მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.08.04    მოძალადე 15 არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი
სპექტრი. ბოლო 2 წლის განმავლობაში კახეთში მნიშვნელოვნად გახშირდა გაუპატიურებისა და ძალადობის ფაქტები. დაახლოებით ერთი კვირის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში გაუპატიურების ორი ფაქტი გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაზარალებული კიდევ 13 ახალგაზრდაა, რომლებიც ჯერჯერობით აღნიშნულის შესახებ არ საუბრობენ. იძებნება დანაშაულში ეჭვმიტანილი 24 წლის გიორგი ტურაშვილი.
2012.06.21    ტრაგედია ფასადშელამაზებული გამგეობის შენობაში
სპექტრი. 85 წლის სიღნაღელი მარტოხელა მოხუცი გლახო შაიშმელაშვილი გუშინ, 19 ივნისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ხელჯოხი მესამე სართულის კიბის მოაჯირთან აღმოაჩინეს და ერთ–ერთი ვერსიით კიბეზე ჩამოსვლას ცდილობდა, რა დროსაც გადმოვარდა, გამგეობის შენობის ფოიეში, პირველი სართულის ფილაქანზე დაეცა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა
2012.04.13    შსს გურჯაანის სამმართველოში გოჩა სიბაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
"სპექტრის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უკვე ერთი თვე იქნება, რაც გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული პიროვნება, შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, გიორგი სიბაშვილის მამაა, რომლის მკვლელობის მცდელობაშიც სოფო ნიკოლაშვილს ედებოდა ბრალი.
2012.04.09    საუკუნე და კიდევ 8 წელი...
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, მაგრამ, როცა ქალბატონ მერის შესახებ გავიგე, ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა, ან როგორ არ დავინტერესდებოდი, როცა ქალბატონი საუკუნეს და 8 წელს ითვლის.
2012.03.30    სოფო ნიკოლაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო
სპექტრი. დღეს, 30 მარტს, 13.00 საათზე დაგეგმილი სოფო ნიკოლაშვილის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუადგომლობით და მოთხოვნით 2 აპრილისთვის გადაიდო.
2012.03.30    "კანონში არადემოკრატიული არაფერია _ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეები საკუთარ თავზე გამოსცდიან"
სპექტრი. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კამპანია _ "ეს შენ გეხება" წამოიწყეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის დაპირების მიუხედავად, რომ კანონი არ შეეხება ფიზიკურ პირს და არ შეზღუდავს მოქალაქის პოლიტიკურ აქტივობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ახსნა-განმარტებისთვის კონტროლის პალატაში დაიბარეს.
2011.12.01    ბრაკონიერობის კიდევ ერთი ფაქტი ლაგოდეხში
სპექტრი. გასულ კვირას, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა შპს `ფაუნამ~ `სპექტრის~ რედაქციას აცნობა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. მდინარე ალაზნის ხიდთან ხუთი მოქალაქე, უკანონოდ ნადირობდა. შპს `ფაუნას~ დაცვის უფროსი ზურაბ გოგოლაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი 19 ნოემბერს დააფიქსირეს.
2011.11.17    "45-60"_ წინასაარჩევნო მოკლევადიანი დაპირება
სპექტრი. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მეწარმე, ვინც 45-დან 60 წლამდე ადამიანს დაასაქმებს, გარკვეულ ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. აღნიშნულ საკითხს საზოგადოება, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ეს არის მოკლევადიანი დაპირება, რომელიც ქვეყნის პირველ პირს წინასაარჩევნოდ სჭირდება.
2011.11.07    ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი – ნასვამი მძღოლი
სპექტრი. 26 ოქრომბერს, დაახლოებით 17 საათზე, გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილი ჯერ მანქანას, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგარ დედა-შვილს დაეჯახა.
2011.10.27    ბრაკონიერობა ლაგოდეხში
სპექტრი. გასულ კვირას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა შპს `ფაუნამ~ `სპექტრის~ რედაქციას აცნობა, რომ მდინარე `აფენკის~ ნაპირას ოთხი მოქალაქე ე.წ. დენის აპარატით, უკანონოდ თევზაობდა. შპს `ფაუნას~ დაცვის უფროსი ზურაბ გოგოლაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი დაბინდებისას დაახლოებით 19 საათზე დაფიქსირდა.
2011.07.11    სექსუალური ძალადობის მიზეზი _ არასწორი სქესობრივი აღზრდა
სპექტრი. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ძალადობის ფაქტებმა საგრძნობლად იმატა. მიმდინარე წელს, მედიამ არაერთი საზარელი მკვლელობისა და გაუპატიურების ფაქტი გააშუქა. აღნიშნული ტიპის დანაშაული განსაკუთრებით კახეთის რეგიონში გახშირდა. ფსიქოლოგები ამის მიზეზად არასწორ სქესობრივ აღზრდას და ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებენ.
2011.03.04    შსს საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
სპექტრი. რამდენიმე ათეული წელია, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი არაპრიორიტეტული გახდა და აქედან გამომდინარე, გლეხი ცუდ დღეში აღმოჩნდა. მოწეული მოსავლის რეალიზაციის პრობლემა, შხამ-ქიმიკატების მაღალი ფასი და უხარისხობა, გაძვირებული საწვავი, მექანიზაციის სიმცირე _ ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც გლეხი იძულებული გახდა ვენახი გაეჩეხა. ამას ისიც დაემატა, რომ სისტემატურად ხდება ვენახის რკინის სარების ქურდობა. ზოგიერთი მევენახე საკუთარ ნაკვეთს თითქმის 24 საათის განმავლობაში დარაჯობს და პრობლემის მოგვარებას ამ გზით ცდილობს. მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ კი შსს გურჯაანის რაიონული სამმართველო ინფორმაციას არ გასცემს.
2010.10.25    ჩუმად დანიშნული სკოლის დირექტორი
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ზოგ შემთხვევაში მწვავედ აღიქმება საზოგადოებაში, განსაკუთრებით - იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ. სკოლების რეორგანიზაცია მიერთების გზით - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია. მცირეკონტიგენტიან სკოლებს უსახსრობის გამო არსებობის საშუალება არ აქვთ. ამიტომ მათ აუქმებენ და სხვა სკოლებს უერთებენ.
2010.10.06    ქვემო ხოდაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ, თბილისიდან თელავის მიმართულებით მიმავალი სამარშუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავტოშემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
2010.09.02    შპს "ფაუნას" დაცვის უფროსს შვლის თავი და მუქარის წერილი გაუგზავნეს
შ.პ.ს. "ფაუნას" სამონადირეო მეურნეობაში, რომელიც ჭიაურის ტყის ტერიტორიაზეა განთავსებული, მორიგი შემოვლის დროს ტომარაში ჩადებული შვლის თავი, ფეხები და ტყავი იპოვეს. აქვე იდო წერილი, სადაც დაცვის უფროსის, ზურა გოგოლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. "სპექტრი" ადგილზე მივიდა და თვითმხილველებს გაესაუბრა. შ.პ.ს. "ფაუნას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სამონადირეო მეურნეობას ყოველდღე ათვალიერებენ და წინა დღეებში საეჭვო არაფერი უნახავთ.
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
18-11-2018
2.6727   0.0000
3.0268   0.0000
3.424   0.0000
4.0447   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 11 °C + 12 °C
ღამით + 3 °C + 2 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.