მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2009.12.30    ლალი თაბაგარი: ახალ წელს იმედებით ვეგებებით
ახალ წელს ყველა შემოქმედებითი ორგანიზაცია თუ დაწესებულება ახალი იმედებით ეგებება. ბუნებრივია, ასევე, დიდი სამომავლო იმედები აქვს რუსთავის მუნიციპალურ თეატრს, მის ხელმძღვანელობას, შემოქმედ ადამიანებს.
2009.12.30    კულტურა აგრესიული იდეით და ფორმით
წლევანდელ კულტურულ ცხოვრებაში მძლავრ რხევებს ჰქონდა ადგილი. თუმცა ეს რხევები და სიმძლავრე არა კულტურული პროდუქციის მხატვრულ ხარისხზე, ან პროცესების ყოვლისმომცველობაზე, ან სიახლეებზე აისახა, არამედ - შენობებს შეეხო და ჩვეულებრივი ფიზიკური რყევით გამოიხატა. „კულტურული ცხოვრება“ წელს ქუთაისში ყველაზე ხმაურით (იქამდე აფეთქებით), რეზონანსით, ექოთი, თუ ყველა სხვა ხმაურის გამომხატველი სიტყვით, ძეგლებში აისახა. მათ აღდგენასა თუ ნგრევაში.
2009.12.30    გიორგი უშიკიშვილი კახეთის ფოლკორული ანსამბლების პრობლემებით დაინტერესდა
სპექტრი. წმინდა ბარბარეს დღეს დედოფლისწყაროს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი, ქართულ-ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი სტუმრობდა. მომღერლის ჩამოსვლის მიზანი იყო, ახლოს გასცნობოდა რაიონების ფოლკლორულ ანსამბლებს, მის ხელმძღვანელებს და ამავდროულად კულტურულ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებსა თუ წინსვლას.
2009.12.25    ალექსანდრე თოდუა: ჩემგან ერთდროულად ბიზნესმენი და მხატვარი არ გამოვიდა, ერთი მხატვრისა არ იყოს, მეც მეხატება და ვხატავ!..
რუსთაველი კაცი, ალექსანდრე თოდუა, ცნობილი მხატვარი-ფერმწერია. ამასთან, იგი ავტორია ალეგორიული ნახატების სერიისა, რომლებითაც იბრძვის საზოგადოებაში ფეხმოკიდებული მანკიერი სტილის წინააღმდეგ.
2009.12.18    საახალწლოდ კახეთი ვარსკვლავების ტურნე იგეგმება
კახეთის ხმა. კახეთის მასშტაბით და ტურნეს ვიწყებთ. ჩამომყავს 10 ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდა მომღერლები. კონცერტები გაიმართება თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში. სავარაუდოდ, გურჯაანში კონცერტი ჩატარდება 29 ან 30 დეკემბერს. იმღერებენ ვერიკო ტურაშვილი, დიტო ლაგვილავა, ქეთი ორჯონიკიძე, ქეთი გომართელი, ვარსკვლავების აკადემიიდან და სხვ. ასევე 2010 წლის გეგმებში შედის რუსა მორჩილაძის საღამო და პოეტ ნანა ცინცაძის საავტორო საღამო.
2009.12.18    უცნობი ძეგლები
კახეთის ხმა. ძეგლი, სავარაუდოდ, 1970-1972 წლებში დაიდგა და მის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ვიცით მხოლოდ სახელწოდება - `პაპა და შვილიშვილი~. ძეგლს სიმბოლური დატვირთვა აქვს, პაპას ხმალი უჭირავს და თავის შვილიშვილს უსინჯავს კუნთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაპა ფიქრობს მისცეს თუ არა ხმალი შვილიშვილს, ანტერესებს რამდენად ძლიერია ბავშვი.
2009.12.13    "ვინც დღეს ჯაზს უსმენს, ის ხვალ სამშობლოს უღალატებს!"
