მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შოთა ჭალაგანიძე: ,,ბორჯომი _ ჩემი ცხოვრების ნათელი მოგონებაა...~
საქართველოს მრავალ ღირსეულ და ღვაწლმოსილ მამულიშვილთა შორის, ბატონი შოთა ჭალაგანიძე ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა. მისი სახელი ვსაზოგადოებაში ასოცირდება ოჯახის, ქვეყნის, მეგობრების სიყვარულთან, უანგარო ერთგულებასთან და მაღალ ზნეობასთან.
...გადავწყვიტე, ბატონ შოთას პირადად შევხვედროდი.

_ ბატონო შოთა, გაზეთ ,,ბორჯომში~ მაქვს რუბრიკა ,,ბორჯომელები დედაქალაქში~. რადგან თქვენ გარკვეული წლების მანძილზე ბორჯომის რაიონის პირველ ხელმძღვანელად მუშაობდით, ვიდრე ინტერვიუს დაწყებას დავიწყებთ, მინდა, შეგეკითხოთ, თვლით თუ არა სიმბოლურად თავს ბორჯომელად.
_ რა თქმა უნდა! _ მიპასუხა ბატონმა შოთამ, _ უფრო მეტიც, ბორჯომი ძალიან მიყვარს!
_ მაშინ, გთხოვთ, ვისაუბროთ თქვენს განვლილ ცხოვრებაზე...
_ (ჩაფიქრდა), დავიბადე თბილისში 1933 წლის 21 მაისს. მამა _ ივანე ცნობილი ექიმი იყო, დედა თინა ნაფეტვარიძე _ პედაგოგი. ჩემმა მშობლებმა დიდი როლი ითამაშეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. 1951 წელს წარმატებით დავამთავრე თბილისის #1 საშუალო სკოლა, ხოლო 1956 წელს _ ასევე წარმატებულად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. მიღებული მაქვს ასევე უმაღლესი პოლიტიკური განათლება.
სტუდენტობის პერიოდში ის გამოირჩეოდა სწავლითა და საზოგადოებრივი საქმიანობით: იყო ინსტიტუტის ახალგაზრდობის ლიდერი, ასევე გააგრძელა მან თავისი ცხოვრება და საქმიანობა, შემდეგაც უკვე, როგორც სპეციალისტმა, მეცნიერმა და ხელმძღვანელმა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1956 წლიდან მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ცენტრალურ კომიტეტში  ინსტრუქტორად, სექტორის გამგედ, განყოფილების გამგედ. 1979-1977 წლებში არჩეული იყო ბორჯომის რაიკომის პირველ მდივნად, შემდეგ სატყეო მეურნეობის მინისტრად, ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ. 2004 წელს კი არჩეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად და შემდეგ კი პრეზიდენტად. აღსანიშნავია ისიც, რომ, სადაც კი იმუშავა, მისი საქმიანობა ყველგან წარმატებულად შეფასდა.
ბატონ შოთას გამოქვეყნებული აქვს 250-მდე მეცნიერული ნაშრომი საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სპეციალურ ჟურნალებსა და კრებულებში.
_ ბატონო შოთა, გთხოვთ გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.
_ ჩემი მეუღლე _ ელენე ექიმი-კარდიოლოგია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. შვილები: ნინო _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ხოლო ეკატერინე ბანკი ,,რესპუბლიკის~ ასოცირებული მენეჯერია. ისინი დაოჯახებულები არიან. ისინი დაოჯახებულები არიან. უფროს შვილიშვილთან ახლახან სამი ტყუპი შეგვეძინა. ეს უნიკალური შემთხვევაა, მათი ნათლია კი უწმინდესი და უნიტარესი ილია II გახლავთ!
_ ბატონო შოთა, თუ შეიძლება გაიხსენოთ ბორჯომში მუშაობის პერიოდი...
