მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
„რა, სემეკს და საგზაო დეპარტამენტს თქვენი არჩეული მერი უხელმძღვანელებს?"


ქუ­თა­ის­ში  სა­მი დი­დი სტრუქ­ტუ­რის - სე­მე­კის, კონ­ტრო­ლის პალა­ტი­სა და საგ­ზაო დე­პარტა­მენ­ტის გად­მო­ტა­ნას ქა­ლა­ქის ფუნ­ქცი­ურ დატ­ვირ­თვა­სა და მი­სი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის ხარისხის მა­ტებას უკავ­ში­რებენ, თუმ­ცა ამას - ზო­გი­ერთ შემთხვე­ვა­ში უფ­რო, ფსევ­დო­დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის შე­ფა­სებაც ეძ­ლე­ვა. დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­­სა და თვით­მმარ­თვე­ლობის პრობლე­მებზე ექ­სპერტს, სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის გამგეობის თავმჯდო­მა­რეს, კო­ტე კან­დე­ლაკს ვე­საუბრეთ.

-  ბატო­ნო კო­ტე, ქუ­თა­­სი­სათ­ვის რამ­დე­ნად სა­სარ­გებლო შე­იძ­ლება იყოს სა­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის გად­მო­ტა­ნა და რა კონ­ტექ­სტში შე­იძ­ლება გა­ნიხილოთ ეს ად­გილ­მო­ნაც­ვლეობა?

- ეს არის, უბრა­ლოდ, და­წე­სებულებების გად­მო­ტა­ნა ქუ­თა­ის­ში და ქა­ლა­ქის­თვის რა­ღაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დატ­ვით­ვის მი­ცე­მა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების ოფი­სების გა­დმო­ტა­ნას ქუ­თა­ის­ში  უფ­რო მე­ტად ის დატ­ვირ­თვა აქვს, რომ იქ მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მოს­ვლა მა­ინც გა­აცხოვე­ლოს - გაჩ­ნდეს სა­მუ­შაო ად­გი­ლები. თუ სე­მეკ­ში რა­ღაც სა­კითხების გა­სარ­კვე­ვად მო­ქა­ლა­ქეები თბილის­ში ჩა­დი­ოდ­ნენ, ახლა ჩა­მოვ­ლენ ქუ­თა­ის­ში. ეს,  ერ­თგვა­რად, ხელს შე­უწყობს გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სების შე­მო­დი­ნებასა და მოძ­რაობას.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არა­ა,  თბილი­სი­დან დე­და­ქა­ლა­ქი რომ გად­მო­ი­ტა­ნონ ქუ­თა­ის­ში, ან სოხუმ­ში, ეს დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია არ იქ­ნება, ეს იქ­ნება უბრა­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის შეც­ვლა.

- თუმ­ცა, ოფი­ცი­­ლურ განცხადებებში აქ­ცენ­ტი ამა­ზე კეთ­დებოდა...

- დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ად ეს რო­გორ შე­იძ­ლება მო­ვი­აზ­როთ, რა, ამ სტრუქ­ტუ­რებს მი­ნის­ტრები ან მთავ­რობა აღარ უხელ­მძღვა­ნელებს, თუ თქვენს არ­ჩე­ულ მერს და­ექ­ვემ­დებარება?! დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, არ­სობრი­ვად, სულ სხვა რა­ღა­ცა­ა, ეს დე­კონ­ცენტ­რა­ცი­აც კი არ არის. ეს არის მხოლოდ ერ­თი ოფი­სის გა­და­ტა­ნა ქუ­თა­ის­ში.

- რაც შეეხება ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მე­ნტის გად­მო­ტა­ნის ჯერ არც ისე აქ­ტი­ურ ვე­რსი­ას, რამ­დე­ნად რე­­ლუ­რი შე­იძ­ლება იყოს, მი­თუ­მე­ტეს საუბარია იმის შე­სახებ, რომ ბათუ­მის ოპე­რის თე­ატ­რის დამ­პრო­ექ­ტებელი კომ­პა­ნია  ქუ­თა­­სის პარ­ლა­მე­ნტის შე­საძ­ლო შე­ნობაზეც მუ­შაობს. 

