მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მოს­კო­ვის „საჯილ­დაო ქვა" და თურ­ქე­თის „მეხუთე კო­ლო­ნა" სა­ქარ­თვე­ლო­ში

გა
­სულ კვი­რას სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­­გენ­ტოებმა ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს ყაზბეგის რა­­­ნის ჩრდი­ლო­ეთ საზ­ღვარ­თან არ­სებულ პრობლე­მებთან და­კავ­ში­რებით. ამ ფაქ­ტზე ოფი­ცი­­ლუ­რი კო­მენ­ტა­რები ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებს არ გა­­კე­თებიათ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი რა­ჭა­ში, მა­მი­სო­ნის უღელ­ტეხილ­ზე მომხდა­რი აფეთ­ქება ტე­ლე­ვი­ზიების მთა­ვარ თე­მად იქ­ცა. აქაც ფაქ­ტის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია ორად გაიყო: ერ­თნი აფეთ­ქების ფაქტს ადას­ტუ­რებდნენ, ხოლო მე­­რე­ნი (ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის წარ­მო­მად­გენ­ლები) - ხიდის არარ­სებობას ადი­დებულ მდი­ნა­რეს აბრა­ლებდნენ.

 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­მარჯვე­ნეების ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ „თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის სახლში" ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც მა­მი­სო­ნის უღელ­ტეხილ­ზე რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებზე ისაუბრა. ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნებით ამ ფაქ­ტზე „კავ­კა­სი­ელ ხალხთა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის" თავმჯდო­მა­რე ზა­ალ კას­რე­ლიშ­ვი­ლი ალა­პა­რაკ­და. მი­სი აზ­რით, მდგო­მა­რეობა კავ­კა­სი­ის ქედ­ზე სა­გან­გა­შო­ა, რად­გან რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო ინ­ტე­რე­სები იხატება. ამ­დე­ნად, ხელი­სუფ­ლებასაც და სა­ზო­გა­დოებასაც ამ კუთხით გან­სა­კუთ­რებული ყურად­ღება მარ­თებთ, რად­გან, შე­საძ­ლოა, ნებით თუ უნებლი­ედ, კი­დევ ერ­თი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვის ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი ყაზბეგის ტე­რი­ტო­რი­ის შე­საძ­ლო და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რებით კი ოსურ პრე­სა­ში გა­ცი­ლებით ად­რე მიმ­დი­ნა­რეობდა, ვიდ­რე ეს ქარ­თუ­ლი მხარის­თვის ცნობილი გახდა. ერთ-ერ­თმა ოსურ­მა გა­მო­ცე­მამ, „ოსე­თის პულ­სი", გა­სუ­ლი წლის სექ­ტემბერ­ში გა­მო­აქ­ვეყნა სტა­ტია „ყაზბეგის სა­კითხი". ჟურ­ნა­ლისტს და­საწყის­ში­ვე აქვს კითხვა დას­მუ­ლი - „არ დად­გა დრო, რომ და­ის­ვას სა­კითხი ძირ­ძვე­ლი ოსუ­რი მი­წების - თრუ­სოს და გუ­დის ხეობის და კობის უღელ­ტეხილის დაბრუ­ნებისა, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ გა­დას­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს და დღემ­დე რჩება სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლობაში?" ჟურ­ნა­ლის­ტი დარ­წმუ­ნებით წერს, რომ ეს ად­გი­ლები რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­კუთ­რებაა და ჩრდი­ლო-ოსეთს ეკუთ­ვნის. „ყაზბეგის რა­ი­ო­ნი კი ოსე­თის დე­და­ქა­ლა­ქი­დან, ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან, 54 კი­ლო­მეტ­რში მდებარეობს," - რო­გორც სტა­ტი­ის გან­ვი­თა­რებიდან ირ­კვე­ვა, ესეც მათ­თვის ერთ-ერ­თი არ­გუ­მენ­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრები დღემ­დე კვლავ და­უც­ვე­ლი რჩება. თუმ­ცა, რო­გორც ექ­სპერ­ტები ამბობენ, გარ­და აფხაზე­თის და ოსე­თი­სა, რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე სა­საზ­ღვრო ზოლ­მა, ჩვენ­და სამ­წუხაროდ, კი­დევ გად­მო­ი­წია. ამჯერად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია 1921 წლი­დან დღემ­დე ორი მე­სა­მე­დით შემ­ცირ­და. საზ­ღვრებთან არ­სებულ პრობლე­მებზე გვე­საუბრება ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე.

