მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2011.12.29    მთავრობის ახალი ინიციატივა _ ოცდაათლარიანი ვაუჩერები მიწის დამუშავებისთვის
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია გურჯაანს ესტუმრა და საზოგადოებას მთავრობის ახალ ინიციატივაზე ესაუბრა, რომლის მიხედვითც ყველა ოჯახს ოცდაათლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.
2011.11.17    ჟურნალისტური გამოძიება. "საუკუნის პროექტის" მიჩქმალული ხარვეზები
სპექტრი. 2009 წელს ქალაქ გურჯაანში საუკუნის პროექტი _ წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია _ დაიწყო. პირველ ეტაპს კომპანია `თბილმრეწვმშენი 3~ ახორციელებდა. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, დამკვეთმა _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები არ ჩაიბარა, მიუხედავად ამისა, მეორე ეტაპი მაინც დაიწყო, რომელსაც ამჟამად უკვე კომპანია `სერპანტინი~ ახორციელებს. მიმდინარე პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია `სპექტრმა~ ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან და ვერც მგფ-დან მიიღო.
2011.11.17    კომპენსაცია მუნიციპალტეტის პროგრამაში ჩართული გლეხებისთვის
სპექტრი. საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის დათესვა რომ არამომგებიანი აღმოჩნდა, ეს უკვე სიახლე აღარ არის. წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლები და პრეზიდენტიც მცენარის მოვლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ფერმერების არაინფორმირებულობას ასახელებს. სწორედ ამიტომ მუნიციპალტეტის პროგრამაში ჩართული გლეხები კომპენსაციას მიიღებენ.
2011.11.07    `ტყუილების ტომარამოკიდებული მინისტრი~ `ნასტუდენტარმა ექიმმა~ ჩაანაცვლა
სპექტრი. `ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამამ~ სრული კრახი განიცადა, რასაც სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაც შეეწირა. მის ადგილზე, აგროეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის პაატა კოღუაშვილის თქმით, `ნასტუდენტარი ექიმი~ ზაზა გოროზია დაინიშნა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ გლეხებს თესლის გადასახადი ჩამოეწერებათ, თუმცა კი რომელი კატეგორია და რა ფორმით მიიღებს ამ შეღავათს, 5 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე გაირკვევა.
2011.11.07    გურჯაანის რკინიგზის კლუბის ხიზნები
სპექტრი. 2010 წლიდან გურჯაანის რკინიგზის კლუბი ეკონომიკის სამინისტროდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე მათივე მოთხოვნის საფუძველზე გადავიდა. თუმცა, ორგანიზაციასთან, რომელსაც ამ შენობაში ფართი აქვს ნაქირავები, ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და შესაბამისად, ბიუჯეტში არანაირი გადასახადი არ შესულა. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ სიტუაციაში გარკვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ საკითხით `სპექტრი~ დაინტერესდა.
2011.10.27    ტენდერი მონაწილეების გარეშე და დაბინძურებული ქალაქი
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ნაგვის ურნების შესაძენად 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი ამ თანხაზე უკვე სამჯერ გამოცხადდა, თუმცა, მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. ამის გამო, ქალაქის ზოგიერთ უბანში არც ნაგვის ურნები დგას და არც მანქანა დადის. შეწუხებული მოსახლეობა კი იძულებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევში ჩაყაროს.
2011.10.19    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროგრამები მხოლოდ მსხვილი ფერმერებისთვის
სპექტრი. ხორბლისა და სიმინდის შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორ ახალ პროგრამას იწყებს. ქვეყანაში მაღალხარისხიანი სოიოსა და მზესუმზირის თესლის შემოტანაა დაგეგმილი. ამ თემაზე მოსახლეობაც მსჯელობს. მათი განმარტებით, აღნიშნული პროგრამით, ისევე როგორც სიმინდის შემთხვევაში, კვლავ მსხვილი ფერმერები ისარგებლებენ.
2011.10.03    სახელმწიფოს მიერ გაპიარებული ჰიბრიდული სიმინდის კრახი
სპექტრი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის უხვმოსავლიანობაზე აქტიურად საუბრობს, მაშინ, როცა კახელი გლეხების დიდი ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარსუბნის მოსახლეობის თქმით, ამერიკულმა სათესლე მასალამ არ გაამართლა და სახელმწიფოს მიერ გაპიარებულმა ჰიბრიდულმა სიმინდმა კრახი განიცადა.
