მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.08.11    სტიქიიდან ოცდამეერთე დღე და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები
სპექტრი. კახეთში მომხდარი სტიქიიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. საყოველთაო მობილიზაციის მიუხედავად, დაზარალებულ სოფლებში ჯერ კიდევ მრავლადაა სახურავგადახდილი სახლები. ხელისუფლების თქმით, შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებიან, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი უკმაყოფილოა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ამ ხნის განმავლობაში კვლავაც მოუგვარებელია.
2012.08.11    გადათხრილი ქალაქის მოუგვარებელი პრობლემა
სპექტრი. ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია 2009 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დაწყებისთანავე, ადგილობრივ მოსახლეობაში არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი. მათი თქმით, გამრიცხველიანების შემდეგ გადათხრილი ქუჩები, ორმოები და დაზიანებული ტროტუარები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
2012.08.11    დახმარების გარეშე დარჩენილი დაზარალებული მოსახლეობა
სპექტრი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზაფხულზე მომხდარი სტიქიის შედეგად არაერთი ოჯახი დაზარალდა. მათ დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 33 ათას ლარამდე თანხა გამოიყო, რომელიც დაზარალებულებს 100 ლარის ოდენობით გადაუნაწილდათ. თუმცა, ზოგიერთმა ოჯახმა კომპენსაცია იმიტომ ვერ მიიღო, რომ გამგეობას განცხადებით არ მიმართა.
2012.08.11    ჰეპატიტებით ინფიცირებულთა მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს
სპექტრი. ბოლო ათი წლის მონაცემებით საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ ჩ ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. დაავადების მკურნალობა დაახლოებით 20 000 ლარი ჯდება, რის შესაძლებლობაც პაციენტების უმრავლესობას არ აქვს. სახელმწიფო ძვირადღირებული მკურნალობის ნაწილობრივ დაფინანსებასაც ვერ ახერხებს. `გლობალ ფონდის~ პროგრამა კი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც შიდსით დაავადებულს პარალელურად C ჰეპატიტიც აქვს.
2012.08.06    ერგნეთში კონფლიქტის განახლების შიში არ აქვთ
ბოლო დღეებია ხალხში გავრცელდა მითქმა-მოთქმა, თითქოს ცხინვალიდან ქალები და ბავშვები გაყავთ, ტექნიკის მობილიზება ხდება და საზღვრისპირა სოფლებში კონფლიქტის განახლების შიში იგრძნობა. ამის შესახებ მოსახლეობასთან სასაუბროთ სოფელ ერგნეთს ვესტუმრეთ. ერგნეთი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან ლიახვის ხეობაში ცხინვალთან ყველაზე ახლოსმდებარე სოფელია. აქ ყველაზე მეტად გამოსცადეს ომის სიმწარე, დღემდე გადამწვარი სახლების გვერდით, ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. აგვისტოს მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ..
2012.08.06    ნატას საზოგადოების თანადგომა სჭირდება..
ნატალია ოჩიგავა 4 წლისაა. სამწუხაროდ მას დაბადებიდან 40 დღეში ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. როგორც ნატალიას დედა ქალბატონი მელანო ამბობს, მისი გადარჩენის შანსი ხელის ამპუტაციის დროს 1% იყო. უფლის სასწაულით ნატა გამოჯანმრთელდა. დღეს მის მდგომარეობას ართულებს წელიწადში რამდენჯერმე აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც გაზრდილი ძვლის მოხერხვა ხდება საჭირო, რათა ძვალმა კანი არ გახიოს ამან კი ტკივილი და სისხლდენა არ გამოიწვიოს. ნატალიას
2012.08.04    "სახლები კი გადაგვიხურეს, მაგრამ იმ სახლში ადამიანი მშიერი მუცლით დაიძინებს?"
სპექტრი. 19 ივლისს სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ინტენსიურად დაიწყო სურსათის მომარაგება და სახლების გადახურვა, თუმცა ისინი გარკვეულწილად მაინც უკმაყოფილოები არიან და მომავალს შიშით უყურებენ. ადგილობრივები იმის შესახებაც საუბრობენ, რომ დახმარება არასწორად ნაწილდება და ზოგიერთს მხოლოდ იმიტომ ეხმარებიან, რომ თანამდებობის პირია.
