მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მადლი, რომელიც არ იზომება
ახალშენში ერთი პატარა მაღაზია მეგულება... ავდივარ ფერდობზე და ვფიქრობ: ადამიანი, თუკი მოასწრებ და პატარ-პატარა მადლს ყოველდღე გააკეთებ, ბოლოს ვიღაც უდავოდ აწონის ამის მიხედვით შენს ადამიანობას. ფასი გვაქვს მაშინ, როცა ხელს ვუმართავთ გაჭირვებულს, გვიმართლებს მაშინ, როცა ხელებში შემყურეს ვაპურებთ. მერე დილა თენდება ისევ ახალი და წყალობა თავისით მოდის. მაღაზიის მეპატრონე ბესო ზაქარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ახალშენელები თავიანთ მხსნელს და იმედს უწოდებენ. შვიდი წელია, რაც ეს მაღაზია გახსნა და იმ დღიდან მისთვის არ არსებობს სიტყვა არა, ვერ გაგატან და დავთარი ივსება, ახალ რვეულში კვლავ იწერება მევალეთა გვარები და ასე გრძელდება... თუმცა არ სწუხს, სწამს, რომ ასე უნდა იცხოვროს: სამეგობრო, მეზობლები, მთელი უბანი _ არ უნდა ჰყავდეს არც ერთი მომდურავი.
ბესო ზაქარეიშვილი, მაღაზიის მეპატრონე: _ ადამიანი მოდის და უნდა, რომ იყიდოს პური. ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. გაფრთხილებული მყავს ჩემი ოჯახის წევრები, რომ ვინც პურს მოითხოვს იმ თხოვნით, რომ ცოტა ხანი ვაცალოთ, ყველას მისცენ, თუ გავიგებ, რომ მყიდველს დაბადების დღე აქვს, სიმბოლური საჩუქრით ვუშვებთ: თუნდაც ფილა შოკოლადით.
ჩვენი საუბრის დროს მომხმარებლები შემოდიოდნენ და ერთხმად აღნიშნავდნენ ამ განსაკუთრებულად კეთილი ადამიანის დიდსულოვნებას. 
ლალი ბლიაძე, მომხმარებელი: _ სკოლიდან მოვდივარ, ბევრი მაღაზია გამოვიარე გზაში, მაგრამ ბოლოს აქ მოვედი: აქ გხვდებიან საოცარი ადამიანები. აუწონელი გულის ოჯახი. იშვიათია ასეთი ადამიანები, ვინც ულიმიტოდ, განუსაზღვრელი დროით გვაცლიან უსახრობასაც და უარს მაინც არასდროს გვეუბნებიან. 
კარინა კიკაძე, მომხმარებელი: _ ბესო არის თანამედროვე ენით რომ ვთქვათ თავისი საქმის ბრწყინვალე მენეჯერი, არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილები ერთმანეთზე უკეთესად აღზრდილები. რომ არა ისინი, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. ითვალისწინებს მყიდველების ძირითად მოთხოვნებს და გვამარაგებს ყველაფრით, მაგრამ ჩვენ კი ხანდახან მშველელივით გვაქვს მისი რვეული, სადაც დაუსრულებლად იწერება ამდენი ვალი, ნისია. ამისთვის მადლობა მათ!
ერთი უბრალო ადამიანიც კი შეიძლება გახდეს ცხოვრებაში სამაგალითო. მშობლები არა მარტო თავიანთი შვილებისთვის (რეზო, დავითი, ნინო) არიან ზნეობის მაგალითები, არამედ მაღაზიაში შემსვლელი ყველა ადამიანისათვის. წინაპრებიც ვაჭრობაში დახელოვნებული ხალხი ყოფილან. ის კარგად განკარგავს მაღაზიის ფინანსებს, თადარიგს იჭერს მომავალი დღისთვის. ოჯახთან ერთად ცხოვრება პატიოსანი შრომითა და ქართველობის სიყვარულით მოუტანიათ დღემდე.
,,ძალიან ადვილია: უნდა გიყვარდეს შრომა, უნდა იყო პატიოსანი და ყველაფერი კარგად აგეწყობა. უფლის მადლიერი უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც შეგვაძლებინა,~ _ ამბობს ბატონი ბესო.          
მინაწერი: როგორც შევიტყვე ბატონი ბესო #2 ჩამომსხმელ ქარხანაში მიიწვიეს და მუშა-მოსამსახურეთა სასადილოს უფროსობა შესთავაზეს. არ უყოყმანია. სათავეში ჩაუდგა ამ მეტად რთულ ობიექტს და სულ მალე სასადილოში კერძების ხარისხი, მომსახურების კულტურა მკვეთრად გაუმჯობესდა. ახლა ჩამომსხმელები ქების სიტყვებს არ იშურებენ ბესოს მიმართ. ასეა, როცა ადამიანი მინდობილ საქმეს კეთილსინდისიერად, კაცურად, სიყვარულით აკეთებს, ხალხიც მადლიერი ჰყავს.
ღმერთმა გვიმრავლოს ბესოს მსგავსი ადამიანები.

დიოსკურელი
26.06.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.