მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.02.25    `ეს საქმე მნიშვნელოვანია მთელი ერისათვის~
7 თებერვალს გორს ანჩისხატის მგალობელთა გუნდი ეწვია, რომელსაც სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა. მათ ჯერ წირვა-ლოცვაში მიიღეს მონაწილეობა და შემდგომ, დღის მეორე ნახევარში გორელი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სასულიერო გიმნაზიის დარბაზში. მათ შეასრულეს საქართველოს ..
2010.02.22    დაკარგული სამოთხის ძიებაში
"ახალი გაზეთი". ჩაპლინი ამბობდა, ფილმი ყოველთვის იგებს, როცა იქ ბავშვი თამაშობსო. კინო ყველაზე მეტად არ პატიობს სიყალბეს. ამ კატეგორიულ მოთხოვნას კი ყველაზე უკეთ ბავშვები უმკლავდებიან. თედო ცენტრალური ღერძია, რომელზეც ბრუნავს "გაღმა ნაპირის" მთელი დრამატურგია, ესთეტიკა, სათქმელი. მას ანდობენ მნიშვნელოვანი თვალსაზრისის მაყურებლისთვის გაზიარებას. ეს ადრეც მომხდარა, თუმცა კონტაქტი არ შემდგარა, თედოს სამოთხის კი ყველამ დაიჯერა.
2010.02.22    "მხატვრობა ჩემი სულის ნაწილი, გამოძახილია"...
"ახალი გაზეთი". მხატვარ ავთანდილ აბესაძის შემოქმედება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. იგი მუშაობს გრაფიკაში, ფერწერაში, კედლის მხატვრობაში, ქმნის წიგნის დიზაინს, მხატვრულ ილუსტრაციებს. გასულ კვირას გალერეა "ვარლაში", მისი რიგით მესამე პერსონალური გამოფენა მოეწყო. მხატვარს ახლახანს 60 წელი შეუსრულდა.
2010.02.17    ლექსებით აცრილი პოეზიის საღამო
აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთკაში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელმწიფო პრემიის ლაურიატ, ახალგზრდა პოეტ როინ აბუსელიძის პირველი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო აჭარის განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლის ორგანიზებით ჩატარდა. მეექვსე სკოლის ლიტერატურული სალონის ბავშვებთან ერთად ბათუმელი პოეტის შემოქმედებაზე მისმა მეგობრებმა და უფროსი თაობის თანამოკალმეებმა ისაუბრეს. ახალგაზრდებით გადაჭედილ სამკითხველო დაბაზს განსაკუთრებული ელფერი ქართულ ჰანგებზე აჟღერებულმა როინის ლექსებმა შესძინა.
2010.02.06    ქუთაისი "მარტოობის დედოფალს" გამოეთხოვა
"ახალი გაზეთი". 2 თებერვალს ქუთაისელები "მარტოობის დედოფალს" გამოეთხოვნენ. "მარტოობის დედოფლის" გვირგვინი ნესტან კვეიძეს ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე დაადგეს.
2010.02.06    კერპების გარემოცვაში
"ახალი გაზეთი". ბოლო პერიოდში ქუთაისში (და არა მარტო) ძეგლების მიმართ მტრული განწყობები შეინიშნება. არ ვგულისხმობ ქურდობას, როცა ძეგლი გაძარცვეს. (მაგალითად, "დიდების მემორიალს" აფეთქებამდე აქტიურად ძარცვავდნენ), არამედ ზიანის მიყენება: ცხვირი მოატეხეს ილო ფოტოგრაფის ქანდაკებას, "მოხატეს" "პიკასოს ბიჭის" ძეგლი თეთრ ხიდთან, დაბზარეს ზურაბ კუხიანიძის ბიუსტი და ბოლოს ააფეთქეს "დიდების მემორიალი".
2010.02.06    "წამგებიანი" კინო ქუთაისში
როგორც ჩანს, 15-წლიანმა წყვეტამ თავისი კვალი დააჩინა და კინოში სიარულის ტრადიცია მოშალა ქალაქში (ამხელა წყვეტა არ ჰქონია თბილისს). კინოთეატრებს "დაუპირისპირდნენ" ტელევიზიებიც (ძირითადად, საკაბელო), რომლებიც ასწრებენ ფილმების ჩვენებას კინოთეატრებს და კანონმა ეს ვერ დაარეგულირა. ასევე, ინტერნეტი და პირატული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, "კონფლიქტში" შევიდა კინოთეატრთან.
