მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
,,მთავარია მოსწავლესთან გულწრფელი ურთიერთობა~
მასზე ...

ჩვენ ქალაქში როცა საუკეთესო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებზე საუბრობენ, ხშირად გაიგონებთ მის სახელსა და გვარს _ ნაზი ბურჯანაძეს. იგი ძლიერი პედაგოგის კონტექსტში იხსენიება და ამბობენ, სათნო და მეტად ინდივიდუალური სტილის პიროვნებააო. რადგან მას ფიზიკურად არ ვიცნობდი, ერთ-ერთ კულტურულ ღონისძიებაზე მოვიკითხე, პედაგოგთა რიგში ხომ არ ზის-მეთქი, მითხრეს: აქ რომ იყოს შენიშნავდი, აქაურობას გაანათებდა, იმდენად კარგი ქალბატონიაო. 
36 წელი სკოლაში... ეს დრო ცოტა ნამდვილად არ არის პროფესიონალი, მოწოდებით მასწავლებლისთვის. თავად მიამბობს: 
_ 1977 წლიდან შემოვედი სკოლაში დროებით, მასწავლებლის შემცვლელად და ასე დავრჩი ამდენი წელი... ვერ გეტყვით, რომ ტრიუმფით, ჩვეულებრივად დავიწყე მოღვაწეობა, ახლაც შეუმჩნეველი ვარ, არაფერი განსაკუთრებული ...
,,როგორ თუ არაფერი განსაკუთრებული?` როგორი თავმდაბალი რესპონდენტია. 36 წელი მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი მაღალზნეობრივ საწყისებზე აღზრდა, რამდენი სხვადასხვა აზრის გულთან ახლოს მიტანა, თაობათა ცვლა; ამდენი მედლები, პრიზები, საპატიო სიგელები, მაგრამ იძახის არაფერი განსაკუთრებულიო. ალბათ ეს ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ჩვენსა და უფროს თაობას შორის: თანამედროვენი ხშირად ხმამაღალ ამბიციებს შეუპყრიათ. 
ზემოთ ვახსენე, მოწოდებით პედაგოგი, რომლის სიღრმეც ბავშვობის ასაკში უნდა ვეძებოთ: 
_ ბავშვობაში წითელი მელნით ჩამოვწერდი ხოლმე მეზობლების სახელებს, ვატარებდი გაკვეთილს და ვწერდი ნიშნებს. რაც თავი მახსოვს, მიყვარდა ფურცელთან ,,თამაში~.P პატარაობიდანვე მაქვს დიდი სიყვარული ამ საპასუხისმგებლო საქმისადმი, რომელსაც პედაგოგობა ჰქვია.
ის სამი შვილის დედაა, რვა შვილიშვილის ბებია, მისი პროფესია არცერთს არ აურჩევია, ალბათ იმის გამო, რომ მასწავლებლობა შეუფასებელი შრომაა ყველა დროში. 
_ დიდი ოჯახი ერთად ტრადიციულად დღესასწაულებზე ვიკრიბებით: ახალ წელს, აღდგომას სასიამოვნო ხალხმრავლობაა და მიხარია. შემდეგ კი ყველა დაკავებულია და თავიანთ საქმეს ეშურებიან.