ეს ფრთიანი გამონათქვამი საბჭოთა კავშირში შეიქმნა და ფრიად აქტიურ ზემოქმედებას ახდენდა მაშინდელ საზოგადოებაზე. მას ბევრი ემორჩილებოდა, თუმცა ყველა - არა, მათ შორის ქუთაისშიც. ახალგაზრდა მუსიკოსთა ძალიან მცირე ნაწილი ჯაზის გაჟღერებას ბედავდა, ბენდებსაც აარსებდნენ და საკუთარ მუსიკასაც ქმნიდნენ. გასული საუკუნის 50-ანი წლებიდან 90-ანი წლების დასაწყისამდე აქტიურად "აჯაზებდნენ", როგორც ფარულად, ისე - ღიად.
2009.12.12    პარლამენტის მშენებლობას ქუთაისში ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა
ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძეგლის დემონტაჟს კომპანია "ლიტოკონსტრუქცია" ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსანი "მზეჭაბუკი", რომელსაც "ახალი გაზეთის" ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი, ადგილზე დასაქმებული მუშების თქმით, დღის ბოლომდე დაინგრევა.
2009.12.10    ,,ჩემი ცხოვრება თეატრით იწყება"
რეჟისორი კახა გოგოლაშვილი რამდენიმე წელია, ლადო მესხიშვილის თეატრში მოღვაწეობს. პარალელურად, თოჯინების თეატრთან თანამშრომლობს. თეატრს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ყოველთვის შემოქმედებით პროცესშია, მნიშვნელობა არ აქვს - დგამს თუ არა სპექტაკლს. ჩვენს რუბრიკაში ,,სახეები" რეჟისორ კახა გოგოლაშვილს წარმოგიდგენთ.
2009.12.07    "სკოლის ვარსკვლავი" და "SMS ვარსკვლავი"
აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო ხელოვნების ფესტივალი "სკოლის ვარსკვლავი" დაიწყო. ფესტივალის წლევანდელი თემა "საქართველოა".
2009.12.03    კულტურის სახლი ნაგავსაყრელად გადაიქცა
სპექტრი. გასული საუკუნის 70-იან წლებში სოფელ ჯუგაანის ცენტრში კულტურის სახლი აშენდა, რომელიც თავის ფუნქციას წლების მანძილზე ასრულებდა. თუმცა ათეული წელია, რაც ნაგავსაყრელადაა ქცეული. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს პრობლემის გადაჭრა კი ჯერაც ვერ მოხერხდა.
2009.12.03    სანდრო შანშიაშვილის მუზეუმს რესტავრაცია ესაჭიროება
სპექტრი. 1989 წელს სოფელ ჯუგაანში სანდრო შანშიაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. შენობა ამჟამად საკმაოდ დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. როგორც მისი მენეჯერი ანა ცაკიაშვილი ამბობს, მუზეუმის რესტავრაცია 2010 წლისთვისაა დაგეგმილი.
2009.12.03    სიღნაღში “მაჩაბელას” სახელობის თეატრელური ფესტივალი გაიმართა
კახეთის ხმა. სიღნაღში “მაჩაბელას” სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს რეგიონიდან ათმა შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეების ასაკი ექვსიდან ოცდასამ წლამდე იყო. ფესტივალის მსვლელობის დროს, პარალელურად მოზარდებს პროფესიონალი მსახიობების მიერ მასტერკლასები ჩაუტარდათ.
2009.11.30    სინდისგაუყიდველი კაცი
რამდენიმე სიტყვა ასლან კორძაიას წიგნზე `ვარგთა მოსახმობი"
2009.11.24    "ბამბაზიის სამოთხე" კინოეკრანზე
"ახალი გაზეთი". დღეს პოზიტიურ მოვლენათა სიაში ქართული კინოს გამოცოცხლებასაც ახვედრებენ. კინოთეატრებში ქართული ფილმები იკავებენ, ძირითადად, ეკრანს და გვარიანად დიდ პუბლიკასაც იკრებენ. სხვა საქმეა ქართული ფილმების ხარისხი. სამაგიეროდ, რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით, მართლაც რომ შთამბეჭდავია, თან მრავალფეროვანი ჟანრობრივი, თუ თემატური თვალსაზრისით.
<<   6789101112131415 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
18-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 11 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.