მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.06.25    `სამწუხაროდ, ყველა ის პოლიციელი ვინც უკანონობა ჩაიდინა, ისევ პოლიციაში მუშაობს და არ დასჯილა~
`ხალხის გაზეთი~------ 2012 წლის გაზაფხულზე, ოთხი ახალგაზრდა სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს. მათი ახლობლებისა და ადვოკატების აზრით სასამართლომ ცრუ ბრალდებების საფუძველზე მიუსაჯა: ახალკაცს 12 წელი, გვერდწითელს 9 წელი და 11 თვე, ოქროპირიძეს 9 და ამბროლაძეს 8 წელი. იმის მიუხედავად, რომ ასალკაცისა და ამბროლაძის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, ოთხივე ბრალდებული აგრძელებს სამართლებრივ დავას. გვერდწითელი და ოქროპირიძე სააპელაციოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ უზენაეს სასამართლოში, ახალკაცი და ამბროლაძე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. დავით გვერდწითელის დედა, ქალბატონი ირმა ერთი გარემოებაზეც საუბრობს, რომელსაც ალბათ უზენაესში დააყენებს
2013.05.07    ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ზარალის დამთვლელი კომისიის წევრებს
სპექტრი. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ჩუმლაყის, სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრებს გიორგი დვალსა და იორამ ორთოიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2013.03.25    შს მინისტრი: "ალბათ, უფრო მობილური უნდა გავხდეთ"
სპექტრი. 19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეხვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის". მინისტრმა ჟურნალისტებს გასული წლების სტატისტიკა გააცნო და გაზვიადებული უწოდა პოლიტიკური ოპონენტების განცხადებას კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით.
2013.03.04    სასამართლომ მედიასაშუალებების სარჩელი დააკმაყოფილა
სპექტრი. თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი მედიასაშუალების ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა. გაზეთები: "ბათუმელები," "გურია ნიუსი," "ალიონი," "სპექტრი", ასევე ტელეკომპანიები _"კავკასია," "მაესტრო," "მეცხრე არხი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ.
2013.02.04    გიორგი სიბაშვილი: "ვნანობ, რომ პრემია ყოველთვე არ ავიღე"...
სპექტრი. გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კახეთის გუბერნატორის ყოფილ პირველ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს ბრალი წაუყენა. 31 იანვარს თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო _ 15 000 ლარი შეუფარდა. თავად გიორგი სიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
2012.12.10    ახალი დეტალები ბარბარე რაფალიანცის საქმეში
30 სექტემბერს სოფელ კოლაგში, მექერიშვილების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, რომელიც დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა, ნახევარი საათის ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა, საძინებელი ოთახის გვერდით მარანში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ექსპერტიზამ დაასკვნა, ბავშვი ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს და მისი სიკვდილი წყალმა გამოიწვია.
2012.11.20    ათასლარიანი ჯარიმა ქარისგან მოტეხილი ხის გამო
სპექტრი. კახეთში იაფი გათბობის საშუალებად კვლავ შეშა ითვლება. ბევრი ოჯახი მაღალი ტარიფის გამო ვერ ახერხებს ბუნებრივი აირის მოხმარებას. ამას ემატება ისიც, რომ სოფლების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად მატულობს ტყის გაჩეხვისა, თუ ხის უკანონოდ მოჭრის პრეცედენტები. `სპექტრი~ კომპეტენტური პირების დახმარებით შეეცადა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია: რა მიიჩნევა კანონდარღვევად, რა სახის ჯარიმაა გათვალისწინებული ამ შემთხვევაში, რა სახის სანქციები არსებობს თანხის გადაუხდელობისას და რა არის "გარემოსთვის მიყენებული ზიანი"? ენერგეტიკის სამინისტრო, ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტი, _ ეს არის ერთი მთლიანი სტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში გარემოს დაცვას ემსახურება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრა.