 

- ბოლო პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყაზბეგის რა­­­ნის საზ­ღვრებსაც გვე­და­ვებიან. რა ხდება, მარ­თლა გვარ­თმე­ვენ ამ კუთხეს?

- მო­დით, ჯერ ნუ გა­ვამ­წვა­ვებთ ვი­თა­რებას. დი­დი მად­ლობა მინ­და გა­და­ვუხადო ჩვენს მე­გობარ ინ­გუ­შებს, რომ­ლებმაც ეს მა­სა­ლა მოგ­ვა­წო­დეს და გან­გა­შის ზა­რი შე­მოჰკრეს - ეს არის ინ­გუ­შების სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა, ვინც ჩვენ­თან კონ­ტაქ­ტშია. მათ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ჩრდი­ლო­ო­სურ პრე­სა­ში  2008  წლის  სექ­ტემბერ­ში  და­იწყო  კამ­პა­ნია   ყაზბეგის   რა­ი­ო­ნის   კუთ­ვნი­ლებას­თან და­კავ­ში­რებით. ეს არის ოსუ­რი მი­წა, რო­მე­ლიც სტა­ლინ­მა თა­ვი­სი გა­დაწყვე­ტი­ლებით მი­ა­კუთ­ვნა სა­ქარ­თვე­ლოს და რად­გან სა­ქარ­თვე­ლო საბჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლობიდან გა­მო­ვი­და ისე, რომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ოსი ხალხის ნება, ამი­ტომ ეს მი­წები უნ­და დაუბრუნ­დეს ოსებსო - ეს არის მა­თი აზ­რი. სა­ერ­თოდ ით­ვლება, რომ ეს ად­გი­ლი იყო სამხრეთ ოსე­თის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. სხვა­თა ­შო­რის, უნ­და გითხრათ, რომ ომის პირ­ველ დღეებში ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის მთი­ა­ნი ზო­ნის ოსუ­რი მო­სახლეობა ოს მო­რო­დი­ო­რებს ყაზბეგის რა­ი­ონ­ში ემა­ლებოდა. ეს კამ­პა­ნია წა­მო­იწყო ოსურ­მა გა­ზეთ­მა, რო­მელ­საც ჰქვია „ოსე­თის პულ­სი." ერ­თი შეხედ­ვით, რამ­დე­ნი პა­ტა­რა რა­ი­ო­ნუ­ლი გა­ზე­თი რა­ღა­ცას და­წერს, რე­აქ­ცია თით­ქოს არ უნ­და გქონ­დეს, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ეს გა­ზე­თი ეკუთ­ვნის რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატს არ­სენ ფაძა­ევს, რო­მე­ლიც არის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭი­დაობაში. მახსოვს მი­სი ჩა­მოს­ვლები თბილის­ში, რო­გორ ელა­ქუ­ცებოდა და ეპირ­ფე­რებოდა ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს და სხვა ქარ­თველ მო­ჭი­და­ვეებს. ეხლა გახდა დუ­მის დე­პუ­ტა­ტი და ან­ტი­ქარ­თვე­ლი. ის თა­ვის საქ­ცი­ე­ლით და გა­ზე­თის ტო­ნა­ლობით უხერხულ მდგო­მა­რეობაში აგ­დებს იმ ოს მო­სახლეობას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და თა­ვის სამ­შობლოდ სა­ქარ­თვე­ლოს თვლი­ს.

- რა­ტომ წა­მო­იწყო ეს კამ­პა­ნია?