_ ბორჯომი ჩემთვის ის ნათელი მოგონებაა, რომელსაც გულგრილად ვერ ვიხსენებ და რომელიც  მეამაყება კიდეც.
ჩემი ბორჯომში მუშაობის პედიოდში, კარგად შევისწავლე ბორჯომის ისტორია, გავეცანი საარქივო მასალებს,  შემოვიარე სოფლები, წარმოება-დაწესებულებები, გავეცანი ხალხის პრობლემებს… ასე გამოიკვეთა ბორჯომის სატკივარი, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც აწუხებს. 
მე მხოლოდ სამ ძირითად პრობლემას აღვნიშნავ; ეს არის: ბორჯომი _ კურორტი, ბორჯომის მინერალური წყალი და სპორტული ბაკურიანი, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.
კურორტი ბორჯომი, როგორც მას შეარქვეს _ ,,კავკასიის მარგალიტი~, მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, ამიტომ მას მეტად ფაქიზი, მოფიქრებული, კომპეტენტური, გემოვნებიანი, ინტელიგენტური დამოკიდებულება სჭირდება, აქ უგემოვნო, უხარისხო მშენებლობა და არაგონივრული ჩარევა, ზიანის მეტს არაფერს მოუტანს მის სახელსა და სილამაზეს; ამიტომ სჯობს, რომ დროებით, სანამ საშუალება არ გაჩნდება, არაფერი არ ააშენო, ვიდრე ცუდი და უგემოვნო! სათანადო ყურადღეEბა უნდა დაეთმოს პრობლემების ოპტიმალურ გადაწყვეტას. ლანდშაფტთან არქიტექტურის თანამედროვე მიღწევათა შეხამებას. აქ არ შეიძლება ვაშენოთ 500 და მეტ ადგილიანი სანატორიუმები და პანსიონატები, თუ გაანგარიშებული არ იქნება  დატვირთვის, ინფრასტრუქტურის, გამტარიანობის, მომარაგების, სერვისის მომსახურების, კეთილმოწყობისა და სხვა საკითხები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ორ ან სამვარსკვლავიან იმიჯს და მსოფლიო მნიშვნელობის კურორტის ნაცვლად დავალთ პროვინციულ დონეზე. ბორჯომს კი ეს არ ეკადრება! იგი მხოლოდ ხუთვარსკვლავიანი უნდა იყოს! რეალური საშუალება მას უდავოდ გააჩნია _ უნიკალური სამკურნალო წყალი, განუმეორებელი ბუნება, ისტორიული ადგილები, სატრანსპორტო საშუალებები, კულტურულ-ცივილიზებული და რაც მთავარია, მკურნალ-ექიმებისა და საშუალო მედპერსონალის მაღალი დონე. ბორჯომში ყოფნისას მე დავაყენე საკითხი გასტრო-ენტეროლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბების შესახებ ემანუილ დვალიშვილის ბაზაზე, მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, თბილისში გადმომიყვანეს და ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა, რაც დანაკლისია ქვეყნისათვის!
ბორჯომის მინერალური წყალი იშვიათი სასწაულია. მისი პრობლემა დღესაც ძველი სიმწვავით დგას. ბორჯომის მინერალური წყლის სახელმა და პოპულარობამ საგრძნობლად გაუსწრო საკურორტო პირობების თანამედროვე დონეს.