2010.02.06    "გეცვას ქართული ჩოხა, დიდი პასუხისმგებლობაა"
"ახალი გაზეთი". შოთიკო ჯიშკარიანი ქუთაისის ფოლკლორის სასახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია. ცეკვა პატარაობიდანვე დაიწყო და მას შემდეგ მუდამ სცენაზეა. იგი "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავეა. მრავალ ქვეყანაში უმუშავია, სხვადასხვა პროექტში მიუღია მონაწილეობა. მოცეკვავე შოთიკო ჯიშკარიანი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
2010.02.06    კულტურა "ლოიალური" დაფინანსებით
"ახალი გაზეთი". კულტურა არც წელს იქნება პრიორიტეტული სფერო. ყოველ შემთხვევაში, ის თანხა, რაც პროგრამულ დაფინანსებას და კალენდარულ ღონისძიებებს გამოეყო, ამაზე არ მეტყველებს.
2010.02.05    თელავი ირანის კულტურის დღეებს მასპინძლობს
სპექტრი. 4 თებერვალს თელავში ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის დღეები გაიხსნა, რომელსაც ამავე რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია დაესწრო. სპარსული კულტურის კვირეულს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
2010.02.04    `წითელქუდას~ საიუბილეო საღამო
26 იანვარს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში მოეწყო საიუბილეო საღამო, რომელიც მიეძღვნა რეჟისორ ანზორ გვაძაბიას სპექტაკლ `წითელქუდას~ 20 წლისთავს. იუბილარებს მიულოცეს ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, თეატრის მოყვარულებმა. შესრულდა მუსიკალური ნომრები, ნაწყვეტები სპექტაკლებიდან. საიუბილეო ...
2010.02.04    უფრსკულის პირას ამოსული ყვავილი . .
მოვედით შენთან ჯულიეტა, ო, ჯულიეტა, დავემხოთ შენს წინ და თვალები დავხაროთ წყნარად. ანა კალანდაძე, 1949 წ. 12 ნოემბერი მის არამიწიერ სილამაზესა და ქალურ მაგნიტიზმზე დღემდე უამრავი ლეგენდა დადის. განურჩევლად ყველას ხიბლავდა და ატყვევებდა, ხშირად ფერიასაც კი ეძახდნენ. ამბობენ, მისი სული კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი გარეგნობა. პირველივე როლით მონუსხა მაყურებელი, ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში `ქეთო და კოტე". მისი დედა, ვერიჩკა განათლებული და ნაკითხი ქალი ყოფილა. თავს უყრიდა სოფლის ბავშვებს და მედეასთან ერთად დგამდა წარმოდგენებს. სწორედ მისი ძალისხმევით გაიხსნა არგვეთში ბიბლიოთეკა..
2010.02.04    ნარგიზა სალუქაშვილი 70-50
როდესაც სცენიდან საკუთარი სახელი და გვარი გაიგო, გული საოცარი სიამაყით აევსო. ეს ნამდვილი გამარჯვება იყო, გამარჯვება პროვინციული თეატრის მსახიობისა, რაც არც თუ ისე ხშირად ხდება. წუთიერ აღტაცებასა და სიამაყეს გულისტკივილი და სინანული მოჰყვა. Qქალბატონ ნარგიზას საკუთარ ქალაქში ბევრი ნიჭიერი მსახიობი ეგულებოდა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან ...
2010.02.01    "ფუფუნების" დარგის "ხელმომჭირნე" რესტავრაცია
"ახალი გაზეთი". უკვე ერთი თვეა, რაც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფასადის რესტავრაცია მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამოცხადებული 3 მილიონ ნახევრიდან "დაგი" მხოლოდ 1 მილიონ 700 ათასად ახერხებს ოპერის თეატრის რესტავრაციას. იმედია, ოპერის თეატრი არ დარჩება მეორე ეტაპის გარეშე და არ შეუერთდება იმ შენობათა რიგს, რომელიც გარედან მტერს უვსებს თვალს და შიგნით მოყვარეს და რომელიც ასე მრავლადაა დღევანდელ საქართველოში.
2010.01.26    გზა `არჩეულიდან~
რესტორან `სან-რემოში~ ახალი მუსიკალური ბენდის პრეზენტაცია გაიმართა. ბენდის წევრები ერთი თვის წინათ აჭარის ტელევიზიის საახალწლო გადაცემაში `არჩეული~ შეიკრიბა და იგი მუსიკალურად გააფორმა. ეს იყო საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა.
<<   567891011121314 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
16-10-2018
2.6664   0.0288
3.0925   0.0379
3.5076   0.0204
4.0628   0.0627
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.