მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სხვა რაღაა სიყვარული?!
ამ ბოლო დროს, ერთი ჭეშმარიტება აღმოვაჩინე. როდესაც ვინმე  პიროვნებაზე კარგ სიტყვას ვამბობ, გამოჩნდება ვიღაც, რომელსაც სხვისი კარგი არ სიამოვნებს და საყვედურს შეპარვით ან აშკარად მეუბნება. მე კი სურვილი მიძლიერდება, რომ იმ პიროვნებაზე უფრო კარგი ვილაპარაკო.
ამჯერად ჩემი საუბრის თემა განსხვავებულია. ჩვენი თაობა იმ პერიოდში წამოვიდა, როდესაც ტაძრების და ეკლესიების უმრავლესობა გაუქმებული იყო და მოქმედ ტაძრებშიც კომკავშირელებს და კომუნისტებს სიარული ეკრძალებოდათ. ამავე დროს სკოლაში ნასწავლი გვქონდა სურამის ციხე, როდესაც მოძღვარი ბატონისგან გაქცეულ დედა-შვილს აღსარების შემდეგ, ბატონთან ასმენს და გაქცეულები სასტიკად ისჯებიან (ბიბლიის თანახმად იესოც ხომ მღვდელმსახურებმა გაწირეს), ასე თუ ისე, გარკვეული შეხედულება ჩამოგვიყალიბდა რწმენასთან დაკავშირებით, მაგრამ ღმერთი არასდროს უარგვიყვია, რადგან დედა გვყავდა უაღრესად ღვთისმოშიში და მორწმუნე. პატარაობიდანვე გვასწავლიდა, რომ ქურდობა არ შეიძლებოდა, ქვა არ უნდა გვესროლა, რადგან შიგ სისხლი იყო, ჩიტი არ უნდა მოგვეკლა, რადგან ან დედა მოგვიკვდებოდა ან ავად გავხდებოდით. უფროსები თუ რამეს დაგვავალებდნენ, უნდა დავსაქმებოდით, ჩვენ ყველა დარიგებას ვასრულებდით.
ამჯერად მინდა, ცემის ,,იოანე ნათლისმცემლის~ ეკლესიის მოძღვარზე მამა ვიტალიზე ვისაუბრო, როგორც ბევრი ტაძარი, ჩვენი ეკლესიაც გამოკეტილი იყო. შემდეგ მოვიდნენ მსახურნი, რათა აემოქმედებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს, მიატოვეს და უკან გაბრუნდნენ.
ადამიანი მუდმივად საკუთარი თავის ძიებაშია, ნათქვამია, მას ერთ მხარეს ეშმაკი აზის, მეორეზე ანგელოზი. მუდმივ ჭიდილში ცდილობ, საკუთარი მე იპოვო და თავი დაიმკვიდრო, ოღონდ ჭეშმარიტად, რადგან ყველაფერი მოჩვენებითი ან ყალბი ქცევა თავს მალე იჩენს და ყველაფერი საპნის ბუშტივით სკდება. მამა ვიტალიმ შესძლო ის, რაც სხვებმა ვერ მოახერხეს. ეკლესიას მრევლი შესძინა. მართალია, მე მისი თავგადაკლული მრევლი არ ვარ, ეკლესიას ვაკითხავ მაშინ, როცა იქ სიცარიელეა ან რაიმე დღესასწაული, ვცდილობ, ღმერთი არ გადავღალო ჩემი ყოველდღიური პრობლემებით, რადგან ჩემზე მეტი გაჭირვებული და მისახედი ჰყავს, არც სხვის თვალის ასახვევად და მოსაჩვენებლად მინდა რამის ჩადენა, რადგან უმრავლესობა ასე იქცევა, ისე უხმაუროდ და დაუძალებლად ვცდილობ, შევასრულო ათი მცნება. იქვე შეიძლება თვალი მოჰკრა ერთი ადამიანისგან მეორის მიმართ დამცინავ მიმიკას, ირონიას, ან აუგი სიტყვაც მოისმინო, მაგრამ ეს სხვა თემაა.
მამა ვიტალიმ, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, შესძლო და ხალხის სიყვარული დაიმსახურა. თავისი ჩვეული თავმდაბლობით, წრფელი და გულისხმიერი ქცევით, უანგარო და თავისი საქმის უზომო სიყვარულით, მის წინაშე პატარა ბავშვივით ხდები. თვალზე ცრემლი გადგება, გული სიყვარულით და სიკეთით გევსება, შენც ყველა თემაზე გულიდან იცლები. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ ყოველდღიური მონახულებით და საუბრით, ჩემი ძმა, მძიმე ტკივილებით გატანჯული, უფლის დიდებით და ხსენებით დაადგა სამარადისო გრძელ გზას. არადა, მანამდე სხვა მოძღვართანაც მქონდა შეხება დედის გარდაცვალების დროს. როცა ადამიანი რწმენას ემსახურება, თბილად და კეთილად სიტყვის თქმა მაინც უნდა შეძლო ჭირისუფლის გასამხნევებლად. ნათქვამია, დამდაბლდი და აგამაღლებენო. არანაირ საქმეს ფასი არ აქვს, თუ მას სხვისი თვალის ასახვევად და მოსაჩვენებლად აკეთებ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს, შინაურების საფლავებზე გასულს, სიმღერის ხმა შემომესმა ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით~. ვიფიქრე, ტაძარში გალობდნენ. იქ მისულმა ვნახე, მამა ვიტალი ყველა საფლავს, მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, სათითაოდ აკურთხებდა.
ჩვენს სოფელში სამი სასაფლაოა. არც ერთი საფლავი არ დაუტოვებია.
სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა ღმერთი, როდესაც უარს ამბობ ამპარტავნობაზე, მომხვეჭელობაზე, და თავს ხრი მოყვასის წინაშე. სწორედ ასეთ პიროვნებად დავინახე ჩვენი მამა ვიტალი.
ღმერთმა შეაძლებინოს, ბევრს გაულღოს გაყინული გული და ჭეშმარიტებაში განემტკიცებინოს, ხალხს სიყვარული ასწავლოს. მომიტევოს უფალმა თუ რამე აუგად ვახსენე. ჯანმრთელობას და უფლის მიმართ ხანგრძლივ მოღვაწეობას ვუსურვებ ჩემი უბოროტო გულით.

იზო სარქისიანი, დიდი ცემი
26.06.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Oh yeah, fauubols stuff there you!
: Finindg this post. It's just a big piece of luck for me.
: God, I feel like I shuold be takin notes! Great work
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.