ მრიცხველიდან?"
2013.03.01    აბონენტები კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ
სპექტრი. ბოლო პერიოდში გურჯაანში ელექტროენერგიის გახშირებული და გაუფრთხილებელი გათიშვა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს. როგორც ისინი ამბობენ, ენერგოდისტრიბუცია ვალდებულია, მათ მორალური და მატერიალურ ზარალი აუნაზღაუროს.
2013.03.01    ქიმიური სასუქების ალტერნატივა _ ბიომეურნეობა
სპექტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიომეურნეობის განვითარება აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა დღესდღეობით ბაზარი ძირითადად ქიმიური სასუქებითაა გაჯერებული. სპეციალისტების თქმით, მცენარის ბიოსასუქებით დამუშავება პროდუქტის ხარისხს გაზრდის.
2013.03.01    რის გამო შეიძლება გაძვირდეს ხორცი?
სპექტრი. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია ხორცის შესაძლო გაძვირების შესახებ. როგორც გურჯაანის შპს "გლეხური ბაზრის" მოვაჭრეები ამბობენ, ამის მიზეზი გარკვეულწილად, საქონლის ბოინში დაკვლის ვალდებულებაცაა, რადგან აღნიშნული პროცესი დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
2013.03.01    სოფლებში ტრაქტორები სახნავ-სათესი ფართის მიხედვით გადანაწილდება
სპექტრი. გასულ კვირას გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე კაჭრეთში, საზოგადოებრივი კოლეჯ `აისს~ სტუმრობდნენ. მათ დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული სხვადასხვა ობიექტი და გაეცნენ მექანიზატორთა გადამზადების პროგრამას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
2013.01.28    დიდების მემორიალზე ახალი მშენებლობა იგეგმება
სპექტრი. უახლოეს მომავალში "დიდების მემორიალი~ ვიზიტორებს განახლებული იერსახით დახვდება. მუზეუმს, დაემატება მსუბუქი კონსტრუქცია და მოხდება მისი რეაბილიტაცია. მანამდე კი ობელისკები ნაგვის ბუდედ და საქონლის საძოვრადაა ქცეული. 2011 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარი გამოიყო და მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შერემონტდა ამფითეატრი, სკამები, ბილიკები და მოეწყო გარეგანათება. თუმცა, მალევე უპასუხისმგებლო მოქალაქეებმა ნათურები ჩაამტვრიეს. ამ ვანდალურ ფაქტს გაზეთი "სპექტრი" გამოეხმაურა (#4 (333) 2012წ.) როგორც ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" წევრმა და გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია ენუქიძემ გვითხრა, გურჯაანში მდებარე სკვერების მოვლა-პატრონობისთვის გასულ წელს ბიუჯეტში 90 ათასი ლარი განისაზღვრა.
2013.01.28    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტება თორმეტლარიან კომპენსაციაზე
სპექტრი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციის გაცემის წესებსა და პროცედურებზე ინფორმირების მიზნით 25 იანვარს მოინახულა. რამდენიმე დღეა დაზარალებულები განსაზღვრულ თანხას `ქართუ ბანკის~ ფილიალში უკვე იღებენ, თუმცა ამ პროცესმა ზოგიერთი მათგანის უკმაყოფილება გამოიწვია. სოფელ კალაურის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესა და ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა. "ხალხის უმრავლესობა ბატონი ბიძინას მადლიერია. სტიქია სხვა წლებშიც ყოფილა, მაგრამ გლეხს ასე არავინ დახმარებია. ჩემი ოჯახი ამ ზაფხულს 100%-ით დაზარალდა. ორი ჰექტარი დაგვესეტყვა. მთავრობამ 13 000 ლარი მოგვცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით," _ ამბობს ლალი ჯაჭვაძე.
2013.01.28    ტრანსფერი _ 860 000 ლარი გურჯაანის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება
სპექტრი. 23 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც იყო. პროექტის თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტი 8 მილიონ 995 200 ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის ხაზინაში არსებული თანხებისა და მათი გადანაწილების შესახებ `სპექტრი~ #1 (369)-შიც წერდა. გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კოტე ნაპირელი თანხმდებიან, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. როგორც 23 იანვარს სესიაზე გაცხადდა, ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა.
2013.01.22    2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მთავარ მიმართულებად სოციალური დახმარებები სახელდება
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი რამდენიმე კვირის წინ დამტკიცდა და 7 694 600 ლარით განისაზღვრა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვექტორი სოციალურ პაკეტზეა მიმართული. საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე კოტე ნაპირელი `სპექტრთან~ იმ რიცხვებსა და პუნქტებზე საუბრობს, რომელიც 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურ მომსახურებებზეა გაწერილი.
2013.01.22    ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული თანხებიდან, დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყო. გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილი მიიჩნევს, რომ გასულ წელს ჩატარებული სამუშაოები გადახედვას საჭიროებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ `სპექტრი~ არაერთ ნომერში წერდა. გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილი თვლის, რომ ძველი ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა.
2013.01.22    რეგიონებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განსაზღვრულია
სპექტრი. 17 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისრტომ რეგიონულ მედიასაშუალებებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრი დავით ნარმანია, მოადგილეები თენგიზ შერგილაშვილი და შოთა მურღულია. მინისტრმა 20013 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისუბრა და აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტებზე წელს 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.
2013.01.22    სალარო აპატარების მომსახურების გადახდის წესები შეიცვალა
სპექტრი. როგორც ცნობილია, მეწარმეები სალარო აპარატების მომსახურების გადასახადს, ამ დრომდე თვეში ხუთი ლარის ოდენობით იხდიდნენ. საგადასახადო კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად კი პირობები შეიცვალა. მეწარმეების თქმით, ამიერიდან მათ თანხის ერთჯერადად 60 ლარის გადახდა მოუწევთ.
2012.12.29    დაინტერესდება თუ არა შემოსავლების სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით?
სპექტრი. კოალიცია `ქართული ოცნების~ აქტივისტი მანანა ჯანჯიბუხაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტს ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, ხარჯვით ნაწილში თანხები ხელოვნურადაა გაზრდილი. მანანა ჯანჯიბუხაშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით შემოსავლების სამსახური უნდა დაინტერესდეს. "მოვითხოვთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსავლების სამსახურის შემოსვლას,"_ამ შინაარსის პლაკატი კოალიციის წევრმა გამგეობის ფასადზე განათავსა.
2012.12.17    "კახეთის რეგიონული განვითარების" პროექტი განსახილველად ფინანსურ პოლიციას გადაეგზავნა
სპექტრი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში ნადიკვრის პარკის გახსნას პირადად დაესწრო. თუმცა აღნიშნული პარკი დღეს სავალალო მდგომარეობაშია: სამშენებლო მასალების ნარჩენები იქვეა დატოვილი, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს ფინანსთა სამინისტროსაც.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
18-10-2018
2.6838   -0.0017
3.1022   -0.0073
3.5265   -0.0243
4.0978   -0.0030
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 12 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.