მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.09.03    რამდენჯერმე ჩაშლილი ტენდერი და 71 ათას ლარამდე გაზრდილი თანხა
სპექტრი. 2012 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ კანონი დაამტკიცა. ამის შედეგად ქვეყანაში ნაგავსაყრელების მოსაწყობად ახალი სამსახური _ შპს `საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია~ შეიქმნა, რომელიც მართვის უფლებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად კი ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით თანხა 71 ათას ლარამდე მაინც გაიზარდა.
2012.07.26    ზურა დანელიშვილი: `გაზრდილი ბიუჯეტი „ატკატების“ სახით „ნაციონალურ პარტიას“ უბრუნდება
სპექტრი. 2012 წლის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ცხრაჯერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თითქმის გასამმაგდა. ამ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვეულ მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ დანელიშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი მზარდი ბიუჯეტი ცალსახად მმართველი პარტიის პიარს ემსახურება.
2012.07.19    ბუნდოვანი განმარტებები გურჯაანის ნაგავსაყრელის შესახებ
სპექტრი. მარტის შუა რიცხვებში პარლამენტმა მესამე მოსმენით `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ კანონი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ქვეყანაში ნაგვსაყრელების მოსაწყობად, ახალი სამსახური უნდა შექმნილიყო. მიღებული გადაწყვეტილებით, ნაგავსაყრელის მოწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა 2012 წლის პირველ აპრილამდე, სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, შესაბამისი პროფილის, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება და მისი 100%-იანი წილის მართვის უფლებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის გადაცემა.
2012.07.14    ატმის უხვი მოსავლის გამო დაზარალებული გლეხები
სპექტრი. წელს ატმისა და ვაშლატამის უხვმა მოსავალმა გლეხებს პრობლემები შეუქმნა. ისინი პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, ხილი ულპებათ და მოკრეფასაც აღარ აპირებენ. თუ გასულ წელს აზერბაიჯანელი რეალიზატორები ხილს მისაღებ ფასად ყიდულობდნენ, წელს საბაჟო გადასახადის გამო ღირებულებამ მნიშვნელოვნად დაიწია. მოსახლეობა სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს. ადგილობრივ ხელისუფლებას კი კვლავ დაპირებების რეჟიმში უწევს ყოფნა.
2012.07.02    2-12 ივლისი: აქცია სამი ობოლი ბავშვის დასახმარებლად!
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ჩვენი გაზეთის ?19-ში, წერილში „ტყეშელაშვილების ოჯახის ტრაგიკული ისტორია (ბავშვთა სახლიდან დედ-მამით ობოლი სამი პატარას შინ დაბრუნება ვანის გამგეობის ხელშია)" - გიამბობდით სოფელ ბზვანის მკვიდრი სამი არასრულწლოვნის შესახებ. მათ ხუთი წლის უკან - მამა, ოთხი წლის უკან კი დედა გარდაეცვალათ.
2012.04.30    პასუხები საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებზე
სპექტრი. მიმდინარე წლის იანვრიდან საგადასახადო კანონში შესულმა არაერთმა ცვლილებამ მეწარმეების დიდი ნაწილი დააბნია. ამის გამო, ზოგიერთი საწარმო დაიკეტა კიდეც. შემოსავლების სამსახური არ აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, კანონში უკეთ გაერკვეს. სწორედ ამიტომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი მიკრომეწარმე დააჯარიმეს. მათ გაზეთ `სპექტრის~ რედაქციას კითხვებით მიმართეს და სიტუაციაში გასარკვევად დახმარება სთხოვეს. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მივმართეთ, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ჩვენს შეკითხვებს საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ ვაშაკიძემ უპასუხა.
2012.04.30    შემოდგომაზე გურჯაანში სპორტული კომპლექსი გაიხსნება
სპექტრი. გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც ამიერიდან `მართვეს~ სახელით იქნება ცნობილი. კომპლექსი 1978 წელს აშენდა. მასში შედიოდა როგორც სავარჯიშო დარბაზი, ასევე საცურაო აუზი და საუნა.
