მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.10.29    მეტიკამენტების გაიაფება-ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი თუ მორიგი აქცია
სპექტრი. ბოლო ორი კვირაა, რაც საზოგადოებაში, მედიკამენტებზე ფასების კლების შესახებ საუბრობენ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ წამლების გაიაფება ახალი ხელისუფლების კეთილი ნების შედეგია. სააფთიაქო ქსელში რიგ წამლებზე თანხის დაწევა ფარმაცევტებმა დაადასტურეს. თუმცა აცხადებენ, რომ ფასდაკლებითი აქციები ხშირად აქვთ და ეს ფაქტი პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.
2012.10.29    ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები თანამდებობებს ტოვებენ
სპექტრი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კარდენახის, კაჭრეთის და სოფელ გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა თავისივე სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს, თუმცა, მათი მოთხოვნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ დააკმაყოფილა.
2012.10.22    წყალში გადაყრილი 3 მილიონი და ხელახლა შესარემონტებელი სპორტული კომპლექსი
სპექტრი. სპორტული კომპლექსი, რომელიც გურჯაანში 1978 წელს აშენდა წლების განმავლობაში კახეთის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საცურაო აუზი, სადაც აღმართული იყო სახტომი კოშკურები. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პერიოდის დროს მან ფუნქციონირება შეწყვიტა, უპატრონობის გამო განადგურდა და გაიძარცვა შენობა. 2012 წელს მისი რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო და 18 სექტემბერს სპორტული კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად გახსნა. თუმცა პრეზენტაციისთვის სახელდახელოდ შესრულებული სამუშაოების შედეგი ორ დღეში გამოიკვეთა და აუზის ფსკერი ხელახლა შესაკეთებელი გახდა.
2012.10.22    კანონის გვერდის ავლის კლასიკური მაგალითი გურჯაანის მუნიციპალიტეტში
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პერიოდში, `სპექტრი~ ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, საჯარო მოხელეების კომენტარების ჩაწერას. ამის ძირითადი მიზეზად კი თანამშრომლების შვებულებაში ყოფნა სახელდებოდა. `სპექტრის~ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საჯარო მოხელეების უმრავლესობას შვებულებებში გასვლისა და დაბრუნების თარიღებად ერთი და იგივე დრო აქვთ მითითებული. გამგეობის 32 თანამშრომელი საკუთარი მოვალეობის შესრულებას არჩევნების დასრულების მეორე დღიდან, 2 ოქტომბრიდან შეუდგა.
2012.10.22    საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზარდა
სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 12 ოქტომბრის #945 ბრძანებულების თანახმად ცვლილება შევიდა 2005 წლის 29 აგვისტოს #726 ბრძანებულებაში "ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე", რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა და ბათუმისა) მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს, ხელფასი გაეზარდათ.
2012.10.22    სკვერი გურჯაანის პურკომბინატის ნაცვლად
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე პურკომბინატის შენობა, რომელიც წლების განმავლობაში პურით მთელ რაიონს ამარაგებდა, ოთხმოცდაათიან წლებში განადგურდა. 4 საცხობი საამქრო დაანგრიეს და აგურ-აგურ გაყიდეს. აღნიშნული ტერიტორია ეკალ-ბარდით დაიფარა და ქვეწარმავლების ბუდედ იქცა. მოსახლეობამ სკვერის მოწყობის მიზნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, საკითხით არავინ დაინტერესებულა.
2012.10.22    სკვერი გურჯაანის პურკომბინატის ნაცვლად
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე პურკომბინატის შენობა, რომელიც წლების განმავლობაში პურით მთელ რაიონს ამარაგებდა, ოთხმოცდაათიან წლებში განადგურდა. 4 საცხობი საამქრო დაანგრიეს და აგურ-აგურ გაყიდეს. აღნიშნული ტერიტორია ეკალ-ბარდით დაიფარა და ქვეწარმავლების ბუდედ იქცა. მოსახლეობამ სკვერის მოწყობის მიზნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, საკითხით არავინ დაინტერესებულა.
