მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.12.03    ვაჩნაძიანში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს კომპანია თავად გამოასწორებს
სპექტრი. კახეთში მოვარდნილი სტიქიის შემდეგ უკვე 5 თვე გავიდა, მაგრამ სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რადგან ახლადდაფარებული სახურავებიდან წყალი ჩამოდის. ისინი იმასაც ამბობენ, რომ დახმარება არასწორად განაწილდა. მიუხედავად ამისა, ვაჩნაძიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზს ვერ ხვდება.
2012.12.03    ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგში დგას
სპექტრი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს ხევი წლებია უკვე დაბინძურებულია. როგორც ადგილობრივი ამზარ ბაირამოვი ამბობს, იმის გამო, რომ სოფელში არც კანონიერი ნაგავსაყრელია და არც ნაგის მანქანა დადის, იძულებულები არიან ნარჩენები ხევში ჩაყარონ.
2012.12.03    ერთდღიანი კანონი
სპექტრი. 30 ნოემბერს დილით აფთიაქში შესულმა ვენერა მახარაშვილმა 10 აბი `ნო-შპა~ ვერ შეიძინა. ამის მიზეზად ფარმაცევტებმა ის კანონი დაასახელეს, რომელიც ძალაში სწორედ ამ დილით შევიდა.
2012.11.26    როდის გათავისუფლდება გურჯაანი საარჩევნო პლაკატებისგან?
სპექტრი. "ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება", "მეტი სარგებელი ხალხს," "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად," "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის," _ ამ შინაარსის სლოგანების ფონზე, გაღიმებული პოლიტიკოსების ფოტოებიანი საარჩევნო პლაკატები დღემდე უხვად გვხვდება ქალაქის ქუჩებში.
2012.11.26    გურჯაანში ენერგოდისტრიბუციის თანამშრომლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ
სპექტრი. "1. ხელფასის ზრდა 100%-ით. 2. Nნორმირებული სამუშაო გრაფიკი. 3. არასამუშაო საათების სრულად ანაზღაურება. N4. ნორმალური დაზღვევა. 5. ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. 6. დამატებითი სამუშაოს ანაზღაურება. 7. ტრანსპორტი. 8. შვებულება თავის დროზე" _ ამ რვაპუნქტიანი მოთხოვნით 19 ნოემბერს კახეთის ენერგოდისტრიბუციის გურჯაანის აბონენტთა მომსახურების ორმოცდაათამდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა.
2012.11.20    ახალი დეტალები გურჯაანის სპორტკომპლექსის ირგვლივ
სპექტრი. გურჯაანის სპორტული კომპლექსი ოფიციალურად უკვე ორი თვეა გახსნილია, მაგრამ დღესდღეობით იქ არანაირი წრე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რომელმაც გახსნიდან რამდენიმე დღეშივე იჩინა თავი. როგორც ცნობილი გახდა, აუზი, რომელიც ოლიმპიურ სტანდარტებს შეესაბამება, დაზიანებულია და მისი შერემონტება ვერ ხერხდება, ასევე დაზიანებულია ჭერი, საიდანაც წყალი ჩამოდის. ბოლო პერიოდში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზგაყვანილობის სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. მოსახლეობა მთავრობისგან სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის დროულად დამთავრებას ითხოვს.
2012.11.12    შეამოწმეთ პროდუქტი, კოლიბატერიებით დაბინძურების საფრთხე რეალურია!
სპექტრი. გაზეთ `სპექტრის~ წინა ნომერში გამოქვეყნდა მომხმარებელი.გე-ის მიერ ჩატარებული ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგები. ამ ვრცელ სიაში კახეთში წარმოებული რამდენიმე დასახელების პროდუქტიც მოხვდა. დაპირებისამებრ, გთავაზობთ აღნიშნულ თემაზე მომზადებულ მასალას.
2012.11.12    ხანძარი სოფელ მახარაძეში
სპექტრი. გასულ კვირას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიმდებარე მონაკვეთს ცეცხლი მოეკიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ნაკვეთის გასუფთავების შედეგად გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის სახანძრო სამსახურის ჯგუფი.
2012.11.06    “კომუნისტების დროს ასეთი “იამკიანი” გზები მინდორშიც არ იყო”
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალი და გზა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პროგრამა "წყალი, გაზი და გზა ყველა სოფელს" უკვე წლებია მუშაობს, ზოგიერთ სოფელში ეს საკითხები დღემდე გადაუჭრელია. სოფელ გურჯაანის მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ახალი ხელისუფლებისგან ელოდება.