2012.04.13    გართულებული საგადასახადო სისტემა სლოგანით – "ურთიერთობა მარტივია"
სპექტრი. შემოსავლების სამსახურის შესახებ, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პირველი აპრილიდან მეწარმე ვალდებულია, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ისარგებლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება. აღნიშნული ფორმა სრულად ჩაანაცვლებს დოკუმენტს, რომელიც კალმით ივსებოდა. მეწარმეები უკვე ალაპარაკდნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც ელექტრონული ზედნადები გამოიწვევს. შემოსავლების სამსახური კი ოფიციალურ ვებ.გვერდზე განმარტავს, რომ `ურთიერთობა მარტივია~ და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სისტემა კომფორტული გახდეს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის.
2012.04.13    სარეაბილიტაციო ქალაქების ნუსხაში გურჯაანიც მოხვდა
სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ განცხადება 2012 წლის მარტში, თელავში სტუმრობის დროს გააკეთა. მისი თქმით, ამ პროექტისთვის კახეთის რეგიონში 120 მილიონი ლარი უნდა გაიხარჯოს, რომელიც თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქალაქ გურჯაანში ამ პროექტის ფარგლებში კურორტ `ახტალისა~ და საცურაო აუზის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
2012.04.09    "ბატონი" პური გაძვირდა
სპექტრი. ქალაქ გურჯაანის სასურსათო მაღაზიებში `ბატონი~ პურის ფასმა 5 თეთრით მოიმატა და 50 თეთრი გახდა.
2012.03.05    რწმუნებულების ხელფასი გაიზარდა
სპექტრი. 2012 წლის თებერვლიდან სოფლის რწმუნებულების ხელფასი თითქმის გაორმაგდა. თუ რას უკავშირდება მათი ანაზღაურების ზრდა, ამას გურჯაანის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი ასე განმარტავს:
2011.12.29    მთავრობის ახალი ინიციატივა _ ოცდაათლარიანი ვაუჩერები მიწის დამუშავებისთვის
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია გურჯაანს ესტუმრა და საზოგადოებას მთავრობის ახალ ინიციატივაზე ესაუბრა, რომლის მიხედვითც ყველა ოჯახს ოცდაათლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.
2011.11.17    ჟურნალისტური გამოძიება. "საუკუნის პროექტის" მიჩქმალული ხარვეზები
სპექტრი. 2009 წელს ქალაქ გურჯაანში საუკუნის პროექტი _ წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია _ დაიწყო. პირველ ეტაპს კომპანია `თბილმრეწვმშენი 3~ ახორციელებდა. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, დამკვეთმა _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები არ ჩაიბარა, მიუხედავად ამისა, მეორე ეტაპი მაინც დაიწყო, რომელსაც ამჟამად უკვე კომპანია `სერპანტინი~ ახორციელებს. მიმდინარე პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია `სპექტრმა~ ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან და ვერც მგფ-დან მიიღო.
2011.11.17    კომპენსაცია მუნიციპალტეტის პროგრამაში ჩართული გლეხებისთვის
სპექტრი. საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის დათესვა რომ არამომგებიანი აღმოჩნდა, ეს უკვე სიახლე აღარ არის. წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტიც მცენარის მოვლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ფერმერების არაინფორმირებულობას ასახელებს. სწორედ ამიტომ მუნიციპალტეტის პროგრამაში ჩართული გლეხები კომპენსაციას მიიღებენ.
2011.11.07    `ტყუილების ტომარამოკიდებული მინისტრი~ `ნასტუდენტარმა ექიმმა~ ჩაანაცვლა
სპექტრი. `ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამამ~ სრული კრახი განიცადა, რასაც სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაც შეეწირა. მის ადგილზე, აგროეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის პაატა კოღუაშვილის თქმით, `ნასტუდენტარი ექიმი~ ზაზა გოროზია დაინიშნა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ გლეხებს თესლის გადასახადი ჩამოეწერებათ, თუმცა კი რომელი კატეგორია და რა ფორმით მიიღებს ამ შეღავათს, 5 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე გაირკვევა.
<<   234567891011 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
28-04-2017
2.4751   -0.0022
2.6996   0.0028
3.1939   0.0165
4.3579   -0.0218
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 20 °C
ღამით + 6 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.