მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.09.02    ნიკა ნანაძე _ ამომავალი ვარსკვლავი
,,ბორჯომი~. ,,18 წლის ყმაწვილი სულ წელიწადნახევარია, რაც შტანგას გაუშინაურდა და უკვე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს ქვეყნის ნაკრებში~ _ ვკითხულობთ გაზეთ ,,ლელოს~ 2010 წლის 18 თებერვლის ნომერში და ეს სიტყვები საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს რამაზ გურგენიძეს ეკუთვნის. იგი ყვიბისელ სპორტსმენს ნიკა ნანაძის მისამართით არის ნათქვამი.
2010.08.26    ნოდარ სარჯველაძე: ქართული ფეხბურთის აღორძინებას ფული, მოედნები და გამოცდილი მწვრთნელები სჭირდება
გასული საუკუნის 50-80-იანი წლების თბილისის ,,დინამოსა~ და ქუთაისის ,,ტორპედოს~ გარდა, საქართველოს ჩემპიონატების გუნდების თამაშებსაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა. ფეხბურთის გულშემატკივარი აფასებდა ფეხბურთელთა თავდაუზოგავ ბრძოლას გამარჯვებისთვის. მაშინ წარმოუდგენელი იყო ე.წ. ,,ჩაწყობილი~ და ,,გაყიდული~ მატჩები.
2010.08.12    ბორჯომელი მთამსვლელები მყინვარწვერზე
,,ბორჯომი~. ალბათ, შეგიმჩნევიათ, ახალგაზრდების უმრავლესობა ხშირად უსაქმურობაში ათენ-აღამებს, ერთთავად ,,უსაქმურთა ბირჟებს ამაგრებენ~, უფროსების შენიშვნაზე კი უტიფრად პასუხობენ, რა ვქნათ, სამუშაო არ გვაქვს და აქ დგომას მაინც ნუ დაგვიშლითო. ვერაფერს იტყვი, ,,რკინისებური ლოგიკაა~, მაგრამ ის, ვინც ეძებს, სამუშაოსაც პოულობს და შინაარსიანადაც ატარებს თავისუფალ დროს.
2010.07.01    წარმატებულები, მაგრამ მოკრძალებულები
,,ბორჯომი". ეს ახალგაზრდები ბორჯომის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სასპორტო სკოლის მძლეოსნები არიან, რომლებმაც მწვრთნელ ვალერი ჟადანის ხელმძღვანელობით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა მათი სპორტული გამარჯვებების შესახებ ბევრმა არ იცის, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, არ უყვართ თავის წარმოჩენა
2010.06.17    ევროპის პირველობაზე იასპარეზებს
,,ბორჯომი~. ამ დღეებში დუშეთში, ახლადგახსნილ ოლიმპიურ ცენტრში, ბორჯომის #3 საჯარო სკოლიოს IX კლასის მოსწავლემ მარიამ ციხელაშვილმა საქართველოს პირველობაზე ძიუდოში დიდ წარმატებას მიაღწია.
2010.06.17    კიკბოქსინგის კლუბ "ამირანმა" თავი ისახელა
სპექტრი. კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით 13 ივნისს თელავში ჩატარდა ტურნირი კიკბოქსინგში. გურჯაანიდან მონაწილეობდა კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ ცხრა სპორტსმენი და როგორც მწვრთნელი, ამირან ანჯაფარიძე აღნიშნავს, მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
2010.06.01    ჭადრაკში რაიონული ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სპექტრი. 19 მაისს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ამავე ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა რაიონული ტურნირი ჭადრაკში.
2010.05.06    ტურნირი თბილისის 142-ე სკოლაში
,,ბორჯომი~. ...ნოდარ ქუმარიტაშვილი _ ეს სახელი და გვარი უკვე სამი თვეა, არა მარტო ბაკურიანში, არამედ მთელ მსოფლიოში გაისმის. ჩვენთვის ვანკუვერი ასოცირდება ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკულ აღსასრულთან. ნოდარმა საქართველო კიდევ ერთხელ მოახვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
2010.04.22    2010 წლის ქვეყნის პატარა ჩემპიონები _ გამარჯვებით მოპოვებული თხილამურები თასში გადაუცვალა
,,ბორჯომი~. საქართველოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში რამდენიმე ტურად მიმდინარეობდა. იგი ბაკურიანში იანვარში დაიწყო და გუდაურში ახლახან დასრულდა. მასში ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონებისა და დედაქალაქის სამთო-მოთხილამურეები გამოდიოდნენ.
2010.04.20    დურმიშხან ბერუაშვილის ტურნირი...
ქართლის ხმა. 17 აპრილს წარსულში ცნობილი ქართველი ფალავანის დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის ტრადიციული ტურნირი გაიმართა გორში. იგი ჩვეულებისამებრ შემოდგომით იმართება, ხოლმე და ბოლოს ექვსიოდე თვის წინაც ჩატარდა, მაგრამ მისმა ორგანიზატორებმა ამჯერად თავად დურმიშხან ბერუაშვილის დაბადების თარიღს დაამთხვიეს შეჯიბრება და გაზაფხულზე უმასპინძლეს მას. ცნობილი ფალავანი ამ დღეს 75 წლისა გახდებოდა.
2010.04.20    კვალავ თუშიშვილი და გოგშელიძე
ქართლის ხმა. ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა. შეჯიბრებაზე მონაწილე ქართველი ფალავნების შვიდეულიდან სამი (გია გოგშელიძე, ოთარ თუშიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი) გორის თავისუფალი სტილის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს. აღნიშნული სამეულიდან ორნი გოგშელიძე და თუშიშვილი შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქში, ხოლო ხინჩეგაშვილმა (55 კგ) მხოლოდ მეცხრე ადგილი იკმარა.
2010.04.18    შოთა მარქარაშვილის ხსოვნის ტურნირი
მიმდინარე წელს კასპის #44 კომპლექსური სპორტული სკოლის საჭიდაო დარბაზში გაიმართა უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპული კასპელი სპორტსმენის, პერსპექტიული მოჭიდავის შოთა მარქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 1993-95 და 1996-98 წლებში დაბადებულთა შორის. ხსოვნის ტურნირში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა ..
2010.04.14    ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა
გასულ თვეში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა `ერთა თასის” გათამაშებაში ასპარეზობა წარმატებით დაასრულა და 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
2010.04.08    კარგად იასპარეზა
,,ბორჯომი~. 9-21 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი _ კარატეში (სტილი კიოკუშინკაი).
2010.04.05    ევროპის თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც ვიჭიდავებ
,,ქართლის ხმა". საქართველოს შვიდგზის ჩემპიონს და ქვეყნის პირველი ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილ წევრს 28 წლის ბესიკ გოჩაშვილს (55 კგ) ბოლო ორი სეზონია ქვეყნის ჩემპიონატის გამოტოვება უწევს, თუმცა იძულებითი პაუზების მერე, შარშან და წელსაც იგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგით დაუბრუნდა არენას. გოჩაშვილი ორივე შემთხვევაში კიევის ტურნირით შეუერთდა ახალ სეზონს და უკრაინაში შარშან ბრინჯაოს, წელს კი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ერთი წლის წინ ბესიკმა კიევში მიღწეულ სეზონის სასტარტო წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოაყოლა, გამარჯვებების დიდი იმედი მას წლევანდელ სხვა შეჯიბრებებშიც აქვს.
<<   6789101112131415 >>
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
21-06-2018
2.4573   0.0012
2.8414   0.0051
3.2338   0.0008
3.8647   0.0292
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.