მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.04.08    მაია ჯავშანაშვილი: "როცა არის მაღალი ლეიკოციტოზი, მაღალი ტემპერატურა, უნდა ხდებოდეს პაციენტის დაწვენა სტაციონარში"
სპექტრი. სამი წლის ირაკლი ბეროშვილის მშობლები, გურჯაანის სამედიცინო ცენტრ "ჯეოჰოსპიტალსის" პედიატრს, ლალი მირიანაშვილს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბავშვი, რომელსაც სისხლში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღენიშნებოდა და მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა, ექიმმა სტაციონარულ მკურნალობაზე არ გადაიყვანა და ღამის საათებში სახლში გაწერა. თავად ლალი მირიანაშვილი კი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მშობელთან შეთანხებით მიიღო.
2013.04.08    დაზარალებულები კუთვნილ თანხას აიღებენ
გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რომლებიც რაიონში სტიქიით დაზარალებულთა სიებში აღმოჩენილ დარღვევებს იკვლევდნენ.
2013.04.01    კახელები ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ
სპექტრი. გასულ წლებთან შედარებით, წელს ნერგის ფასმა მოიმატა. ამის მიზეზად გურჯაანელი გლეხები შარშანდელ სტიქიას და დასეტყვილ მეურნეობას ასახელებენ. ისინი პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ და აღნიშნავენ, რომ სანერგე მეურნეობის განვითარების მიზნით სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.
2013.04.01    "ხევისუბნის ხიდი" სკოლის მოსწავლეებს საფრთხეს უქმნის
სპექტრი. ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე "ხევისუბნის ხიდზე" მოსახლეობას სიარული მანქანის სავალ ნაწილზე უწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ტროტუარი ნაგავსაყრელადაა ქცეული და ბარდითაა დაფარული. ადგილობრივების თქმით, უფრო მეტი საფრთხე სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ, რომლებიც ამ გზაზე ყოველდღიურად დადიან.
2013.04.01    "სპექტრის" აღმოჩენა - ჟუჟუნა მთივლიშვილი
სპექტრი. ჩემი რუბრიკის სტუმარი, ჟუჟუნა მთივლიშვილი 1935 წელს დაიბადა. იმ დროს, როდესაც საქართველოში საბჭოთა ეპოქის გამო ითრგუნებოდა ყოველგვარი ეროვნული იდეალები, რეჟიმს ეწირებოდა მრავალი ხელოვანი, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.
2013.03.25    დასუფთავების სამსახურში ხელფასების შემცირება კადრების ჩანაცვლების მიზნით
სპექტრი. გურჯაანში ქალაქისა და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები ხელფასის შემცირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ხელმძღვანელ ნოდარ გორხელაშვილს ამ გზით ძველი კადრის ახლით ჩანაცვლება სურს.
2013.03.25    გზების მოხრეშვით ჩალაუბანში პრობლემა ვერ მოგვარდება
სპექტრი. 18 მარტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში სოფლის კრება ჩატარდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითონ დაასახელა ის პრიორიტეტული საკითხები, რაც მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უნდა მოგვარდეს.
2013.03.25    უფასო აქცია "ოფთალმიჯის" გურჯაანის ფილიალში
სპექტრი. 21 მარტს ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" გურჯაანის ფილიალში აქცია გაიმართა. როგორც ჩვენთან საუბარში `ოფთალმიჯის~ კახეთის რეგიონულმა დირექტორმა მანანა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ტიპის ღონისძიება ხშირად ტარდება და მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული. პაციენტების თქმით, მომსახურებით კმაყოფილები არიან.
2013.03.25    სუბსიდირება კომერციული ტიპის აბონენტებს არ ეხება
სპექტრი. 2012 წლის 24 დეკემბერს მთავრობამ მოსახლეობისთვის დენის ტარიფის 3,45 თეთრით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსახლეობა სპექტრთან საუბარში განმარტავს, უმრავლესობამ დღემდე ვერ გაიგო, როგორ ჩამოყალიბდა საფეხურეობრივი ტარიფი.
2013.03.19    კოლაგელების პრობლემა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მოგვარდება
სპექტრი. სოფელ კოლაგში ცენტრალური გზის პირას მცხოვრები მოსახლეობა სანიაღვრე არხებისა და დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, წინა მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. პრობლემის მოგვარებას ამჯერად უკვე ახალი ხელმძღვანელობისგან ითხოვენ.
2013.03.19    კაბალის ბოინში "ფორმა 2" დაავადებული საქონლის ხორცზე გასცეს
სპექტრი. გურჯაანის "გლეხურ ბაზარში" ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. ისინი საქონლის ბოინში დაკვლას აპროტესტებდნენ, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მათი თქმით, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მთავრობის მხრიდან რეაგირება არ იქნება.
2013.03.14    სასოფლო-სამეურნეო ბარათების მოლოდინში საგაზაფხულო სამუშაოები გვიანდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ბარათების დარიგება დასასრულს უახლოვდება, მომავალი კვირიდან კი მოსახლეობა ნომინალურ ბარათებსაც მიიღებს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული პროცესი ფერხდება, რის გამოც მიწის დამუშავება და მრავალწლიანი ნარგავების შეწამვლა გვიანდება. გლეხების დიდმა ნაწილმა ჯერჯერობით სიაში საკუთარი გვარიც ვერ ამოიკითხა.
2013.03.14    კოლაგელები მრიცხველებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მოსახლეობის ნაწილი კახეთის ენერგოდისტრიბუციას ორი წლის წინანდელ შეთანხმებას ახსენებს და ვალდებულების შესრულებას სთხოვს. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კახეთის ენერგოდისტირიბუცია გაკოტრების რეჟიმში იმყოფება და საკითხის მოგვარება მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
2013.03.04    შემოწმების შედეგად სოციალური დახმარება რეალურად გაჭირვებულ ოჯახებსაც შეუწყდათ
სპექტრი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე სოფელ გურჯაანში მცხოვრები აფციაურების ოთხსულიანი ოჯახი, სადაც ერთი ინვალიდი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია, დახმარების გარეშე დარჩა. ოჯახის დიასახლისის, მაია მზექალაშვილის თქმით, ფულადი კომპენსაცია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე შეუწყვიტეს. მათ კი იმის ფინანსური შესაძლებლობაც არ აქვთ, რომ საჭირო დოკუმენტაციის ჩამოსატანად თელავში წავიდნენ.
2013.03.04    განცხადებების დაწერა "პირადი სურვილის საფუძველზე" გრძელდება
სპექტრი. არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის "გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების" სამასხურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ზაზა ჯადუგიშვილი დაინიშნა.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
22-05-2018
2.4365   -0.0058
2.8641   -0.0132
3.2661   -0.0264
3.9179   -0.0153
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.