ჩვენი ეროვნული ვალია, ყოველმხრივ გავუფრთხილდეთ ამ ღვთითნაბოძებ სიმდიდრეს. მის სახელს, მის პოპულარობას. ამისათვის სხვადასხვა კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი. როგორიც არის საბადოს სწორი ექსპლოატაცია და მრავალი სხვა საკითხი. ამ საკითხებით უნდა დაინტერესდნენ როგორც ჩვენი, ასევე სხვა მოწვეული სპეციალისტები…
მესამე პრობლემა _ სპორტულ ბაკურიანს ეხება. მისი როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის სახელი შორს გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. საზღვარგარეთის სპეციალისტების აღიარებით, ბაკურიანი თავისი მდებარეობით, რელიეფით, კლიმატით, ტრასებით უნიკალურია ზამთრის მთელ რიგ სპორტულ სახეობათა განვითარებისათვის. მრავალ ქვეყანაში დავსწრებივარ სპორტულ შეჯიბრებებს სამთო-სათხილამურო სპორტში. ბაკურიანის მსგავსი კი მე არ მინახავს, მაგრამ კეთილმოწყობით, სასტუმროებით, სერვისით ჩამოვრჩებით. როგორც რაიონის ხელმძღვანელი და ზამთრის სპორტის სახეობათა ფედერაციის თავმჯდომარე ვზრუნავდი მთავრობის მიერ ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმის განხორციელებისათვის სახელწოდებით ,,დიდი ბაკურიანი~, რაც გულისხმობდა სოფელ მიტარბიდან ციხისჯვრის ჩათვლით არსებულ ტერიტორიაზე გრანდიოზული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნას, რომელიც განიხილა და დაამტკიცა მინისტრთა საბჭომ, მაგრამ ვერ გამოინახა სახსრები და სამწუხაროდ, ამით დამთავრდა ყველაფერი… მახსენდება ფრანგი სტუმრების აზრი: ,,ოქროზე დგახართ და გეზარებათ დაიღუნოთ, რომ იგი აკრიფოთო~; მათ მზადყოფნა გამოთქვეს განაშენიანებაზე, რაზედაც უარი მიიღეს(!) მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა და ბაკურიანი დღესაც ელის პატრონსა და შემწეს.
ბაკურიანმა ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაზარდა, მათ შორის ლეგენდარული კობა წაქაძე. მიხარია, რომ კობა ბაკურიანის მკვიდრია, რომელმაც ტრამპლინიდან თავისი უნიკალური ნახტომით, მსოფლიოს სპორტული სამყარო გააცნო და დაამახსოვრა ბორჯომის და ბაკურიანის სახელი. მას ,,მფრინავი ტორპედა~ შეარქვეს. მსოფლიოს ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ შეძლო კობას ნახტომის გამეორება. მინდა, გაზეთის საშუალებით მოვიკითხო ეს დიდი ადამიანი, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვუსურვო! ჩემო კობა! მიხარია, რომ გიცნობ და მეამაყები!
_ ბატონო შოთა, ბორჯომელთაგან ვის გაიხსენებთ?
_ ჩემთან ერთად ბორჯომის კეთილდღეობისათვის აქტიურად მონაწილეობდა მრავალი პიროვნება, რომლებსაც სიამოვნებით გავიხსენებ, ესენია: ჯ. კოჩაძე. მ. სტაჟაძე, ს. ლომიძე, ვ. გობრონიძე, ვ. ხუციშვილი, ქ. ხარისჭირაშვილი, პ. იოსელიანი, ე. დვალიშვილი, თ. არუცევი, მ. თვაური, თ. ჯაფარიძე, შ. ძნელაძე, შ. აიწურაძე, ა. მოსიძე, ვ. კურტანიძე, ვ. ლომიძე, ფ. აბულაძე. ლ. გოცირიძე, ლ. ლომიძე და სხვანი, მაპატიეთ, თუ ვინმე გამომრჩა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი უანგარო თანადგომისათვის. ზოგი უკვე გარდაცვლილია, ნათელში იყვნენ!
_ ამ გადასახედიდან რაზე გწყდებათ გული?
