მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ისე დოუმშვენდათ ცხვირ-პირი!

 

ხალხი იძახის, გზების დაგების მეტი არაფერი იცის ჩვენმა მთავრობამო და, მე თუ მკითხავ, ეგიც არ იციან. გულგასისინებული ვარ კაცი. მარტვილში მივდიოდი ჩემი ბიძაშვილის ნათლობაში. ერთი ძველებური, შემორჩენილი საბჭოთა მანქანა მყავს, „მოსკვიჩი", კი მინდა, რო გამოვცვალო მარა, ამ მთავრობის ხელში მაგას მოვახერხებ მე?

ხოდა, იმას გეუბნებოდი, მარტვილში ვიყავი დაპატიჟებული ბიძაშვილის ნათლობაში-თქვა. ხონი-მარტვილის გზა რო ახალი გაკეთებულია, მაგი თქვენც ქე იცით, მარა, მთავარი იგია, ნანახი თუ გაქვთ. მოვაჯექი ამ ჩემს ლურჯას და გავქანდი. რა მენაღვლება, მე ვიფიქრე, გზა კაი, მანქანა კაი, შაფიორი კაით-ქვა და აწყობილი მაქვს, მე მეგონა, ცხოვრება! მარა, თურმე, ძაან ადრე გაგიხარია ქაიხოსრო...

დავადექი გზას და დამაწყდა ნევრები, შემხვედრ მანქანას ვერ ვუვლი, კაცო, გვერდს! მივბობღიალობ, დამეჭიმა გულის ძარღვიც, ნევრიც და ყველაფერიც. გავაჩერე მანქანა, მე ვიფიქრე, ცუდათ ხო არ გახდა ეს ქვეყნის ჭირ-ვარამზე მოფიქრალი ქაიხოსრო-თქვა. გადმევედი გარეთ და გევიარ-გამევიარე... ერთი პატიოსანი გლეხის კაცი მოდიოდა და ე გაფითრებული კაცი რო დამინახა, მკითხა, რა იყო, ბატონო, ხო არაფერი გიჭირსო?

ვუთხარი ჩემი გასაჭირი, მანქანისთვის გვერდის ავლა ვერ მომიხერხებია-თქვა.

დამამშვიდა ამ კაცმა, ნუ გეშინია, ბიძია, მაგი უკუღმართად გაკეთებული გზის ბრალია. ამ გზას რო აკეთებდენ, სიგანეში გვარიანად ჩამოაკლეს,  ეტყობა, ეკონომია გააკეთეს და მის მერე არის, მანქანები გვერდს რო ვერ უვლიენ ერთმანეთსო.

ჩემ ნამუსს გეფიცებით, გამისკდა კაკალი გული! ესაა დაგებული გზა? რაფერაც ეს გზაა დამშვენებული, ისე დოუმშვენდათ მაგენს ცხვირ-პირი!

ახლა კიდო,  გუშინ იყო თუ გუშინწინ, გახსნა ჩვენმა პრეზიდენტმა გომბორის გზა. ნეტაი ერთი, რაფერ მაინტერესებს, ის გზაც ასეთი ნახალტურალია? რავა ყველას გვატყუებენ, გონია?!


ქაიხოსრო იმერეტინსკი
14.09.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
19-10-2018
2.7026   0.0188
3.1134   0.0112
3.5485   0.0220
4.1226   0.0248
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 22 °C
ღამით + 11 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.