მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.03.25    უფასო აქცია "ოფთალმიჯის" გურჯაანის ფილიალში
სპექტრი. 21 მარტს ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" გურჯაანის ფილიალში აქცია გაიმართა. როგორც ჩვენთან საუბარში `ოფთალმიჯის~ კახეთის რეგიონულმა დირექტორმა მანანა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ტიპის ღონისძიება ხშირად ტარდება და მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული. პაციენტების თქმით, მომსახურებით კმაყოფილები არიან.
2013.03.25    სუბსიდირება კომერციული ტიპის აბონენტებს არ ეხება
სპექტრი. 2012 წლის 24 დეკემბერს მთავრობამ მოსახლეობისთვის დენის ტარიფის 3,45 თეთრით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსახლეობა სპექტრთან საუბარში განმარტავს, უმრავლესობამ დღემდე ვერ გაიგო, როგორ ჩამოყალიბდა საფეხურეობრივი ტარიფი.
2013.03.19    კოლაგელების პრობლემა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მოგვარდება
სპექტრი. სოფელ კოლაგში ცენტრალური გზის პირას მცხოვრები მოსახლეობა სანიაღვრე არხებისა და დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, წინა მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. პრობლემის მოგვარებას ამჯერად უკვე ახალი ხელმძღვანელობისგან ითხოვენ.
2013.03.19    კაბალის ბოინში "ფორმა 2" დაავადებული საქონლის ხორცზე გასცეს
სპექტრი. გურჯაანის "გლეხურ ბაზარში" ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. ისინი საქონლის ბოინში დაკვლას აპროტესტებდნენ, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მათი თქმით, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მთავრობის მხრიდან რეაგირება არ იქნება.
2013.03.14    სასოფლო-სამეურნეო ბარათების მოლოდინში საგაზაფხულო სამუშაოები გვიანდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ბარათების დარიგება დასასრულს უახლოვდება, მომავალი კვირიდან კი მოსახლეობა ნომინალურ ბარათებსაც მიიღებს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული პროცესი ფერხდება, რის გამოც მიწის დამუშავება და მრავალწლიანი ნარგავების შეწამვლა გვიანდება. გლეხების დიდმა ნაწილმა ჯერჯერობით სიაში საკუთარი გვარიც ვერ ამოიკითხა.
2013.03.14    კოლაგელები მრიცხველებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მოსახლეობის ნაწილი კახეთის ენერგოდისტრიბუციას ორი წლის წინანდელ შეთანხმებას ახსენებს და ვალდებულების შესრულებას სთხოვს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კახეთის ენერგოდისტირიბუცია გაკოტრების რეჟიმში იმყოფება და საკითხის მოგვარება მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
2013.03.04    შემოწმების შედეგად სოციალური დახმარება რეალურად გაჭირვებულ ოჯახებსაც შეუწყდათ
სპექტრი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე სოფელ გურჯაანში მცხოვრები აფციაურების ოთხსულიანი ოჯახი, სადაც ერთი ინვალიდი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია, დახმარების გარეშე დარჩა. ოჯახის დიასახლისის, მაია მზექალაშვილის თქმით, ფულადი კომპენსაცია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე შეუწყვიტეს. მათ კი იმის ფინანსური შესაძლებლობაც არ აქვთ, რომ საჭირო დოკუმენტაციის ჩამოსატანად თელავში წავიდნენ.
2013.03.04    განცხადებების დაწერა "პირადი სურვილის საფუძველზე" გრძელდება
სპექტრი. არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის "გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების" სამასხურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზაზა ჯადუგიშვილი დაინიშნა.
2013.03.04    საკადრო ცვლილებები თუ რეორგანიზაცია კულტურის განყოფილებაში?
სპექტრი. გურჯაანის გამგეობაში უკვე რამდენიმე თვეა საკადრო ცვლილებები აქტიურად მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა. "სპექტრის" ინფორმაციით, ეს პროცესი კულტურის, განათლებისა და სოციალური დახმარების სამსახურსაც შეეხო. როგორც გაირკვა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ სფეროში უკვე 11 ახალი კადრი მიიღეს. ამჟამად პრობლემა იმ ძველ 9 თანამშრომელს შეექმნა, რომლებიც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას.
2013.03.01    "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" შეხვედრა გურჯაანში
სპექტრი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გასული წლის მსგავსად, ჟურნალისტებთან, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს.
2013.03.01    დაგვიანებული ფულადი პრემია
2013.03.01    ყურსასმენების მასიური მოხმარების შედეგი _ დაქვეითებული სმენა
სპექტრი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი სმენასთან დაკავშირებულ პრობლემას უჩივის. თუ ადრე სმენის დაქვეითებას ძირითადად ასაკოვანი ადამიანები უჩიოდნენ, დღეს ის ბავშვებისა და მოზარდების პრობლემადაც იქცა. ყოველ მეორე მოზარდს ყურსასმენი უკეთია, რადგან თვლიან, რომ პრაქტიკული და მოსახერხებელი ნივთია, თუმცა, ის შესაძლოა მათი მტერიც კი აღმოჩნდეს.
2013.03.01    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ
2013.03.01    მოუწესრიგებელი გზები იორმუღანლოს თემის სოფლების საერთო პრობლემა
სპექტრი. იორმუღანლოს თემის მოსახლეობა დაზიანებული გზების რებილიტაციას ითხოვს. როგორც სოფელ თულარის მაცხოვრებლები ამბობენ, მრავალი წელია სოფელში გზები საფუძვლიანად არ გაკეთებულა და ამიტომ როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით გადაადგილება უჭირთ.
2013.03.01    ექიმის გარეშე ერთმანეთის იმედად დარჩენილი მოსახლეობა
სპექტრი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი კაზლარი, იორმურანლოს თემის სხვა სოფლებისგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. უკვე წლებია, სოფელში არც ექთანი ჰყავთ და არც ექიმი. -"ჩვენი პირველი დიდი პრობლემა ის არის, ბავშვს სიცხე რომ მისცეს, სოფელში ექთანიც კი არ გვყავს, რომ დაგვეხმაროს," _ გვითხრა უსუფ კასუმოვმა. მისივე აზრს იზიარებს ამავე სოფლის მცხოვრები სოიფადინ ქარიმოვი.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.