- ეს არ არის არ­სენ ფაძა­ე­ვის პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა. ეს არის საჯილ­დაო ქვა, სა­სინჯი ქვა, რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნებული ვარ, ინი­ცი­რებულია მოს­კო­ვი­დან. ფაძა­ე­ვი თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებლობით იმ კა­ტე­გო­რი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნება, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებლად მო­ი­ფიქ­რებდა ასეთ სვლას. ის, რომ თა­ვის დრო­ზე რუ­სეთ­მა „კე­თი­ლი ნება" გა­მო­ი­ჩი­ნა და ყაზბეგის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებლებს დარ­თო ნება, ვი­ზების გა­რე­შე გა­და­ეკ­ვე­თათ საზ­ღვა­რი (ვი­საც უწე­რია პას­პორ­ტში ყაზბეგის რა­ი­ო­ნი, მას შე­უძ­ლია, პრობლე­მის გა­რე­შე გა­დაკ­ვე­თოს რუ­სე­თის საზ­ღვა­რი), მა­შინ ახსნი­ლი იყო ასე, რომ ყაზბეგის რა­ი­ო­ნის და სტე­ფან­წმინ­დის მო­სახლეობა არის ოდით­გან­ვე ინ­ტეგ­რი­რებული ჩრდი­ლო ოსეთ­თან და მათ­თვის უვი­ზოდ გა­დას­ვლა მო­სახერხებელია.

- რო­მე­ლი მხრი­დან იყო ასე აღ­ქმუ­ლი?

- რუ­სუ­ლი მხრი­დან. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ისი­ნი მარ­თლაც მათ სივ­რცე­ში იყვნენ ინ­ტეგ­რი­რებულები. ეს იყო შო­რე­უ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი, რა­თა ეს კამ­პა­ნია შემ­დგომ ეტაპ­ზე ეწარ­მოებინათ. ლარ­სის სა­გუ­შა­გოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახსნაც რუ­სე­თის მხრი­დან იყო პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დება, რაც ეჭვს ბადებს. ეს ფაქ­ტი რუ­სულ­მა მხარემ ასე ახსნა - მი­სი ერ­თგვა­რი კე­თი­ლი ნება სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თობები აღ­დგეს და ეს იყო ნაბიჯი სომხებთან მი­მარ­თებაში, რად­გან მათ არ აქვთ სხვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლება რუ­სეთ­თან. ეს არის ზე­და­პირ­ზე და­დებული ქმე­დებები, მაგ­რამ არის სხვა ჩა­ნა­ფიქ­რიც: ერ­თის მხრივ სა­ზო­გა­დოების თვალ­ში ნაც­რის შეყრა და მე­ო­რეს მხრივ, არ არის გა­მო­რიცხული, სხვა­დასხვა გზით და­იწყოს ყაზბეგის მო­სახლეობაზე ზე­მოქ­მე­დება. და­იწყება ლა­პა­რა­კი იმის შე­სახებ, რომ ყაზბეგის მო­სახლეობა არ არი­ან ქარ­თვე­ლები, ან კი­დევ არი­ან ქარ­თვე­ლები, მაგ­რამ და­ჩაგ­რუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლების მხრი­დან, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ჩვენს ხელი­სუფ­ლებას სახელ­მწი­ფოებრი­ვი კო­ორ­დი­ნირებული ზრუნ­ვის ფორ­მა ამ რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებთა მი­მართ არ აქვს. გა­ზის სა­კითხი ავი­ღოთ: მო­სახლეობის დაჟინებული თხოვ­ნით, სახელ­მწი­ფომ და­იწყო სა­ფა­სუ­რის გა­დახდა, ახლა კი უცებ შე­უწყვი­ტა გაფრთხილების გა­რე­შე. არ­სებობს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი მთი­ან რე­გი­ო­ნებთან მი­მარ­თებაში, რო­მე­ლიც უნ­და მუ­შაობდეს ყაზბეგის რა­ი­ონ­ში, რად­გან ეს ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნი­ა, რა­ჭის და სვა­ნე­თის შემ­დეგ, სა­დაც მო­სახლეობა შე­ნარ­ჩუ­ნებულია. თუ­შე­თი, ხევ­სუ­რე­თი დაც­ლი­ლია და საზ­ღვრები მო­შიშ­ვლებული. სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლება უნ­და გა­დაჰყვეს მთი­ა­ნეთს, რომ იქ რო­გორ­მე მო­სახლეობა დაბრუნ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყაზბეგის მო­სახლეობის სულ­მოკ­ლე ნა­წი­ლის გა­დაბირების ალბათობა რუ­სე­თის მხრი­დან ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. იქ 3 000 კა­ცი ცხოვ­რობს და რუ­სების­თვის მა­თი გა­დაბირება საკ­მა­ოდ იო­ლად შე­იძ­ლება. სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლება უნ­და იყოს ფრთხილად და ყურად­ღებით და არა მარ­ტო ხელი­სუფ­ლება, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზიები, სა­ზო­გა­დოება. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დოების დიდ ნა­წილს კი სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს, რა ხდება თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი და­სახლებული პუნ­ქტის გა­რეთ.

