მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.07.19    დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან პასუხს ამაოდ ელის
სპექტრი. ბოლო თვეებში კახეთში მოვარდნილი სტიქიის შედეგად, მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის შესახებ `სპექტრი~ გასულ ნომრებშიც წერდა. წყალდიდობა გურჯაანს რამდენიმე დღის წინაც დაატყდა. ქუჩები, შიდა საუბნო გზები, საყოფაცხოვრებო მაღაზიები ისევ დაიტბორა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეებში ზარალის ლიკვიდაციისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო, მოსახლებას პრობლემების მოგვარება მაინც საკუთარი ხარჯით უწევს.
2012.07.19    ერთი პრობლემის მოგვარება მეორის ხარჯზე
სპექტრი. დაახლოებით ორი თვის წინ, გადაუღებელმა ძლიერმა წვიმებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მაცხოვრებელთა ნაწილი მნიშვნელოვნად დააზარალა. განადგურდა საკვები პროდუქტის მარაგი და დაიხრჩო შინაური ფრინველი. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ მდგომარეობას გაეცნო, მაგრამ დახმარება ამ დრომდე არავის აღმოუჩენია.
2012.07.19    წარსულისადმი გულგრილი დამოკიდებულება და მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობა
სპექტრი. მეორე მსოფლიო ომმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანის 77 მეომარი შეიწირა. გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად აგებული დიდების მემორიალი დღეს სავალალო მდგომარეობაშია და ფაქტობრივად საქონლის საძოვრადაა ქცეული. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, სანამ ხელისუფლება არ ჩაერევა.
2012.07.14    გაპარტახებული სკოლა-ინტერნატი ლოთების თავშეყრის ადგილი
სპექტრი. გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი სპეციფიკითა და ბაზით, დღეს განადგურებულია და მოსახლეობის თქმით, ლოთების თავშეყრის ადგილადაა ქცეული. მისი ლიკვიდაციიდან ორი წლის შემდეგაც შენობა უფუნქციოდაა. ყოფილი თანამშრომლები კი ამ საკითხზე დღესაც გულისტკივილით საუბრობენ.
2012.07.14    "სპექტრი" ეთნიკური უმცირესობებისთვისაც ოჯახის გაზეთად იქცა
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ გაზეთ "სპექტრის" რედაქციაში "მრგვალი მაგიდა" მოეწყო თემაზე "ეთნიკური აზერბაიჯანელები კახეთის რეგიონში." 2011 წლის ივლისიდან გაზეთი "სპექტრი" ახორციელებს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს(IREX) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს: "სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობა ეთნიკური აზრებაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში და მათი ინფორმირება". ამ ხნის განმავლობაში ყოველკვირეულ გაზეთთან ერთად გამოდიოდა ჩანართი ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე, რომელიც მკითხველს ეთნიკური უმცირესობების პრობლემების შესახებ ამცნობდა. ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეფასება, პროექტის პრეზენტაცია და განხილულ თემებზე დებატები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის _ ასე წარიმართა "მრგვალი მაგიდა".
2012.07.14    WIFI "პაპას ბაღში"
სპექტრი. გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილას, "პაპას ბაღში" მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსადენო ინტერნეტის სიხშირე გაუშვა. გასული კვირის პარასკევს, სკვერში "ნოუთბუქებითა" და სმარტფონებით მომარჯვებულ თინეიჯერებს მრავლად შენიშნავდით.
2012.06.30    დავა ჭაბურღილის თაობაზე და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები
სპექტრი. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 2010-2011 წლებში 2 ჭაბურღილი მოეწყო. მიმდინრე წელს კიდევ ერთის ბურღვითი სამუშაოები ხორციელდება, თუმცა ადგილობრივები ერთმანეთს სწორედ მისი მდებარეობის გამო უპირისპირდებიან. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული პიროვნების ინტერესებსაა მორგებული. ამ გაურკვევლობის შესახებ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კომენტარს არ აკეთებს.
2012.06.29    "ხე მოჭერით, მდინარეზე გადეთ, გადით და გამოდით"
სპექტრი. ლაგოდეხის მუნლიციპალიტეტის სოფელ ხოშოტიანში მდინარე `აფენზე~ დაზიანებული საცალფეხო ხიდი, უხვი ნალექის დროს წყლით იფარება და იქ მაცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის. მშობლებს ბავშვები სკოლაში ზურგით მიჰყავთ. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელმძღვანელობის თქმით, ეს საკითხი უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილება.
2012.06.29    სოცაგენტის სუბიექტური შეფასების იმედად...
