მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2011.06.01    სპორტულ-ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი პანსიონატ `კახეთის~ ნაცვლად
დაახლოებით ერთი თვე იქნება, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ყოფილი პანსიონატის დემონტაჟი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პანსიონატი `კახეთი~ წლების განმავლობაში ტურისტულ-დასასვენებელ ცენტრს წარმოადგენდა.
2011.05.02    "50 მეტრში ფანტანს აკეთებენ, აქ კი გზა ინგრევა!"
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში, `ახტალის~ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზა ყოველდღიურად ზიანდება და მისი დანგრევის საფრთხე რეალურად არსებობს. მეწყერულ ზონას, რომელიც გადატვირთულია ავტომობილებითა და ფეხით მოსიარულებით, გურჯაანელების თქმით, დროული მიხედვა სჭირდება.
2011.05.02    ქართული თხევადი სასუქი `ორგანიკა~ უკვე გაყიდვაშია
სპექტრი. ქართული წარმოების თხევადი სასუქი `ორგანიკა~, რომელიც ორგანული ნარჩენებიდან არის დამზადებული, გამოიყენება ყველა სახის მცენარისათვის _ ბოსტნეულისთვის, ბაღჩეულისთვის და მარცვლეული კულტურებისთვის (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ა.შ.) `ორგანიკა~ არის ნიადაგის თვისებების გასაუმჯობესებელი და რეგენერაციის საშუალება. სასუქი განსაკუთრებით ეფექტურია ორგანულ მეურნეობაში. არსებობს ორი სახის მინერალური და ორგანული სასუქები.
2011.04.14     ექსპერტები ვაუჩერიზაციას, ხელისუფლებისგან განსხვავებით, უარყოფითად აფასებენ
სპექტრი. ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ დაწყებულმა ვაუჩერიზაციის პროცესმა, რაც სხვადასხვა კუთხით (ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერები) მოსახლეობის ერთჯერად დახმარებას გულისხმობს, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ეკონომისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და რიგითი მოქალაქეებიც კი, ლარის მოსალოდნელ ინფლაციაზე ალაპარაკდნენ. ექსპერტების განმარტებით, ეკონომიკურად არამდგრადი ქვეყნის კვალობაზე აღნიშნული პროცესი პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე.
2011.04.14    საწვავის სიძვირის გამო მიწების მხოლოდ 14 პროცენტია დამუშავებული
სპექტრი. მოსახლეობას სხვა ყოფით პრობლემების ფონზე, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მიწის დამუშავების პრობლემაც აწუხებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული 19 ათასი ჰა სახნავ-სათესი მიწებიდან, მხოლოდ 2 500 ჰექტარია დამუშავებული. მოსახლეობა ამის მიზეზად, საწვავის სიძვირეს ასახელებს, რაშიც ბრალს ხელისუფლებას სდებს.
2011.04.14    დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისია ძველი წევრებით დაკომპლექტდა
სპექტრი. ცესკომ დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც იგივე წევრებითაა დაკომპლექტებული. მართალია, კონკურსში ოთხი ახალი განაცხადი იყო შეტანილი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილეს.
2011.04.14    გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკარმიდამო მიწებზე გადასახადი მოიხსნა
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასახადი გაუქმდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 31 მარტს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
2011.04.03    უხარისხო შხამ-ქიმიკატები
საქართველოში ყოველწლიურად 2000-ზე მეტი დასახელების პესტიციდების იმპორტი ხორციელდება. ხელშეკრულება პესტიციდების იმპორტზე მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არ ფორმდება. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხსა და ვარგისიანობის შესახებ მონიტორინგი არ ხდება.
2011.04.02    ებრაელმა ფერმერებმა შირაქში ათასი ჰექტარი მიწა შეისყიდეს
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროს მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ ებრაელმა ფერმერებმა შირაქში დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწა შეიძინეს. ინფორმაცია მათმა ადგილობრივმა კონსულტანტმა გია აბულაშვილმაც დაადასტურა. აღნიშნულ ფაქტს მოსახლეობა უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ თუკი სახელმწიფოს ნება იქნება, ამ დარგს ქართველებზე კარგად ვერავინ ააღორძიენებს.
2011.03.24    მოსახლეობა შემოსავლების სამსახურების რაიონული სერვისცენტრების გაუქმებას აპროტესტებს
სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ `საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის~ რაიონული სერვისცენტრები გაუქმდა და კახეთის რეგიონში მხოლოდ თელავის ოფისი ფუნქციონირებს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქტიური ურთიერთობა აქვს აღნიშნულ უწყებასთან, ამ ფაქტს აპროტესტებს. საგადასახადო გაურკვევლობებით გაბრუებულ მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტი საფიქრალი გაუჩნდათ.
2011.03.18    სამჯერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი მონაწილეების გარეშე
სპექტრი. უკვე რამდენიმე თვეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის `სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების~ ხელმძღვანელობამ, ბაღებში კვების პროდუქტების შეტანაზე, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, ამ დრომდე გამარჯვებული კი არა, მასში მონაწილეობის მსურველიც არ არსებობს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ დაწესებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მისცა.
2011.03.18    ლიკვიდირებული ორგანიზაციის თანამშრომლები გათავისუფლების მოლოდინში
სპექტრი. მიმდინარე წლის მარტიდან პირველ მაისამდე, აიპი-ის `გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების~ ლიკვიდაცია მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ერთობლივად მიიღეს. პირველი მაისიდან კი, ახალი შესყიდვების კანონიდან გამომდინარე, ტენდერი გამოცხადდება
2011.03.18    ქიზიყური ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი
სპექტრი. ზეთისხილი, რომლის სამშობლოც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებია, სექტემბერ-ოქტომბერში ნაყოფიანობს. მისი სამრეწველო პლანტაციები, ასევე გაშენებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.თუმცა, გაირკვა, რომ საქართველოში ის ოდითგანვე იყო გავრცელებული.
2011.03.04    ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი გლეხების უმრავლესობისთვის არ არის გათვლილი
სპექტრი. ჰიბრიდული ხორბლის შემდეგ საქართველოში უკვე `ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა~ ამოქმედდა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ჯიშის სიმინდის მაღალ ხარისხზე ლაპარაკობენ, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა გლეხებზე კი არა, მსხვილ ფერმერებზეა გათვლილი. მაღალი ფასისა და არასათანადო პირობების გამო გურჯაანელების უმრავლესობა ამ პროგრამაში ვერ მონაწილეობს.
2011.02.24    ახალი სალარო აპარატების საშუალებით გადამხდელებს ელექტრონულად გააკონტროლებენ
შემოსავლების სამსახურს ეკონომიკური პროგრამა `ახალი კურსის~ ფარგლებში, ჯიპიარესით (GPღშ) აღჭურვილი სალარო აპარატები შემოაქვს. ცნობილია, რომ პირველი ეტაპისთვის ასი ათასამდე ახალი აპარატი დამონტაჟდება, რომლისთვისაც 13 მილიონ 300 ათასი დოლარი დაიხარჯება.
<<   567891011121314 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
19-06-2018
2.4586   -0.0016
2.8554   0.0033
3.2591   -0.0093
3.8785   -0.0408
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.