2012.08.04    ხანძარი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში
სპექტრი. 30 ივლისს, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა ჯაფარიძე აღნიშნავს, ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ კი, ცეცხლი გაუფრთხილებლობით გაჩნდა.
2012.08.04    განახევრებული დავალიანება და ჰაერში გადახდილი ფული
სპექტრი. გასულ კვირას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა აბონენტებისთვის გადასახდელი დავალიანების განახევრების შესახებ. ფაქტი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჯილდა მაჭავარიანმაც დაგვიდასტურა.
2012.08.04    კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია
სპექტრი. დაახლოებით ერთი თვეა, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ია დათუკიშვილმა გვითხრა, ამ დრომდე მოვალეობას სამხატვრო ხელმძღვანელი ბიძინა მახარაძე ასრულებს.
2012.07.26    ყველა ერთად კახეთის დასახმარებლად
სპექტრი. მთელი საქართველო შეძრა გასულ კვირას კახეთში მომხდარმა უპრეცედენტო მასშტაბების სტიქიამ. მოსახლეობა ზარალს კი აღარ ჩივის, ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ყველაფერი უმსხვერპლოდ დამთავრდა. კახელების ამ უბედურებამ წინასაარჩევნოდ მცირე ხნით ყველა მხარე ერთი მიზნისთვის გააერთიანა.
2012.07.26    "დღევანდელ უბედურებას ხომ ვტირით და მომავლის იმედიც აღარ გვაქვს"
სპექ ტრი. გასულ კვირას სტიქიამ კახეთის სამ მუნიციპალიტეტს კატასტროფული ზარალი მიაყენა. გურჯაანში ეპიცენტრი სოფელ ვაჩნაძიანში იყო. სახლების დიდ ნაწილს გადახდილი აქვს სახურავი, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ნარგავები. მოსახლეობა პანიკაშია და აქცენტს მრავალწლიან შედეგებზე აკეთებს.
2012.07.26    გაჭირვებული ოჯახები სოციალური დახმარების გარეშე
სპექტრი. საქართველოში `სოციალური დახმარების~ პროგრამა უკვე შვიდი წელია მოქმედებს, გაჭირვებული ოჯახებისთვის ფულადი დახმარება დღემდე მიუწვდომელია. მოსახლეობისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ენიჭებათ ისეთი მაღალი სარეიტინგო ქულა, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისიც აღარ ეკუთვნით, მაშინ როცა, მათზე შეძლებული ოჯახები ზემოთ აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ.
2012.07.26    "ხიდჩატეხილობის" პრობლემა კაჭრეთში
სპექტრი. დაახლოებით ორი თვის წინ, გადაუღებელი ძლიერი წვიმების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი უკვე მეოთხედ ჩაინგრა. ადგილობრივების თქმით, დაზიანების მიზეზი უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოებია. ხიდის რეაბილიტაციისთვის მასალა ორი კვირის წინ მიიტანეს, თუმცა სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. `სპექტრთან~ საუბარში კაჭრეთელები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ხიდი დაზიანდა.
2012.07.19    ექსკლუზივი იყიდება ძველი ანაგა?!
"სოფელს ეკლიან სეტკას შემოავლებენ და დააწერენ, იყიდება!" სპექტრი.ბოლო პერიოდში ცენტრალური მედიასაშუალებებით თითქმის ყოველდღე ვისმენთ ხელისუფლების განცხადებებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მათთვის პრიორიტეტული სფეროა, თუმცა ის რაც წელს კახეთში და კონკრეტულად ძველ ანაგაში ხდება საპირისპიროზე მეტყველებს. გლეხები, რომლებიც ჭარბი მოსავლის რეალიზებას და საბანკო სესხის გასტუმრებას ვერ ახერხებენ, თვითმკვლელობამდე მიდიან, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება საკითხში ჩარევას და პრობლემის მოგვარებას არ აპირებს, პასუხისმგებლობას კი თავად მოსახლეობას აკისრებს.
<<   567891011121314 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.