მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კონფლიქტის ზონა - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი არ ჩაუკეტავთ

ნაციონალური ტელეარხებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ტელევიზიების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის და კონტროლის გამკაცრების შესახებ. 27 ივლისს, დილის კურიერში შორი ხედით, შეკრებილი ხალხი უჩვენეს და თქვეს, რომ ამ ადამიანებს საზღვრის გადმოკვეთა და ზუგდიდში გადმოსვლა სურდათ, მაგრამ რუსი მესაზღვრეები არ უშვებენ. - ასეთ ინფორმაციას, არც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობაში და არც გალის რაიონიდან გადმოსულები არ ადასტურებენ.

კურიერში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, "თავისუფალი სიტყვა" იმ დღესვე, ზუგდიდში გადმოსულ გალელებს, აფხაზეთისკენ მიმავალი ავტობუსების გაჩერებაზე გაესაუბრა. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი, შუახნის ქალბატონის თქმით,  დილით, ჩვეულებრივ, `მარშუტკით~ ნაბაკევი-ხურჩას საზღვრიდან გადმოვიდა. საზღვარზე აფხაზები იდგნენ, როგორც ყოველთვის საბუთებს გადახედეს და 3 ლარი გადაგვახდევინეს. ეს იყო და ეს! ჩაკეტილი საზღვარი მე იქ რა მინახავს..."

27 ივლისს, დილით, განმუხური-ფიჩორის საზღვარზე ზუგდიდი-გალის მიმართულებით მოძრავი ავტობუსიც უპრობლემოდ გადმოვიდა. ამ ავტობუსის მგზავრებმაც უარყვეს საზღვრის გადაკეტვის ფაქტი - "საზღვარი თუ გადაკეტილია, აბა, როგორ გადმოვიდოდით? როგორც წინათ, დღესაც ისე გადმოვედით და ხედავთ, რომ იქითაც დატვირთულები მივდივართ. რაც ტელევიზიით გადის, სიმართლეს არ შეესაბამება, ასეთი პროვოკაციები რაში აწყობთ, ვერ ვხვდები..."

საზღვრების ჩაკეტვას არ ადასტურებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, თორნიკე კილანავა - "ეს საზღვარი თითქმის 70 კილომეტრზეა გადაჭიმული და ამის იდეალური ჩაკეტვა შეუძლებელია. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა გზა ჩაკეტეს  და მგზავრები არ გაატარეს, შესაძლებელია, მაგრამ, ალბათ, კონკრეტულ ადგილას მოხდა და არა მთელს პერიმეტრზე, რადგან ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც საზღვარი გადაკვეთა მოსახლეობამ, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებით." კილანავა აღნიშნავს, რომ საზღვარი არც მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე, რუხის საზღვართან გადაუკეტავთ და იქ ფეხით მოსიარულეები ჩვეულებრივ დღესაც გადმოდიან.

ქართულმა ტელევიზიებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზუგდიდის, მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მგზავრები და მძღოლი დააკავეს. ამ ინფორმაციას თორნიკე კილანავაც ადასტურებს - "ორი მიკროავტობუსის დაკავება მოხდა - ერთში 16, მეორეში კი 12 მგზავრი იყო. ისინი თავდაპირველად ოტობაიას ტერიტორიაზე განთავსებულ შტაბში მოათავსეს, თუმცა, საღამოს დაკავებულები გაანთავისუფლეს და მხოლოდ მძღოლები დაიტოვეს. არ ვიცით რა სახის ბრალდება წაუყენეს, ან მათ სანაცვლოდ რას ითხოვენ." თორნიკე კილანავა არ გამორიცხავს თხილის სეზონთან დაკავშირებით გალის რაიონში სიტუაციის დაძაბვას:

- "რუსებს ადგილობრივებთან ურთიერთობის გამოცდილება არა აქვთ და თხილის მოსავალის აღებასთან დაკავშირებით ძალების განსამტკიცებლად, გალში თვით აფხაზეთის ეწ. შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია იყო ჩამოსული. მისი ვიზიტი, გალის რაიონში,  აფხაზური მილიციის გაძლიერებას ითვალისწინებდა, რათა მოახდინონ თხილის "ხარკის" მოსახლეობიდან ამოღება."
 
                                                                                            

პაატა ლაგვილავა
30.07.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
18-10-2018
2.6838   -0.0017
3.1022   -0.0073
3.5265   -0.0243
4.0978   -0.0030
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 22 °C
ღამით + 11 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.