_ (ფიქრობს), ბორჯომში შენი გული უნდა ჩადო და ათმაგად უკან დაგიბრუნდება მასზე გაწეული სიკეთე…
გული მწყდება, რომ ვერ მოვასწარი ემანუილ დვალიშვილის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსება, ბორჯომის მინერალური წყლის კანონის შემუშავება, ბორჯომისა და ბაკურიანის პარკების განვითარება, ასევე ბევრი სხვა რამ: ყველას ვერ ჩამოვთლი, მაგრამ სურვილი კვლავ დიდია და იქნებ ახლანდელმა ხელისუფლებამ იზრუნოს რეგიონის განვითარებისათვის. ჩემი აზრით, ბორჯომში წელიწადის ყველა დროს სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს; აქ უნდა ტარდებოდეს  რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები. ამისათვის კი ბორჯომში უნდა აშენდეს (თუნდაც დანგრეული სასტუმრო ან გაუქმებული კინოთეატრის ადგილზე) თანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი. ხალხს უნდა უხაროდეს და მოუთმენლად ელოდებოდეს ამგვარ ღონისძიებებს, რაც მომავალი თაობის სულიერებას გაამდიდრებს და უაზრო, ერთფეროვნული ცხოვრებით არ იცხოვრებს.
_ ბატონო შოთა, რა არის თქვენთვის ბორჯომი და რას უსურვებდით მას?
_ მსოფლიო შემოვლილი მაქვს,  ბორჯომის ფასი მსოფლიოში არ არსებობს!  ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ არის! გული მწყდება, რომ ბორჯომს, მთლიანად რაიონს სათანადო ყურადღება არ ექცევა!
მინერალურ წყალს მეტი ყურადღება ესაჭიროება, უნდა აღდგეს ბალნეოკურორტი. სანატორიუმები თითქმის აღარ არის, სასტუმრო ,,ბორჯომი~, რომელიც ბორჯომის მშვენება იყო, აღიგავა პირისაგან მიწისა, მისი დანგრევა ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია! რამდენიმე ხნის წინათ ბორჯომში ვიყავი, შემოვიარე ქალაქი და  დანგრეული სასტუმრო, რომელსაც აშენების პირი არ უჩანს, ძალიან ამაღელვა; ბორჯომელებმა მითხრეს, რომ თითქმის 25 წელია ნანგრევებს მისჩერებიან. თუ ვერ აშენებდნენ, რისთვის ანგრევდნენ?! 
ადრე პარკში ღია ესტრადაზე კონცერტები იმართებოდა, ცნობილი შემსრულებლები ჩამოდიოდნენ, პარკში ორკესტრი უკრავდა, ხალხი მრავლად იყო, სიცოცხლე სჩქეფდა, სულიერება იგრძნობოდა…
ჩემი მუშაობის პერიოდში ქალაქის ცენტრში ჩაიკოვსკის ძეგლი დაიდგა (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი), სამუსიკო სკოლა ყოფილი რაიკომის შენობაში გადმოვიტანეთ, იქვე ახლოს საგამოფენო დარბაზი გავხსენით. ხალხი მის მიმდებარე სკვერში ისვენებდა...
_ ბატონო შოთა, რას უსურვებდით ბორჯომელებს?
_ (ეღიმება) ბორჯომში ყოფნისას სადღეგრძელო შემოვიღე და დავამკვიდრე: ,,ბორჯომს და ბორჯომელებს გაუმარჯოს!~ იმასვე ვუსურვებდი ახლაც. მიყვარხართ ყველა, გისურვებთ წარმატებებს! 
_ დიდი მადლობა. ბორჯომელთა სახელით მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღს გილოცავთ, სიმხნევე და ბედნიერება ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახის თანმდევი! მომავალ შეხვედრამდე ბორჯომში!
…დავემშვიდობე ბატონ შოთას, გზაში ჩვენს შეხვედრას ვაანალიზებდი… ჩემს თვალწინ კი იდგა სიმპატიური ქართველი მამაკაცი, რაფინირებული ინტელიგენტი და მივხვდი, რომ მიუხედავად ასაკისა, წლები მას ვერაფერს დააკლებს!   

ივეტა კუპრაძე
03.04.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
24-05-2018
2.4491   0.0053
2.8711   -0.0158
3.271   -0.0171
3.9712   -0.0105
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.