სპექტრი. სოციალური დახმარების პროგრამა საქართველოში 2005 წლიდან ხორციელდება, თუმცა ზოგიერთი ღარიბი ოჯახი დღემდე რეგისტრაციის ერთიან ბაზაში ვერ მოხვდა. მოსახლეობის თქმით, ამის მიზეზი ხან შავ-თეთრი ტელევიზორი და ხანაც ოჯახის მარჩენალი პირუტყვია. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ზოგიერთი ელექტროტექნიკა ფუფუნების საგნად აღარ ითვლება და სარეიტინგო ქულების ზღვარმაც აიწია, ამ პროგრამით ბევრი გაჭირვებული ვერ სარგებლობს.
2012.06.29    პატარა სოფლის მნიშვნელოვანი პრობლემები
სპექტრი. დაზიანებული გზები, ჩაბნელებული ქუჩები, არასრული საჯარო სკოლა და მხოლოდ მეზობელ სოფელში მდებარე ამბულატორია _ ასე შიძლება აღვწეროთ არაშენდის თემში შემავალი სოფელი დარჩიეთი. როგორც მოსახლეობა `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნავს, სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს და მნიშვნელოვანი საკითხები დღემდე მოუგვარებელია. დასახელებული პრობლემების გადაჭრას, ადგილობრივი ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალშიც ვერ პირდებათ.
2012.06.29    “ბოლო ბოლო გვითხრან, რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ თვითონ ვიმოქმედებთ”
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ე.წ. `საუკუნის პროექტის~ დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ეტაპობრივად მიმდინარეობს უბნებზე გაყვანილობის მოწყობა და გამრიცხველიანება. 9 აპრილის ქუჩის #29-ში (ოთხ სართულიანი შენობა) მცხოვრები მოსახლეობა ეზოში შესასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურჯაანის სერვისცენტრში კი აცხადებენ, რომ ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ პრობლემაც მოგვარდება.
2012.06.29    დასრულებული კონფლიქტი თუ დავის გაგრძელების საფრთხე
სპექტრი. მელაანის მოსახლეობასა და ეთნიკური აზერბაიჯანელებს შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქონელმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვენახი და ნათესები გაუნადგურა. როგორც მელაანელები ამბობენ, მათი თვითნებობა და უყურადღებობა სისტემატიურ ხასიათს იღებდა და სწორედ ამიტომ, დაახლოებით ერთი კვირის წინ, პოლიციის ჩარევით აზერბაიჯანელებს აღნიშნული ტერიტორია დაატოვებინეს. ურთიერთობის დაძაბვისა და უბედურების თავიდან აცილების მიზნით, ისინი ადგილბრივი ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის.
2012.06.29    დასრულებული კონფლიქტი თუ დავის გაგრძელების საფრთხე
სპექტრი. მელაანის მოსახლეობასა და ეთნიკური აზერბაიჯანელებს შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქონელმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვენახი და ნათესები გაუნადგურა. როგორც მელაანელები ამბობენ, მათი თვითნებობა და უყურადღებობა სისტემატიურ ხასიათს იღებდა და სწორედ ამიტომ, დაახლოებით ერთი კვირის წინ, პოლიციის ჩარევით აზერბაიჯანელებს აღნიშნული ტერიტორია დაატოვებინეს. ურთიერთობის დაძაბვისა და უბედურების თავიდან აცილების მიზნით, ისინი ადგილბრივი ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის.
2012.06.29    უშუქობით დაზარალებული მოსახლეობა შუამდგომლობას ხელისუფლებას სთხოვს
სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოშატიანის მოსახლეობა, გასული ორი კვირის განმავლობაში ტრანსფორმატორის დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებოდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. "ამდენი ხანია უშუქოდ ვართ, არადა, ყველაფერში ელექტროენერგიას ვიყენებთ, სასმელი წყლისთვის, ნარგავების მოსარწყავად. ამ დროის განმავლობაში სასმელი წყლის მოტანას მეზობლებს ვთხოვთ, წყურვილით რომ არ დავიხოცოთ. ჩვენ ბოლო მაცხოვრებლები ვართ, სოფლის ამ მხარეს მეზობელი სახლები დაანგრიეს და ჩვენს გარშემო ტყეა. ჯერ განათება როცა გვქონდა, მაშინ დადიოდნენ ქუჩაში მგლები და ტურები, ეხლა კი გარეთ გამოსვლისაც გვეშინია, ცხოველები კარებთან მოდიან,"_ ამბობს ლეილა ლომიძე.
2012.06.29    უარი ნარკოტიკებს_აირჩიე სიცოცხლე!
სპექტრი. 26 ივნისი მსოფლიოში ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ანტინარკოტიკული აქციები ქალაქ გურჯაანშიც გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და რაიონული პროკურატურის ინიციატივით, ახტალის მინისტადიონზე საფეხბურთო შეხვედრა შედგა სლოგანით _ `აირჩიე სიცოცხლე!~ ერთმანეთს გურჯაანის და ველისციხის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ სამით სამი დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში გამარჯვება ველისციხის ნაკრებმა მოიპოვა, რომელთაც გამგეობამ `თასი~ გადასცა.
<<   6789101112131415 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.