მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ჟურნალისტის სვეტი
ერთის მხრივ თითქოს ყველას ყოველი ნაბიჯი გათვლილი აქვს. სახლიდან ქუჩაში კონკრეტული მიზნისთვის, საქმისთვის  გამოვდივართ. ხანდახან დღე წარმატებით სრულდება, ხან კი ისე ჩაგაფიქრებს რეალურ აწმყოზე, რომ უკეთესი მომავლის არ არსებობის სურვილის შემთხვევაში ძალიან რთული იქნებოდა ჩვენი ყოფა. 
აუცილებელად უნდა იფიქრო იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს... ეძებო გამოსავალი, რათა თვითონ მოაგვარო პრობლემები და გახსოვდეს, რომ შენზე უკეთესად არავინ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი. არ ვამბობ, არავის მოვუსმინოთ-მეთქი, პირიქით, უნდა შეგვეძლოს სხვების მოსმენა და ბოლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება. მოსმენის კულტურა ხომ ყველაზე ღირებული რამაა, მაშინ, როდესაც გსურს, არავის მოუსმინო.
თუნდაც ისე, უბრალოდ, ნებისმიერი ადამიანის ნათქვამი გონებაში რჩება და ილექება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, მიღებული ინფორმაცია გონებიდან თითქოს ქრება, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ისევ მეხსიერების მთავარ წერტილს უბრუნდება; ამიტომ ძნელია, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადოთ, ერთმანეთს დადებითი, დამაიმედებელი სიტყვები ვუთხრათ, გავუღიმოთ და შეიძლება ქუჩა ისეთი ქაოსური აღარ იყოს, პირიქით მხიარულად და საქმიანად გამოიყურებოდეს. 
რამდენიმე დღის წინათ ბორჯომის ცენტრალური ქუჩა გადავკვეთე. უნებლიედ, ჩემი ყურადღება 15 წლის გოგონამ მიიქცია, რომელმაც ტურისტების დანახვისას მხიარული სახე მიიღო; ხელისაწევით და ინგლისური სიტყვებით თბილად მიესალმა, შემდეგ კი მომღიმარმა გვერდით ჩაუარა. მხიარული გაღიმებით მათაც სითბო გამოხატეს. ამ ფაქტმა ქუჩა რაღაცით შეცვალა, იქნებ გაალამაზა კიდეც...
ძლიერი, იცი, როდის ხარ?...
იმ დროს, როდესაც სირთულის, პრობლემის, ტკივილის მიუხედავად, მაინც იღიმები.

იზა იანვარაშვილი
10.07.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: The truth just shines thourgh your post
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
31-03-2017
2.4452   -0.0020
2.6266   -0.0142
3.0418   -0.0013
4.3422   0.0471
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 19 °C
ღამით + 4 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.