მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
როცა სამსახური მეორე ოჯახია...
ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, რომ თითოეული ადამიანისათვის ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, ადამიანი ხომ ამავე დროს ერისა და სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრია და მას დიდი როლი აკისრია საზოგადოების წინაშე.
აქედან გამომდინარე, სოციალიზაცია, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და გარემო, სადაც ის ყალიბდება პიროვნებად და იმკვიდრებს თავის ადგილს საზოგადოებაში, დღეს მეტად მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ხდება.
თითოეული ადამიანი, გარკვეულ ჯგუფთან ერთად ის ძალაა, რომელიც ხშირად განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებასა და აზროვნებას.
სამსახური და სამსახურეობრივი მოვალეობები კი პიროვნებას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და კუთვნილი ადგილი დაიმკვირდოს საზოგადოებაში.

შრომითი კოლექტივები ემსახურებიან გარკვეულ მიზანს _ შექმნან მატერიალური თუ არამატერიალური დოვლათი (პროდუქტი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ საწარმოო პროცესი მხოლოდ ამ საქმიანობით არ შემოიფარგლება. ადამიანთა შორის ჩამოყალიბებული ჯანსაღი ურთიერთობები ის ფენომენია, რომელიც შემდგომ ძალიან ღირებული და ძვირფასი ხდება და რაც ადამიანს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სამსახური მათი მეორე ოჯახია.