- არ ვი­ცი, მაგ­რამ, პრინ­ციპ­ში, რა მნიშ­ვნე­ლობა აქვს, სხდო­მები სად ჩა­ტარ­დება, ბოლო ორი თვე ისე­დაც  არ ტარ­დებოდა

- რამ­დე­ნად წარ­მა­ტებული შე­იძ­ლება იყოს თვით­მმარ­თვე­ლობის საქ­მი­ანობა, თუ ქა­ლაქს გან­ვი­თა­რების სტრა­ტე­გი­­ლი გეგ­მა არ ექ­ნება?

- თუ გეგ­მა არ­სებობს და გა­წე­რი­ლია გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რა თქმა  უნდა, კარ­გია. უკე­თე­სია, რო­ცა გეგ­მის მიხედ­ვით, თან­მიმ­დევ­რუ­ლად მოქ­მე­დებ. ამ გეგ­მის შე­მუ­შა­ვებაში მო­სახლეობა უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი, რა­თა პრი­ო­რი­ტე­ტების გან­საზ­ღვრა­ში მა­თაც მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლეობა. ეს გამ­ჭვირ­ვა­ლობასაც ხელს უწყობს. თუმ­ცა ტყუილად გეგ­მის და­წე­რა­საც არ აქვს აზ­რი, თუ მე­რე მი­სი განხორ­ცი­ე­ლების სა­შუ­ა­ლება არ იქ­ნება. თუ ვი­ცით, რომ 5-6 წე­ლი­წად­ში, ვთქვათ, ქა­ლაქ­ში მა­გის­ტრა­ლი აშენ­დება, იქ ქარხანა აღარ უნ­და ავა­შე­ნოთ, ან რა­ღაც სხვა ობიექ­ტი, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლება, მა­ლე და­სან­გრე­ვი გახდეს.

ჩვენ­თან, სამ­წუხაროდ, ისე დამ­კვიდ­რდა, რომ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების გეგ­მა ფიქ­ტი­ურ ხასი­ათს ატა­რებს. მას  ზოგჯერ იმი­ტო­მაც წერ­დნენ, რომ კა­ნო­ნის მოთხოვ­ნა იყო და რე­ა­ლუ­რად მის შეს­რუ­ლებას არც არა­ვინ მის­დევს. ამ გეგ­მების შედ­გე­ნას ასე­ვე ხელს უშ­ლის ისიც, რომ არ არის გან­საზ­ღვრუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სად რა ტი­პის თვით­მმარ­თვე­ლობა შე­იძ­ლება იყოს

- თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუს­ტრი­­ლი ზო­ნის გა­მოცხადების ამბავს რომ სპონ­ტა­ნუ­რად ვიტყობთ, ეს რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია და რამ­დე­ნად უნ­და იყოს ასე­თი ინი­ცი­­ტი­ვები ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რების გეგ­მა­ში გა­წე­რი­ლი?

-  ამ ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვის გახმო­ვა­ნების წინ  ხან­გრძლი­ვი მსჯელობა უნ­და გა­მარ­თუ­ლიყო - იმის შე­სახებ, რას მო­უ­ტანს ინ­დუს­ტრი­უ­ლი ზო­ნა ქა­ლაქს. ქა­ლა­ქი ამის­თვის უნ­და მო­ემ­ზა­დოს ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად და, ბუნებრი­ვი­ა, ასე­თი გა­დაწყვეტი­ლებები უფ­რო გა­აზ­რებული და ნაკ­ლებსპონ­ტა­ნუ­რი უნ­და იყოს.

- არ­ჩევ­ნების და­ნიშ­ვნის შემთხვე­ვა­ში, რამ­დე­ნად შე­საძ­ლოა შე­­ლი­ოს ხელი­სუფ­ლება თვით­მმარ­თვე­ლობაში უმ­რავ­ლე­სობას?