2012.11.12    "ნაციონალებისგან" მოტყუებული მოქალაქეები საკუთრების დაკანონებას დღემდე ელიან
სპექტრი. როგორც ცნობილი გახდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, კერძო საკუთრება გამარტივებული წესით მისამართის მითითებით, პირადობის მოწმობის საფუძველზე უფასოდ დაეკანონებინა. ამის შესახებ `სპექტრი~ 28 სექტემბრის #27 (356)-შიც წერდა. მაშინ საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამ ფაქტს კანონსაწინააღმდეგოს უწოდებდა და საჯარო რეესტრის მხრიდან ასეთ ქმედებას გამორიცხავდა. თუმცა მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ პრინციპით 290 მოქალაქეს `დაურეგისტრირეს~ საკუთრება. დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი ორ კვირაში უნდა მიეღოთ. თუმცა მოქალაქეები დღესაც მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.
2012.10.15    "გადავადებული" ვალები და მოტყუებული კარდენახელები
სპექტრი. 11 სექტემბერს გურჯაანის რაინულ სასამართლოში, კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა ბერიკაშვილის სარჩელი განიხილეს. მოსარჩელე მხარე `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. მიზეზად კი ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებდა.
2012.10.15    ზეწოლა ბარბარე რაფალიანცის ახლობლებზე
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 30 სექტემბერს მომხდარი საზარელი ტრაგედიის _ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის გამოძიების დეტალები დღემდე უცნობია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაიკითხა, მაგრამ საბოლოოდ გამოძიებას ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ არ ჰყავს. შაბათს 13 ოქტომბერს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი კიდევ ერთხელ დაკითხეს. "გუშინწინ პოლიციაში დამიბარეს, მაგრამ ჩემი ადვოკატები მთელი დღე პროცესზე იყვნენ და ჩემი დაკითხვა ვერ მოხერხდა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, დღეს კი როდესაც წამოსვლას ვაპირებდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მისვლა საჭირო აღარ არის. ამჯერად კი მე თვითონ ვითხოვ, რომ აუცილებლად დამკითხონ," _ ამბობს დალი მექერიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ გამოძიებისთვის ახალი დეტალები აქვს სათქმელი, რომელიც მისმა მეუღლემ გაიხსენა.
2012.10.15    ინციდენტი არბოშიკის საჯარო სკოლაში
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში არბოშიკში მცხოვრები 13 წლის ჟულვერ კოჭლამაზაშვილი მიიყვანეს, რომელსაც თავის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მისი მტკიცებით, სკოლის საპირფარეშოში ვიღაცამ სცემა. დაზარალებულის მშობლები, რომლებიც `ქართული ოცნების~ აქტივისტები არიან, ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდნენ.
2012.10.15    დედოფლისწყაროში სამლოცველო სახლის დაწვას პოლიტიკური სარჩული დაუდეს
სპექტრი. გასულ კვირას დედოფლისწყაროს სამლოცველო სახლს გაურკვეველი მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. სახლი, რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე უწმინდესი ადგილი გახლდათ, ფაქტობრივად აღარ არსებობს. შემზარავი მოვლენა მტკივნეული აღმოჩნდა არა მარტო მრევლისთვის, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის. ამ ტაძრის ისტორია დედოფლისწყაროს დაარსებიდან იწყება.
2012.10.10    საზოგადოება ბარბარა რაფალიანცის სიკვდილის მიზეზების გამოძიებას ითხოვს
სპექტრი. 30 სექტემბერს დაახლოებით საღამოს 8 საათზე სოფელ კოლაგში, სტუმრად მყოფი 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, დეიდის საცხოვრებელი სახლიდან დაიკარგა. დაახლოებით ერთი საათის ძებნის შემდეგ, ჩვილი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. ბავშვი პატრულმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მომხდარს ახლობლები და ოჯახის წევრები `ქართული ოცნების~ მიმართ მხარდაჭერის გამო ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.
2012.10.10    ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სპექტრი. 6 ოქტომბერს, საღამოს 22:00 საათზე წნორი-ტიბაანის დამაკავშირებელ გზატკეცილზე 06 მარკის ავტომობილი კაკლის ხეს შეეჯახა.
2012.09.03    გატაცება თუ დადგმული სცენარი?!
სპექტრი. 29 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთზე შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაცია განახორციელა (ლაფანყური საზღვრიდან 20-25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს). ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და დაჭრილია _ ხუთი. აღნიშნულ სპეცოპერაციას ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს და მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარია.
<<  12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
21-09-2017
2.4778   0.0040
2.9746   0.0085
3.3537   0.0141
4.2802   0.0183
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.