მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.09.17    უხელფასოდ დარჩენილი მუშები მიხეილ მახარაშვილის წინააღმდეგ
სპექტრი. რამდენიმე თვეა, რაც ,,სილქნეტმა“ მიწისქვეშა გაყვანილობის დემონტაჟი დაიწყო. დედოფლისწყაროში საქმის მწარმოებლად მიხეილ მახარაშვილი დაინიშნა და სამუშაოების შესრულებისთვის თანხაც მის ბარათზე დაირიცხა, თუმცა, მუშებისთვის მას ხელფასი დღემდე არ მიუცია.
2012.09.17    "კარდაკარის" შედეგები და სიაში გადამოწმების გზები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობას პროექტ "კარდაკარის" შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც ისინი ამბობენ, მათი აღწერა ამომრჩეველთა რეგისტრაციის მიზნით არავის უწარმოებია.
2012.09.17    მოსახლეობა ძროხების დანომრვას ეჭვის თვალით უყურებს
სპექტრი. დაახლოებით ერთი თვის წინ, ძროხების მასობრივი აცრა და დანომრვა დაიწყო, რასაც მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს. მათი თქმით, ხელისუფლება საძოვრებზე გადასახადის დაწესებას აპირებს და საქონლის აღრიცხვაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. ეჭვს ის უფრო ამძაფრებს, რომ სხვა დროს აცრის შემდეგ საქონლისთვის ნიშანი არასოდეს დაუდიათ.
2012.09.17    მოსახლეობა ძროხების დანომრვას ეჭვის თვალით უყურებს
სპექტრი. დაახლოებით ერთი თვის წინ, ძროხების მასობრივი აცრა და დანომრვა დაიწყო, რასაც მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს. მათი თქმით, ხელისუფლება საძოვრებზე გადასახადის დაწესებას აპირებს და საქონლის აღრიცხვაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. ეჭვს ის უფრო ამძაფრებს, რომ სხვა დროს აცრის შემდეგ საქონლისთვის ნიშანი არასოდეს დაუდიათ.
2012.09.10    "მილს ისე გადავკეტავთ, რომ ფეკალური მასა საავადმყოფოში ავიდეს"
სპექტრი. თითქმის ერთი თვეა, რაც გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, ფეკალური მასა ქუჩაში ღიად მიედინება და ხევში ჩადის. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ანტისანიტარია და საშინელი სუნი აწუხებთ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი უკიდურესი ზომების მიღებას აპირებენ.
2012.09.10    სასტუმრო საერთო საცხოვრებლის ნაცვლად?
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქ. #55-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ბოლო პერიოდში კი დანგრევისა და მის ადგილას სასტუმროს მშენებლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოსახლეობის თქმით, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან, თუ საცხოვრებლად მათთვის მისაღებ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.
2012.09.10    www.info9.ge. VS www.info9.com.ge
სპექტრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით საარჩევნო სარბიელზე გამოკვეთილ ორი ძირითადი სუბიექტის, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ და კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების~ პიარკამპანიაში სერიოზულ როლს რამდენიმე მედიასაშუალებაც თამაშობს.
2012.09.03    სამედიცინო პუნქტის გარეშე დარჩენილი ხუთი სოფელი
სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის თემის მოსახლეობას, ამბულატორიის არარსებობის გამო, პირველადი სამედიცინო მომსახურების მისაღებად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. სოფელ ზემო ბოლქვში, 2011 წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ამბულატორიის მოწყობის სამუშაოები კი თანხის სიმცირის გამო სრულყოფილად ვერ შესრულდა. როგორც ექიმები ამბობენ, სოფელ ზემო ბოლქვში სამედიცინო პუნქტის მშენებლობის დასრულებისა და მედპერსონალის დასაქმება ეჭვქვეშაა.
2012.09.03    ვენახის საწამლი მისაბმელი გზების ნაცვლად
სპექტრი. 2012 წლის `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის მოსახლეობამ პრიორიტეტად გზების მოწყობა დაასახელა, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან მის ნაცვლად სოფლისთვის ვენახის საწამლი მისაბმელი შეიძინეს. ადგილობრივ ხელმძღვანელობაში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და მოსახლეობას საკითხის გადაჭრას პირდებიან.
2012.09.03    ერთი და იგივე ოდენობის კომპენსაცია ბალახისა და ვენახის დასეტყვისთვის
სპექტრი. 19 ივლისსა და 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი საკმაოდ დაზარალდა. განადგურდა ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, დაისეტყვა ვენახები, არაერთ სახლს აეხადა სახურავი, ჩაიხერგა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობას ელ. ენერგია არ მიეწოდებოდა.
2012.09.03    არეშფერანის თემის მოსახლეობას ქონება უსასყიდლოდ დაუკანონეს
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის თემის მოსახლეობას სახელმწიფომ ის ქონება დაუკანონა, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე წლების განმავლობაში ფლობდა და მომდავებელი არავინ ჰყავდა. აღნიშნულის გამო ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ.
2012.09.03    ახალი საარჩევნო პორტალი
სპექტრი. "სამართლიანი არჩევნების" გურჯაანის ოფისში `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ~ და `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ~ `არჩევნების პორტალის~ პრეზენტაცია გამართეს.
2012.08.20    მიზერული კომპენსაცია დაზარალებულებს - სოლიდური პრემიები ჩინოვნიკებს
სპექტრი. გასულ კვირას, 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციების დარიგება დაიწყო. კახეთის მასშტაბით დახმარებას 18 ათასი ოჯახი მიიღებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ამ თანხით ზარალი ვერ აუნაზღაურდებათ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით კი, დაზარალებული კახეთის ფონზე მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა სოლიდური პრემიები მიიღეს.
2012.08.11    ჭორი თუ რეალობა "ილიას ტბის" შესახებ?
სპექტრი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ყვარელში, ილიას ტბის ფსკერზე გაურკვეველი ჯიშის მცურავი ბინადრობს, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ მოზარდი ცურვისას დაკბინა, ბავშვი კი ამ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქვეწარმავალმა გოგონა დაგესლა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა რეანიმაციაში მოათავსეს, რომელიც, საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა.
2012.08.11    სოფელი ზემო ბოლქვი დაჭაობების საფრთხის წინაშე
სპექტრი. რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის თემის სოფელ ზემო ბოლქვში მოსახლეობის მიერ შეგროვილი თანხით წყალი დაბურღეს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჭაბურღილი მაშინვე დაზიანდა. წყალი მილის ნაცვლად ახლაც მიწიდან ამოდის, მიმდებარე ტერიტორია და სავარგულები მუდმივად იტბორება, რის გამოც, სოფელს დაჭაობება ემუქრება.
<<   45678910111213 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
23-10-2017
2.4864   0.0000
2.9344   0.0000
3.2753   0.0000
4.3213   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 19 °C + 17 °C
ღამით + 9 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.