მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2009.12.22    თემურ ფაჩულია თაღლითობისთვის დააკავეს
თსუ ფოთის ფილიალის ყოფილი რექტორი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თეიმურაზ ფაჩულია, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას და პოლიტიკურ განცახდებებსაც საკმაოდ ღიად აკეთებდა, სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ფაჩულიას წინააღმდეგ სარჩელი, ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, ბიზნესმენის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი კახა ლატარიას მეუღლემ მარინე ლატარიამ შეიტანა.
2009.12.20    მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ფონზე
"ახალი გაზეთი". გასულ კვირას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის საქმე განიხილა. მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ქალბატონს სააპელაციო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობა 2009 წლის 5 მაისს მარტვილის რაიონში მოხდა: 40 წლის ლელა ღურჭუმელიამ საკუთარი ტყუპისცალი - ლევან ღურჭუმელია მოკლა დანით.
2009.12.17    აიპი-ები აუდიტის დასკვნის პროკურატურაზე გადაცემას აპროტესტებენ
სპექტრი. რამდენჯერმე სხვადასხვა რანგის შემოწმების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების(აიპი) 2008 წლის ფინანსურ დოკუმენტაციაში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ შემოწმების შედეგები პროკურატურას გადასცა. თუმცა მას არ ეთანხმებიან აიპიების ხელმძღვანელი პირები და მთავარი ბუღალტრები და აღნიშნულის გამო პროტესტს აცხადებენ.
2009.12.03    ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები კვლავ ტყვეობაში რჩებიან
სპექტრი. გასულ კვირას "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" მიერ განხორციელებული პროექტის "საერთო კავკასიური ჟურნალისტური ქსელის" ფარგლებში აზერბაიჯანელი, სომეხი, დაღესტნელი და ქართველი ჟურნალისტები საქართველოს კონფლიქტური ზონის სოფლებს სტუმრობდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის შემდეგ, მისიამ გატაცებული მოზარდების სოფელი _ ტირძნისი მოინახულა და ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლევან ხმიადაშვილის ოჯახს ეწვია.
2009.11.30    პრობაციის ოფიცერი თავად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე
24 ნოემბერს ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალციხის პრობაციის ოფიცერი გიორგი ხითარიშვილი დააკავეს. 26 ნოემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. “ოპერატიული ინფორმაციით, მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას არა ერთხელ და არა ერთ პირთან მიმართებით ჰქონდა ადგილი.
2009.11.15    ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
"ახალი გაზეთი". ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ლევან თევზაძემ ამ პოსტზე ლაშა ქოჩიაშვილი შეცვალა. ამ უკანაკსნელმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 30 წლის ლევან თევზაძეს მოსამართლეობის ორწლიანი გამოცდილება აქვს.
2009.11.15    ყოფილმა თანამშრომელმა მერიას სასამართლო პროცესი მოუგო
"ახალი გაზეთი". ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლის სვეტლანა ზაქარაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. საქმე დაიწყო ყოფილი მერის- ნიკო კაჭკაჭიშვილის მიერ გამოცემული 2007 წლის 20 აპრილის ბრძანების გასაჩივრებით, რის საფუძველზეც სვეტლანა ზაქარაშვილი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველზე ყოფილმა მერმა უმოტივაციოდ გაათავისუფლა.
2009.11.12    შვილმკვდარი მამა შსს-ს შენობასთან თავის დაწვით იმუქრება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწაბოგირას მცხოვრები ზაურ გეგეშიძე საჯაროდ თავის დაწვით იმუქრება. საქმე ის არის, რომ 5 წლის წინ გეგეშიძის 35 წლის შვილი - თამაზ გეგეშიძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. დანაშაული ამ დრომდე გამოუძიებელია. მკვლელობა საღამოს საათებში, მეზობლის - თემურ ახობაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა...
2009.11.09    “მდიდრების სამართლის” შავ-თეთრი მხარეები
საპროცესო შეთანხმება - მდიდრების სამართალი თუ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტების ,,საერთაშორისო ვალდებულებებისა” და ,,საერთაშორისო ფინანსური დახმარების” მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის ,,საპროცესო გარიგებების – ძირითადი გამოწვევების” მიხედვით...
2009.11.07    ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
(კახეთის ხმა.) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შემოვიდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც მართმსაჯულების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობასა და ჩართვას ნიშნავს. ეს კი მხარეებისათვის შესაძლებლობების მიცემას გულისხმობს, რომ მტკიცებულებები საკუთარი ინიციატივით მოიპოვონ და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებაც მიიღონ.
2009.11.05    პოლიციელების ხელში სიკვდილის მიზეზი ,,უცნობია"...
,,ქართლის ხმა". ,,უჩა გოდელაძე მოკლული იქნა მისი სტატუსიდან გამომდინარე, რაც ამაზრზენია, რადგან მხოლოდ საქართველოშია ასეთი დისკრიმინირებული მიდგომა. პირი ატარებს კანონიერი ქურდის სახელს და მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ხვალ პრეზიდენტს ან პარლამენტს სიტყვა ,,კოსმონავტი" რომ არ მოეწონოს კოსმონავტების დევნა უნდა დაიწყოს ქვეყანაში?"
2009.11.05    სასამართლო დღეს, ხვალ... მძიმე ჭაპანი
ბორჯომი. ამ ორიოდე თვის წინათ, სანამ რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეთა რიგებში გადავინაცვლებდი, ერთ-ერთი სამუშაო კვირის ბოლო დღის მიწურვისთანავე, პროცესებით მოღლილი, სწრაფად დავემშვიდობე ჩემს სანდომიან მდივანსა
2009.11.02    პატრულმა მაიზერ ლიპარტელიანმა გორის სადგურში მატარებლების მოძრაობა შეაფერხა
,,ქართლის ხმა". ,,საინტერესოა ვინ დაარღვია წესრიგი? ერთი შუშის გამო საწყალ ბიჭს 7 წელი ციხე ემუქრება, ცოდო არ არის? რა აუცილებელია დაპატიმრება? იმაზე აგოს პასუხი საპატრულო პოლიციამ რომ ორი საათი გორის სადგურზე გააჩერა მატარებელი და არ გვიშვებს" - ცხარობდნენ მოქალაქეები.
2009.10.29    ციხეში წამებულ არასრულწლოვანს უნდა სტრასბურგის სასამართლომდე იცოცხლოს
"ქართლის ხმა".,,გაცნობებთ, რომ დაკავების დღიდან მცემენ - დუბინკებით, ჩექმებით, იარაღის ტარით, გადამცემ რაციით, ქამრით და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით, ასევე მაწამებდნენ ელექტროშოკით, მაშიშვლებდნენ, მიზიანებდნენ სასქესო ორგანოს, მახრჩობდნენ, ასევე მაყენებდნენ დაზიანებებს თავის, სახის, კიდურების არეში"
2009.10.16    იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები დააჯილდოვა
<<   12345678910 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
22-05-2018
2.4365   -0.0058
2.8641   -0.0132
3.2661   -0.0264
3.9179   -0.0153
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.