2011.10.03    გაძვირებული პროდუქტი, ლპობაში შესული ყურძენი და უცვლელი სუბსიდია
სპექტრი. რთველი 2011 აქტიურ ფაზაში შევიდა. გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც ხელისუფლებამ მევენახეთა სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან თანხები გამოყო, თუმცა თანხის ოდენობა არ შეცვლილა. გლეხი კი პროდუქტების ყოველდღიურ გაძვირებაზე, პესტიციდების, დიზელის საწვავისა და ტექნიკის მომსახურების მაღალ ფასებზე წუხს და აღნიშნავს, რომ უხვი მოსავლის მიუხედავად, დანახარჯს მაინც ვერ აინაზღაურებს. ამას ემატება ისიც, რომ საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირების მიუხედავად, ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.
2011.10.03    უსამართლო "წყალმომარაგების კომპანია" და უფლებაშელახული აბონენტები
სპექტრი. სასმელი წყლის პრობლემა ქალაქ გურჯაანში უკვე დიდი ხანია არსებობს. ე.წ. `საუკუნის პროექტის~ განხორციელება გასული წლიდან დაიწყო, რომელიც ძველი გაყვანილობის ახლით შეცვლას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დაახლოებით 2 თვის მანძილზე გურჯაანელებს წყალი თითქმის არ მიეწოდებათ, თუმცა, კომპანია გადასახადის დაფარვას მაინც ითხოვს.
2011.09.16    აგრარული კომიტეტის სხდომას მხოლოდ შერჩეული მედიასაშუალებები დაესწრნენ
სპექტრი. 12 სექტემბერს გურჯაანში სასტუმრო `რებში~ საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, გურჯაანის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათ მიერვე შერჩეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2011.09.16    ძველი სალარო აპარატები _ "ბავშვების ახალი სათამაშო"
სპექტრი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მეწარმეები ვალდებულნი არიან ახალი სალარო აპარატებით ისარგებლონ. ოფიციალური ინფორმაციით, GPRS-ის სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატები უფასოდ გადაეცემათ იმ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვაც 250 ათას ლარს არ აღემატება, თუმცა მათი რეგისტრაცია 290 ლარი ჯდება. ამის გამო მოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ექპერტის აზრით კი აღნიშნული ფაქტი საქონლის გაძვირებას გამოიწვევს. ახალი, GPRS-ის სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატებით ს
2011.09.16    მინისტრის დაპირება _ "ათსაათიანი წყალმომარაგება გურჯაანს" ს
სპექტრი. გურჯაანს ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ეწვია, რომელმაც ქალაქის წყალგამანაწილებელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მინისტრს ადგილზე დახვდნენ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
2011.09.16    დაბალი ფასით უკმაყოფილო გლეხები ყურძნის ჩაბარებას არ აპირებენ
სპექტრი. კახეთში გლეხების უმრავლესობა ყურძნის ფასით უკმაყოფილოა და ჩაბარებას არ აპირებს, თუმცა მოსავლის მშვიდად დაბინავებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რთველი-2011-ის საკოორდინაციო შტაბი სასტუმრო `რები-გურჯაანში~ 25 აგვისტოს მაინც გაიხსნა. შტაბის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა, თუმცა რა თანხებია გამოყოფილი ამისთვის და რა პრინციპით ხდება მათი გადანაწილება, შარშანდელის მსგავსად კვლავ საიდუმლოდ რჩება.
2011.07.02    სამშენებლო ამნისტია მხოლოდ კომპანიებისთვის
სპექტრი. შეჩერებული მშენებლობების საკითხი გურჯაანში ამ ეტაპზეც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სამშენებლო ამნისტიას აცხადებს, რიგი ობიექტების ბედი კვლავ გაურკვეველია. ახალი კანონპროექტის თანახმად, კერძო მფლობელებს შეღავათებით სარგებლობის უფლება არ აქვთ.
<<   3456789101112 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
14-12-2017
2.5772   -0.0486
3.0282   -0.0634
3.4398   -0.0601
4.3608   -0.1016
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 9 °C
ღამით + 2 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.