თაობები მიდიან    და მოდიან ...
 მოკრძალებით ვეკითხები: ხშირად აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობა უფროსებთან დამოკიდებულებაში ბევრად თამამია. თქვენ ყველაზე კარგად გრძნობთ თაობის მაჯისცემას, რა განსხვავებაა წლების წინ თქვენს ხელში გავლილ თაობასა და ახლანდელს შორის? ვიფიქრე, პასუხი დიდად განსხვავებული არ იქნება-მეთქი, მაგრამ შევცდი... 
_ თაობა ყოველ წელს იცვლება, არათუ წლების წინანდელი მოსწავლეები. არსებითი განსხვავება ალბათ იმაშია, რომ ბევრად გაბედულები არიან, მიზანსწრფულები და ეს მომწონს. როგორ შეიძლება ცუდად შეაფასო თაობა, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაკავშირებს. კლასში თითოეულთან ინვიდუალური მიდგომაა საჭირო.  გაკვეთილზე ხმისთვის არასდროს ამიწევია, არ ვყვირი. იცი? შვილო, რაც უფრო დაჭიმავ ზამბარას, მით უფრო დიდი დარტყმა აქვს მას. ბBევრი შემომედავება, უზრდელობაც საკმარისად აქვთო, მაგრამ რაც შეეხება ზრდილობას _ მე ხშრად ვეუბნები მათ კორექტულად, რა თქმა უნდა, თქვენ თქვენი ოჯახის ელჩები ხართ-მეთქი. მთავარია და არ არის ადვილი ურთიერთობის გასაღები მოუძებნო თითოეულს. Aასევე მნიშვნელოვანია, რამდენად გულახდილი ხარ ბავშვთან. დღემდე ვინახავ სიძველისგან გაყვითლებულ წერილებს... ზოგს უჩნდება სურვილი, გახდე მისი მრჩეველი, მეგობარი. საუკეთესო თაობა მოდის, მართლაც... ცხოვრებიდან, ყოფიდან გამომდინარე, იცვლებიან ძალიან სწრაფად. უUბრალოდ, პედაგოგმა უნდა მოახერხოს თან გააყოლოს სიყვარული მოსწავლეს, რომელიც სკოლის კარებს სცდება.

თანამედროვე გამოწვევები ...

ბBოლო რამდენიმე წლის წინ გვითხრეს პედაგოგი არსებითად უნდა შეიცვალოს თავისი მიდგომებით, თავისი მეთოდებითა და შეხედულებებითო. ისწავლოს ახალი ტერმინები, გარდაქმნას ძველი საგაკვეთილო პროცესი ცოცხალ ორგანიზმად, სადაც მოსწავლეს ეთმობა მეტი ასპარეზი და მასწავლებელი მხოლოდ მიმთითებელია. გაუთავებელი მტკივნეული სერთიფიცირებულობა და არასერთიფიცირებულობა მგონი დასრულდა; ახლა სხვა გამოწვევები დგას, სხვა დამატებითი მოთხოვნები და ამას უნდა მოერგოს სკოლაში მომუშავე ყველა პედაგოგი. რამდენი მინისტრიც გამოიცვალა განათლების სამინისტრომ, იმდენი სინქრონში მოწოდებული სიახლე უნდა გაეთავისებინა პედაგოგს. ვისთვის რთული გზა აღმოჩნდა ეს, ვისთვის იოლი. რამდენად ადვილი იყო თქვენთვის აუარებელი, თავსდახოხოლავებული სიახლე? ჩემი რესპოდენტი ქალბატონი სადღაც გულდაწყვეტითაც მეუბნება: _ გახსოვთ, ალბათ, 90-იან წლებშიც გავიარეთ ჩვენ ატესტაცია, მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდა სიახლეების, სახელშეცვლილი მეთოდების შემოჭრა. რეფორმისაგან განზე გადგომა ვერც გამოგივიდოდა მომთხოვნი დირექტორის ხელში. თუმცა საინტერესოა ის პრეზენტაციებიც, ინტეგრირებული გაკვეთილებიც, ის ახლებური მიდგომებიც. Mმეუბნებოდნენ, გაიარე სერთიფიცირება, მაგრამ რატომღაც შევჩერდი, არ მივიღე მონაწილეობა. თითქოს განწყობა იყო დამცინავი _ თუ ჩემში, როგორც პედაგოგში ეჭვი ეპარებათ, მაშინ რატომ ვასწავლე ამდენი წელი? მაშინ ტყუილი ყოფილა მადლობის წერილები, ხომ? მMიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, დღეს თქვენც დამარწმუნეთ იმაში, რომ უნდა გავსულიყავი გამოცდაზე. ვნანობ, ესეც მომესინჯა, რატომაც არა? დღესაც ტრენინგზე მიმეჩქარება. ბევრ ახალ დეტალს ვიგებ, მოსაწონს ხელს ჩავჭიდებ და შემდეგ შევიტან გაკვეთილზე. ამაში ცუდი რა არის?
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი ქალაქის გამორჩეულ პედაგოგს და კიდევ უამრავი მოსწავლისაგან _ დაფასება და სიყვარული. 
მრავალ ახალ წელს დაესწარით, ქალბატონო ნაზი!

მონიკა ჭანტურია
10.01.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
19-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 11 °C
ღამით + 5 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.