მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ოჯახით _ მუზეუმში
შაბათია. დამთავრდა სამუშაო დღე. მარშრუტკას  მივყვები - ლიკანის ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში - მწუხრის  ლოცვის  მოსასმენად. მივდივარ და ვფიქრობ, ვუსმენ ლოცვებს და მაინც ვფიქრობ, ვფიქრობ ბელა და ჯემალ პაპიძეების ოჯახზე...
კარგად მახსოვს თერთმეტი წლის დაკეტილ მუზეუმში, როდესაც კულტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ განათლების სისტემიდან გადმომიყვანა, ბელა პაპიძე ყველაზე თბილად და დედა-შვილურად შემხვდა და Mმთელი 22 წლიანი ერთმანეთის გვერდით მუშაობის მანძილზე, ეს ურთიერთობა ჩვენი ოჯახების დიდ სიახლოვეში, სიყვარულსა და  დიდ პატივისცემაში გადაიზარდა.
Oორი კვირაა მუზეუმის ყველა თანამშრომელი თავაუღებლივ ვმუშაობთ უნიკალური წიგნების გამოფენის მოსაწყობად. სასწრაფოდ გახდა საჭირო - ერთ-ერთი აქტის წაკითხვა, რომელიც ფონდების მთავარი მცველის დაქვემდებარებაშია, მან კი ვერ გაიხსენა, რომელ ადგილზე იყო განთავსებული. იძულებული ვარ, 2009 წლის იანვარში სამსახურიდან წასულ ენციკლოპედიური მეხსიერების პატრონს მსტოვარი გავუგზავნო. ქალბატონი ბელა მინიშნებით ახსენებს ახალგაზრდა სპეციალისტს, სად  და რა ადგილზე დევს სასწრაფოდ სანახავი აქტი.
ყოფილმა ხელმძღვანელობამ, როდესაც დღის წესრიგში ახალგაზრდა კადრების სამსახურში ,,მოზიდვა~ აუცილებელ და კატეგორიულ მოთხოვნად აქცია და მას მუზეუმში არსებული გარემოებაც - ვაკანსიაც მწვანე გზას უნთებდა-დღევანდელი ფონდების მცველი,  სწორედ მაშინ მოევლინა ახალ რეალობას. ჩემგან დავალებით და ხელშეწყობით ქალბატონი ბელა - წელიწად-ნახევარი, ყველასაგან განცალკევებულ ოთახში სამუზეუმო საქმეს ასწავლიდა და მოძღვრავდა ახალბედას მუზეუმთმცოდნეობაში. მეც ვნატრობდი და მსურდა, ახალგაზრდა სპეციალისტს  ყველაფერი იდეალურად აეთვისებინა...  
ზემდგომიდან ისევ და ისევ აუცილებლობისა და ასაკის გამო - 75 წლის ქალბატონ ბელას საბიუჯეტო შტატი დაატოვებინეს, სამსახური, რომელიც მისთვის მეორე დიდი და მოსიყვარულე ოჯახი იყო, ჩემთვის კი _ მეორე დედა. იმდენად გამიჭირდა მისი სამსახურიდან გაშვება, არასახრბიელო ჯანმრთელობის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებით ავიყვანე და თვეების მანძილზე, ვიდრე უფლება მქონდა სპეცსახსრებზე - ბილეთებიდან შემოსული თანხიდან ვუხდიდი ხელფასს. 6 თვის შემდეგ სპეცსახსრების ყოველი თეთრი თბილისში ირიცხებოდა და მე აღარ შემეძლო მისი სამსახურში დატოვება. Aასე დაჯდა ქალბატონი ბელა სახლში, რომელმაც მთელი მუზეუმი - 1956 წლიდან ზეპირად იცოდა.  მისი ხელითაა შემოსულობათა რამდენიმე წიგნი გახსნილი  და  დაწერილი.  მისი ხელი ათასობით ექსპონატს ათასჯერ შეხებია, გაუწმენდია,  მოფერებია  და  შეძლებისდაგვარად უპატრონებია. მის სახლში მუზეუმის უამრავ სტუმარს გავმასპინძლებივართ, მისსავე სახლში გაუთენებია მუზეუმში  ჩამოსულ სტუმარს და მისსავე სახლში უამრავჯერ გამითენებია მეც.  
ქალბატონ ბელას სამსახურიდან წასვლის ჩემეული ტკივილი გადავწყვიტე ჩემებურად დამეფასებინა და სწორედ იმხანად საბიბლიოთეკო ქსელიდან წასულ ღვაწლმოსილ  და ასევე სათაყვანებელ ქალბატონ Lლეილა ჩაჩუასთან ერთად რაიონული მასშტაბის გაცილება, დაფასება, მოფერება მომეწყო, სადაც თბილისელ სტუმრებს და ბორჯომელებს ვაჩვენებდით, როგორი ხელიხელ საგოგმანები ქალბატონები ჰყავდა ბორჯომს და მის კულტურულ სამყაროს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად კიდეც დავიწყე ამისათვის მზადება, სიურპრიზად,  თუმცა შემდეგ აუცილებლობის გამო ჩემი განზრახვის შესახებ ვუთხარი, მაგრამ ქალბატონი ბელა იმდენად თავმდაბალი აღმოჩნდა, რომ კატეგორიული უარი მითხრა: ახლა მაგისი დრო არ არისო და არავითარ შემთხვევაში იქ არ მოვალო. კიდევ კარგი ეს ჩანაფიქრი ქალბატონ ლეილასთვის უცნობი იყო.