ეს ადამიანები, რომელთა შესახებაც წერილის მომზადება გადავწყვიტე, თავს მართლაც რომ ერთი დიდი ოჯახის წევრად თვლიან. მიიჩნევენ, რომ საერთო იდეებმა და მიზნებმა, ერთმანეთთან ყოველდღიურმა კონტაქტმა, ურთიერთთანადგომამ და პატივისცემამ ჩამოაყალიბა ისინი ერთ შეკრულ და მეგობრულ გუნდად. მე კი დავამატებდი, რომ მათი მაღალი ადამიანური ღირებულებები და დადებითი პიროვნული მახასიათებლები პირველი მიზეზია, რამაც ისინი ერთმანეთს დააახლოვა.
10 ქალბატონისაგან შემდგარი გუნდი უმეტესად ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული, რაც თავის მხრივ ახალგაზრდულ სულსა და ენერგიას დებს საწარმოო საქმიანობაში. ისინი ბორჯომის #2 ჩამომსხმელი ქარხნის ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომლები არიან.
სამუშაო გარემოში ვესტუმრე მათ, პატარა ოთახში შევიკრიბეთ, მეგობრული ატმოსფერო, გაღიმებული სახეები და გულთბილი დახვედრა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მეც მათი დიდი ხნის მეგობარი ვიყავი. დამაინტერესა ყველაფერმა _ ოჯახური მდგომარეობიდან დაწყებული, სამსახურით დამთავრებული...
ხელში კალამს ვიღებ და წერას ვიწყებ...
თამარ კიკნაძე _ 29 წლის, 3 შვილის დედა, ხარისხის მენეჯერი: _ ვფიქრობ, რომ ადამიანისათვის ოჯახი უმთავრესია, თუმცა სამსახურს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მისი, როგორც პიროვნების სრულყოფისათვის, ასევე პროფესიული ზრდისათვის. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს კომპანიაში ამის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რაც თავისთავად განაპირობებს ერთიანი გუნდის წარმატებულობას. კომპანია არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხარისხზე ორიენტირებული წარმოება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა საპასუხისმგებლოა. როცა მუშაობ, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც სასიამოვნო გარემოსა და კარგი თანამშრომლების გარემოცვაში გიხდება ყოფნა, ჩვენი განყოფილება ამის კარგი მაგალითია. ერთიანი და შეკრული გუნდი ვართ. ბუნებრივია, არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე თანამშრომელს განსხვავებული აზრი აქვს რაიმე საკითხისადმი, თუმცა ეს არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი, ჩვენ ყველა ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ და ბოლოს ერთ საკითხზე ვჯერდებით.
ნინო ბაკურაძე - 31 წლის, 3 შვილის დედა, ხარისხის ინჟინერი: _ დიდი ოჯახი მაქვს და მცირეწლოვანი შვილები მყავს, მათ მოვლა სჭირდებათ, ოჯახის წევრები მეხმარებიან ბავშვების აღზრდაში, ვახერხებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ვფიქრობ, სამსახური ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო მობილიზებული ხარ და ახდენ საკუთარი თავის რეალიზებას. თანამშრომლებისა და გარშემომყოფთა კეთილგანწყობა მეხმარება დადებითი მუხტი დღის ბოლომდე გამყვეს და საღამო ჩემს ოჯახთან ერთად სასიამოვნოდ გავატარო. არ მახსოვს ჩხუბი და უკმაყოფილება კოლექტივში. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ.
ირმა ჯამბაზიშვილი - 42 წლის, 4 შვილის დედა, ხარისხის ინჟინერი: _ მიუხედავად იმისა, რომ 4 შვილის დედა ვარ და დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე, ვცდილობ, სამსახური და ოჯახი მაქსიმალურად შევუთავსო ერთმანეთს, რაც გამომდის კიდეც. როცა სამსახურში გვერდით გყავს ერთგული ადამიანები, ვისაც დაეყრდნობი და ენდობი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. განყოფილებაში ყოველთვის იგრძნობა თანადგომა და სიყვარული, რაც ერთიან გუნდად გვაქცევს....
თამარ ჯღუნიაშვილი - 29 წლის, 2 შვილის დედა, ხარისხის ინჟინერი: _ ვფიქრობ, რომ სამუშაო გარემოს შეუძლია თანამშრომლის პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა ან პირიქით, შემცირება. მეგობრული ურთიერთობები მეხმარება შევასრულო ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობები და თავი ოჯახურ გარემოშიც ვიგრძნო. აქ დახმარებას ყველა მხრიდან ვგრძნობ, დაწყებული კომპანიის ხელმძღვანელობითა და დირექციით, დამთავრებული კოლეგებით. კომპანია ახალგაზრდა დედებს მაქსიამლურად გვეხმარება. ყოველ ახლად დაბადებულ შვილზე ქარხნის ხელმძღვანელობა ფინანსურ დახმარებას უწევს თითოეულ თანამშრომელს, არის ანაზღაურებადი დეკრეტი, საჭირო გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებსაც კომპანია იხდის.
მზეკო გელაშვილი - 27 წლის, 2 შვილის დედა, ხარისხის ინჟინერი: _ ერთი დიდი ოჯახივით ვართ, კოლეგიალობის გარდა, დავმეგობრდით და დავნათესავდით კიდეც, ერთმანეთისადმი პატივისცემას, დაფასებას მოაქვს მეგობრობა და ურთიერთგაგება, სითბო და თანაგრძნობა. ჩვენი მეგობრობა სამსახურში გატარებული საათებით არ შემოიფარგლება, ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს და დასასვენებლადაც ერთად დავდივართ. ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები ვართ. ვამაყობ, რომ ასეთ ადამიანებთან მიხდება ყოფნა.
აღსანიშნავია, რომ განყოფილების თანამშრობლებს კონსულტაციას უწევს გამოცდილი და ღვაწლმოსილი სპეციალისტი ნინო გოგიშვილი, როგორც ქალბატონმა ნინომ გვიამბო, _ მას 40 წლის სამუშაო გამოცდილება აქვს #N2 ჩამომსხმელ ქარხანაში, 1993 წელს ხარისხის განყოფილების შექმნის უშუალო მონაწილეც თავად ყოფილა.
_ წლები გავიდა და მოგეხსენებათ, პროდუქციისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა, საერთაშორისო სტანდარტებს დაქვემდებარებული საწარმო, ადამიანის პროფესიული და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა, ჰიგიენის მაღალი დონე საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ გავიტანოთ.
ჩვენი გუნდი, რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა სპეციალისტებით დაკომპლექტდა, რასაც გულით მივესალმები, ისინი მიზანდასახულები, პასუხისმგებლიანები და მომთხოვნები არიან, ამავე დროს ენერგიულები და ხალისიანები. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ერთმანეთს კარგად ვუგებთ _ აღნიშნა ქალბატონმა ნინომ.
როგორც თანამშრომლებმა გვიამბეს, ქალბატონი ნინო, როგორც მზრუნველი მშობელი, ყოველთვის მათ გვერდითაა, უშურველად უზიარებს ახალგაზრდებს თავის გამოცდილებას და საჭირო შემთხვევაშიც მათი ყველაზე დიდი დამცველიც ხდება. საგულისხმოა, რომ განყოფილების საამაყო წარმომადგენლები არიან ასევე გამოცდილი სპეციალისტები თინათინ ტაბატაძე, ეთერ ხაჩიძე, მარინა ჩუხრუკიძე და ირმა ღონიკაშვილი.
 ვუსურვებ ამ შესანიშნავ გუნდს, ეშრომოს ქვეყნის და მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ.

ლონდა ფილიშვილი
31.10.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.