- არ­ჩევ­ნების და­ნიშ­ვნა არ გუ­ლისხმობს იმას, რომ ხელი­სუფ­ლება რა­მის დათ­მობას აპი­რებს, მას პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის უმ­რავ­ლე­სობით მოს­ვლის უფ­რო ეში­ნი­ა, ვიდ­რე ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში. იმი­ტომ, რომ იქ რე­ა­ლუ­რი სა­და­ვეებია. თვით­მმარ­თვე­ლობას რაც შეეხება, ამ შემთხვე­ვა­ში,  თუ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ი­მარჯვა, ხელი­სუფ­ლებას უფ­რო მე­ტი ბერ­კე­ტი აქვს, ის ფიქ­ცი­ად და პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რების ას­პა­რე­ზად აქ­ცი­ოს. თუ მას ფი­ნან­სები არ ექ­ნა და იქ იყვნენ სულ ოპო­ზი­­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები, მოხდება და­პი­რის­პი­რება, რად­გან დღეს­დღეობით ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გაძ­ლი­ერებული არ არის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა. უკ­ვე საუბარია მმარ­თვე­ლობის ამ სის­ტე­მა­ში ცვლი­ლებების შე­ტა­ნის აუ­ცი­ლებლობაზე, გარ­კვე­ულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მოწყობის სა­კა­ნონ­მდებლო ცვლილებებზე.

შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხსე­ნოთ ის ფაქ­ტი, რომ  წი­ნა მოწ­ვე­ვის საკ­რებულოებში მრავ­ლად იყვნენ  წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რები. ხშირ შემთხვე­ვა­ში ქა­ლა­ქის მე­რები მა­შინ­დე­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­დნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ცვლიდ­ნენ, რად­გა­ნაც ქვეყანა­ში ფის­კა­ლუ­რი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია არ არ­სებობდა. არც დღეს არის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია. რე­გი­ო­ნები და­მო­კი­დებულია ცენ­ტრის წყალობაზე. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მა. წე­სით, ეს დახმა­რება თა­ვი­დან­ვე უნ­და ყოფი­ლიყო გა­წე­რი­ლი და გა­მო­თა­ნაბრებით ტრან­სფერ­ში ასახულიყო, მაგ­რამ ეს გა­მოჩ­ნდა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების წყალობა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ი­მარჯვა, ად­ვი­ლი შე­საძ­ლებელია, ასე­თი „წყალობები" ცენ­ტრა­ლურ­მა ხელი­სუფ­ლებამ აღარ და­უშ­ვას. ამით ხალხს იმას და­ა­ნახებს, ოპო­ზი­ცი­ას რომ აირ­ჩევ, რა მში­ე­რი და მწყურ­ვა­ლი ხარ.

- ამ რე­­ლობებში, შე­უძ­ლია თუ არა თვით­მმარ­თვე­ლობას  ძლი­­რი რგო­ლი გახდეს?

- შე­უძ­ლია, თუ  გამბედაობას მო­იკ­რებს. დღეს, კა­ნონ­მდებლობით, ბევ­რი შეზ­ღუდ­ვა კი და­უ­წეს­დათ, მაგ­რამ ამა­ვე კა­ნო­ნის ფარ­გლებში მას შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი ნება და პრო­ტეს­ტი გა­მოხატოს და ამის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლება არ­სებობს. შე­უძ­ლია, შე­ე­წი­ნააღმ­დე­გოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების სხვა­დასხვა უკა­ნო­ნო და­ვა­ლება, კა­ნო­ნის მიხედ­ვით გა­წე­რი­ლია ის, რომ საკ­რებულო მე­რი­ის სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ჩა­ე­რე­ვა. მაგ­რამ კა­ნონ­ში წე­რი­ა ისიც, რომ საკ­რებულოს ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლებაა ნებარ­თვების გა­ცე­მა. და სწო­რედ ამ დროს შე­უძ­ლია, უფ­რო პრინ­ცი­პუ­ლი იყოს.


ნი­ნო ჯანე­ლი­ძე
22.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your cranium must be potrcteing some very valuable brains.
: Wow, that's a raelly clever way of thinking about it!
: 20
: 20
: That's really srehwd! Good to see the logic set out so well.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
27-05-2017
2.4172   0.0000
2.7114   0.0000
3.1339   0.0000
4.2921   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 25 °C
ღამით + 14 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.