- სახელ­მწი­ფოს არ შე­უძ­ლია, ახლა, დროებით მა­ინც, გა­აძ­ლი­­როს ეს საზ­ღვრები?

- მე სახელ­მწი­ფოს­თან პრობლე­მები რომ მაქვს, იმი­ტო­მაც ვაკ­რი­ტი­კებ და ვა­ფა­სებ მის ქმე­დებას კა­ტას­ტრო­ფუ­ლად. ხელი­სუფ­ლების და­ნა­შა­უ­ლის აღ­წე­რა შე­უძ­ლებელი­ა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დოებაც უნ­და იყოს აქ­ტი­უ­რი. 1921 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია 60 000 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და. ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დება, რაც ბევრს არ ანაღ­ვლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა ად­გი­ლებზეა საუბარი?

- სო­ჭის მხარე, არ­და­გა­ნი. ობიექ­ტუ­რები რომ ვიყოთ, ის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მი­ერ იყო დაბრუ­ნებული, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სისხლიც და­იღ­ვა­რა. სა­ინ­გი­ლო, ლო­რე, იქ, სა­დაც ახტა­ლის ცნობილი ეკ­ლე­სი­აა. კო­მუ­ნის­ტების ბატო­ნობა ამით დამ­თავ­რდა. მა­ნამ­დე, 80-იან წლებში, ჩვენ გა­და­ვე­ცით ყვარ­ლის რე­გი­ო­ნის ერ­თი ნა­წი­ლი და­ღეს­ტანს. ჩვენ მათ სა­მა­გი­ე­როდ დაგ­ვით­მეს ყიზ­ლა­რის სა­ძოვ­რები. დამ­თავ­რდა საბჭო­თა კავ­ში­რი, ყიზ­ლა­რიც დავ­კარ­გეთ და ეს მთა რუ­სებმა და­ი­სა­კუთ­რეს, სა­დაც დღეს დი­დი რა­დი­ო­სა­ლო­კა­ციო სად­გუ­რია. დავ­თმეთ აფხაზე­თი და სა­მა­ჩაბლო. ეს - რაც მსხვი­ლი ტე­რი­ტო­რიები იყო. ხევ­სუ­რეთ­ში დავ­კარ­გეთ საკ­მა­ოდ დი­დი სო­ფე­ლი - ფიჭ­ვები. დავ­კარ­გეთ ინ­გუ­შე­თის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­საზ­ღვრო ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მე­საზ­ღვრეებმა და­ი­კა­ვეს. ამა­ზეც ხმა არა­ვის ამო­უ­ღია. ახლა დავ­კარ­გეთ 600 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი - სომხეთის საზ­ღვარ­ზე. ასე­ვე წი­თელ ხიდ­თან 300 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი საზ­ღვრის არას­წო­რი აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ოების გა­მო.

- ეს ჩვე­ნი შეც­დო­მის შე­დე­გად მოხდა?

- აი, ეს ჩვე­ნი მხრი­დან აბსო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რებელი ნაბიჯის შე­დე­გად მოხდა. ინ­გუ­შე­თის საზ­ღვარ­ზე თუ ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნიკ­მა მო­ი­პა­რა, აქ ჩვენ­მა მა­შინ­დელ­მა ხელი­სუფ­ლებამ არ­ჩია, არ გა­ერ­თუ­ლებინა ურ­თი­ერ­თობა ჰეი­დარ ალი­ევ­თან. მე­რე გა­რეჯი - შე­იძ­ლება აქ დი­დი ფარ­თობი არ იყოს, მაგ­რამ, ფაქ­ტი­ა, რომ სა­და­ვოა.

- გა­მო­დის, ხელი­სუფ­ლებამ ეს ფაქ­ტები იცის, მაგ­რამ არ მოქ­მე­დებს და რა­ტომ?