2012.10.22    განახლებული ახტალა სიძველეების გარეშე
სპექტრი. კურორტ ახტალის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს სამშენებლო კომპანია, შპს `ლემანი~ ახორციელებს. სამუშაოების დაწყებისთანავე სანატორიუმის ეზოდან აიღეს ქალის ქანდაკება, რომელიც ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. ამ ფაქტმა გურჯაანელების გულისწყრომა გამოიწვია.
2012.10.22    კახეთში "ჯეო ჰოსპიტალს_ის" ადმინისტრაციამ ოცზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა
სპექტრი. შპს `ჯეო ჰოსპიტალს_ის~ გურჯაანის მრავალპროფილური საავადმყოფოდან 5 ექიმი _ მარინა ქართლელიშვილი, ნინო სხირტლაძე, ლალი მაზიაშვილი, ოლიკო სარალიძე და მარინა გოგოლაშვილი, ასევე რამდენიმე ექთანი და სანიტარი გაათავისუფლეს. როგორც თერაპევტმა ნინო სხირტლაძემ გვითხრა, გათავისუფლების მიზეზად მენეჯერმა იოსებ მგალობლიშვილმა ფინანსური კრიზისი დაასახელა. "9 ოქტომბერს ერთ-ერთმა მორიგე თერაპევტმა დამირეკა და შემატყობინა სამსახურიდან გიშვებენო, საავადმყოფოში მისულს კი სოსო მგალობლიშვილმა გამომიცხადა, რომ ფინანსური კრიზისის გამო მათავისუფლებდნენ. შრომითი ხელშეკრულება არ დამირღვევია და ჩემი გათავისუფლების არავითარი საფუძველი არ ჰქონიათ."
2012.10.22    უპასუხისმგებლობის შედეგი – მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა
სპექტრი. გურჯაანის ე.წ. საკრებულოს შენობაში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, საკანალიზაციო სისტემის პრობლემებზე დიდი ხანია უშედეგოდ საუბრობენ. ნაგებობის სარდაფი ფეკალური მასითაა სავსე და დაბინძურებული წყალი ქუჩაშიც მიედინება. შენობის პირველი სართული _ კერძო მესაკუთრეების, 2051.10 კვ.მ. კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია. რეალურად კი პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ე.წ. საკრებულოს შენობის (გურჯაანში ასე უწოდებენ ამ
2012.10.22    ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი კახეთის გუბერნატორად
სპექტრი. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი. 16 ოქტომბერს კი პრეზიდენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა.
2012.09.28    ექსკლუზივი. წინასაარჩევნო აფიორა თუ გამარტივებული პროცედურა?!
სპექტრი. რამდენიმე კვირაა, რაც კახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, კერძო საკუთრება გამარტივებული წესით, სახლის ნომრისა და პირადობის მოწმობის მონაცემების საფუძველზე უფასოდ დაიკანონოს. ამ ფაქტს საქართველოს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას უწოდებს და მსგავსი წესით ქონების დაკანონებას გამორიცხავს. კოალიცია `არჩევანის თავისუფლებისათვის~ წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი კი აღნიშნულ ქმედებას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.
2012.09.28    ეკომიგრანტები მკაცრი ზამთრის მოლოდინში…
სპექტრი. რამდენიმე წლის წინ აჭარიდან ეკომიგრანტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის თემის სოფლებში ჩამოასახლეს. მათთვის ბინები სახელმწიფომ შეიძინა და ლოტოტრონის საშუალებით გაანაწილა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ზოგიერთი სახლი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
2012.09.28    დიალეზის ცენტრი გურჯაანში
2012.09.17    ახალი სადაზღვევო პოლისი მხოლოდ პიარისთვის?!
სპექტრი. მთავრობის მიერ, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ახალი ინიციატივის შესახებ, საზოგადოებისთვის დაახლოებით ორი თვის წინ გახდა ცნობილი. ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ყველა პენსიონერი (ქალბატონი 60 წლის ზემოთ, მამაკაცი 65 წლის ზემოთ) და სტუდენტები ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისს მიიღებენ, რომელიც ძალაში სექტემბრიდან შევიდა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ სისტემით დამატებით 800 000 ადამიანი დაეზღვევა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით პოლისს 550 000 პენსიონერი, 250 000-ზე მეტი ბავშვი და 110 000-მდე სტუდენტი მიიღებს.
<<   3456789101112 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.