2012.11.06    ქვემო მსხალგორის მოსახლეობა სასმელად დანაგვიანებული ხევის წყალს იყენებს
სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მსხალგორის მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში სასმელად იმ ხევის წყალს იყენებს, სადაც უკანონო ნაგავსაყრელია მოწყობილი. ეპიდემიისგან თავის არიდების მიზნით ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელმძღვანელობას სთხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაისუბნის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მალხაზ მაჭარაშვილი პრობლემის შესახებ საქმის კურსშია, საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.
2012.11.06    წინ წვიმიანი შემოდგომა და ხანგრძლივი ზამთარია, არეშფერანის მოსახლეობა კი პრობლემის მოგვარებას ამაოდ უცდის
სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფარანის თემის სოფელებში: ქევხიანში, არეშფერანში, ხოშოტიანში, ქვემო და ზემო ბოლქვში დაზიანებული გზის გამო მოსახლეობას უამრავი პრობლემა ექმნება. ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა იმდენადაა დაზიანებული, რომ გადაადგილება ძნელია როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვისაც. "იმის გამო, რომ გზა ცუდ მდგომარეობაშია, მოძრაობა ჭირს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ისეთი გუბეები დგება, რომ გავლა შეუძლებელია," _ ამბობს სოფელ ხოშოტიანში მცხოვრები ნათელა ქოქოევა.
2012.11.06    მცენარეებზე შეყვარებული სელექციონერის მიერ წელიწადში 4-ჯერ მიღებული ყურძნის მოსავალი
სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანის მკვიდრი მალხაზ თაბუკაშვილი ამერიკული წარმოშობის მცენარეებთან ერთად სპეციალურად გამოყვანილ ჯიშებსაც ამრავლებს. როგორც პროფესიით ელექტრომომმარაგებელი მალხაზ თაბუკაშვილი ამბობს, მცენარეებით მისი დაინტერესება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. "90-იან წლებში, როდესაც თითქმის ყველა საწარმო დაიხურა და უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩა, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. სწორედ იმ პერიოდში საქართველოში სტუმრად ჩამოსული ამერიკელი ჯეფერ კამენს სილვერმანი გავიცანი, რომელმაც იმ დროისათვის საქართველოში ჯერ კიდევ უცნობი ხილის-კივის 4 ნერგი მაჩუქა."
2012.11.06    პირადი ინტერესების გამო გადავადებული "სიაურის წყლის" რეაბილიტაცია
სპექტრი. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნისთვის მიმდინარე წელს 26 ათას 551 ლარი გამოიყო. მოსახლეობამ საერთო კრებაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად `სიაურის~ წყლის შეკეთება დაასახელა. თუმცა, როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული განმარტავს, აღნიშნული პრობლემა თანხის სიმცირის გამო ვერ გადაიჭრა. ადგილობრივების თქმით, კი ეს საკითხი პროექტიდან ვალერ ბარნაბიშვილმა თავად ამოიღო.
2012.10.30    `ხშირად მოგვისმენია ხელმძღვანელობისაგან, რომ ჩვენ ხუთდღიან ომს ვამადლიდით.
~ `საქართველოში იყო შიშის ფაქტორი და ჩვენც, ჰოსპიტალის პერსონალი ვიყავით ისე, როგორც პატიმრები~ `გამომიცხადა, რომ მეტი სიფრთხილე გამომეჩინა, რადგან გოგო მეზრდება და ჩემმა საქციელმა მას შეიძლება საფრთხე შეუქმნას~ ბოლო დროს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ბევრ აქამდე გაუხმაურებელ საქმეს აეხადა ფარდა. `ხალხის გაზეთი~ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ხათუნა ჭარუაშვილს (გადაუდებელი დახმარების განყოფილების რეგისტრატორი) გაესაუბრა. მისი განცხადებით, ჰოსპიტალში მომუშავე პერსონალზე მუდმივად მიმდინარეობდა პოლიტიკური ზეწოლა და კატეგორიულად ეკრძალებოდათ განსხვავებული აზრის ქონა...
2012.10.29    მეზობელთან შეკედლებული ჟუჟუნა გივიშვილი გამგეობის ფუჭი დაპირებების მოლოდინში
სპქტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები ჟუჟუნა გივიშვილი 19 ივლისის შემდეგ მეზობელთან ცხოვრობს. მისი სახლი სტიქიამ ნაწილობრივ დააზიანა. დასახმარებლად მისულმა ხელოსნებმა კი სახურავი სრულად გადახადეს და მიატოვეს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სახლი ხელახლაა ასაშენებელი, მანამდე კი ქირის გადახდას ადგილობრივი თვითმმართველობა თავის თავზე იღებს. თუმცა, ქალბატონი ჟუჟუნასთვის ეს თანხა დღემდე არავის მიუცია.
<<   234567891011 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.