- ის ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც საზ­ღვრის დე­მარ­კა­­ცი­ა­ზე მუ­შაობენ ხელ­თათ­მა­ნებივით იც­ვლებიან.

- პა­სუხის­მგებელი ვინ არის?

- ერ­თი შეხედ­ვით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მაგ­რამ მი­ნის­ტრები რომ იც­ვლებიან, ავ­ტო­მა­ტუ­რად, ახალი მო­ად­გი­ლეებიც ინიშ­ნებიან. საზ­ღვრის დე­მარ­კა­­ცი­ა­ზე პა­სუხის­მგებელი ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი მო­ად­გი­ლე­ა, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, და­ნიშ­ვნის შემ­დეგ იწყებს სწავ­ლას. ამი­ტომ ისი­ნი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ახერხებენ ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კების გა­ცუ­რებას. ჩვენ­თან მუდ­მი­ვად იც­ვლებიან პი­როვ­ნებები, იქ კი მუდ­მი­ვად ზის შამბა, რო­მე­ლიც უკ­ვე პი­რა­დად და ოჯახებით იც­ნობს უცხოელ დიპ­ლო­მა­ტებს, რომ­ლებიც ამ სა­კითხზე მუ­შაობენ და­სავ­ლეთ­ში. მე­ტიც, ზოგ შემთხვე­ვა­ში შამბა უფ­რო მი­სა­ღებია ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რი დიპ­ლო­მა­ტების­თვის, ვიდ­რე ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც აზ­რზე არ არის, რა უნ­და ილა­პა­რა­კოს, პირ­ველ შეხვედ­რა­ზე - გან­სა­კუთ­რებით. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ბორია ჩო­ჩი­ევ­ზე, რო­მე­ლიც დაწყებითი კლა­სის მას­წავ­ლებლის დო­ნე­ზე იყო, მაგ­რამ დღეს ქი­ციც იცის და ქიც­მა­ცუ­რიც.

- მო­წეს­რი­გებული მდგო­მა­რეობა გვაქვს თურ­ქე­თის საზ­ღვარ­ზე...

- გე­თანხმებით, აქ საზ­ღვა­რი და­ფიქ­სირ­და ისე­თი, რო­გო­რიც იყო საბჭო­თა კავ­ში­რის დროს. მაგ­რამ ქვეყნის ასე­თი უპა­სუხის­მგებლო და­მო­კი­დებულების ფონ­ზე, რაც ხდება სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრთხოების თვალ­საზ­რი­სით, დაახლოებით 1000-მდე ბავ­შვია წაყვა­ნი­ლი თურ­ქეთ­ში. მათ იქ გა­ი­ა­რეს ის­ლა­მუ­რი სკო­ლები და ნა­წი­ლი უკან არის დაბრუ­ნებული. ეს კი მეხუთე კო­ლო­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

... ამ ფონ­ზე, 18 თებერ­ვალს ეუ­თოს ოფის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შაობა შეწყვი­ტა, ხოლო რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ე­როს ოფი­სი დახურ­ვის რეჟიმ­ში გა­და­ვი­და. ორი­ვე შემთხვე­ვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ციების სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა რუ­სულ მხარეს­თან ასო­ცირ­დება. ამ ეტაპ­ზე ქვეყნის მას­შტაბით მხოლოდ ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სია რჩება.

 

 


მა­რი­კა ვა­ჭა­რა­ძე
22.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Gee whiz, and I thughot this would be hard to find out.
: More posts of this quyiatl. Not the usual c***, please
: Be certain to purchase substantial quantities med-pay, if Quotes Chimp don't have medical insurance policy. It Is comparatively cheap, and if you should be hurt in a car accident it might suggest the distinction between sufficient attention along with a visit to your own state clinic, where therapy could possibly be catch as catch can.
: With all these hope viagra levitra heliomeds.com viagra levitra online buy levitra keeps a term life insurance bestlifeinsurpolicy.com life insurance quotes alive. silly such page health insurance affordable comparehealthinsur.com association health insurance small business great my websites, internet
: That's an inegllitent answer to a difficult question xxx
: Percfet shot! Thanks for your post!
: That's 2 celevr by half and 2x2 clever 4 me. Thanks!
: 20
: Last one to utilize this is a rtoetn egg!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.