წლების გადასახედიდან მე ისევ ისეთი შეხედულება მაქვს  და კიდევ უფრო გამძაფრებული ორივე ქალბატონზე  და ღმერთმა ქნას წელს მაინც შევძლო ამ  ჩანაფიქრის შესრულება.
თერთმეტი წელი მუზეუმის ყველა კოლექცია ნახევრად მიწაში მყოფ სარდაფში,  მიწაზე იყო დალაგებული.  ჩემი მუზეუმში გადმოყვანის მიზეზი კი, ფინანსების გარეშე, მუზეუმის მოწყობა  და სახალხო დათვალიერებისათვის გახსნა იყო. ექსპონატებს კი ამოვიტანდით დარბაზებში,  მაგრამ სამუზეუმო საქმეში გათვითცნობიერებული, მარჯვე და ერთგული კაცის ხელი იყო საჭირო. Aამიტომ როდესაც მუზეუმში რამდენიმე დღის მისულმა ვიკითხე  ვინ  შეიძლება  ამ  საქმეში გამომადგეს - მეთქი მიპასუხეს: ბელა პაპიძის მეუღლე - ჯემალ პაპიძეო.  კულტურის სამინისტროს ერთი საშტატო ერთეული ვთხოვე... და ჯემალ პაპიძე მუზეუმის მარჯვენა ხელი გახდა. ის იმდენად გათვითცნობიერებული იყო მუზეუმთმცოდნეობაში, რომ თანახმა  ვიყავი მისი ძირითადი სამსახურის - სატრანსპორტო გაერთიანებაში მუშაობისა გამო - ყოველი მესამე დღე გაეცდინა. ისიც ამის საფასურად გაორმაგებული ენერგიით მედგა მხარში, რისთვისაც ათასჯერ მითქვამს უამრავი მადლობა. ჩემი ძალისხმევით ხუთ თვეში ხელმეორედ გახსნილი მუზეუმი - ბატონი ჯემალის, მისი მეუღლისა და ჩვენი კოლექტივის ერთიანი შრომით მალე მეოთხე კატეგორიიდან პირველ კატეგორიაში გადავიდა. სწორედ მაშინ ჩაიყარა ის საძირკველი, რომელსაც დღემდე აღმასვლით მივყავართ. დიახ, დღესაც კი, რაც კი მუზეუმში კაცის ხელითაა გაკეთებელი - ეს ექსპოზიციების მოწყობაა, თუ სხვა ამ - იმ დროინდელია, როდესაც ჩემი მითითებით ბატონი ჯემალი თავისი სახლიდან ოტანილი იარაღით, ბატონ ალგი ლომიძესთან ერთად აწყობდა და  აკეთებდა მუზეუმს - ბორჯომის ხეობის სავიზიტო ბარათს.
ბელა და ჯემალ პაპიძეების ერთადერთი ვაჟიშვილი - როსტოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, თავისი სპეციალობით სამსახურის მომლოდინე, გარკვეული პერიოდი მუზეუმში დავასაქმე, რომელიც თავისი ინტელექტით, ერუდიციით და მაღალზნეობრივი დონით, არაჩვეულებრივი რუსულის ცოდნით ყველა დამთვალიერებელის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა და ბევრი თბილი სიტყვაც იწერებოდა შთაბეჭდილებათა წიგნში. დღეს იგი როსტოვში მოღვაწეობს.
Mმიმდინარე წელს ღრმად პატივცემულ ქალბატონ ბელა პაპიძეს დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. სულით და გულით ვლოცავ მას თავისი ქმარ-შვილით, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ოჯახის გამრავლებას და გახარებას, დღეგრძელობას და მზეგრძელობას. მათი დიდი ღვაწლი და ამაგი მუზეუმისათვის - ამ ეროვნული საგანძურისადმი გაწეული, ფასდაუდებელი და სამაგალითოა, რომელიც საუკუნეებს უცილობლად გადაეცემა და კიდევ უკეთ დაფასდება. მე კი  ათასჯერ ვუხდი მადლობას იმ შრომისათვის, იმ თანადგომისათვის, რაც მუზეუმისათვის და ჩემთვის გაუკეთებია პაპიძეების ერთგულ ოჯახს...

ვიოლეტა ბალახაშვილი
23.01.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I never thought I would find such an everyday topic so enhnlarlitg!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
15-10-2018
2.6376   0.0000
3.0546   0.0000
3.4872   0.0000
4.0001   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.