მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული ფესტივალი ,,ბორჯომი 2014~
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი რამდენიმე დღეს მასპინძლობდა ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის ეროვნულ ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობდნენ რესპუბლიკაში ცნობილი თბილისის ხელოვნების გიმნაზიის, თელავის, ქუთაისის, ზესტაფონის, ხაშურის, ბორჯომის სამუსიკო სკოლების წარმატებული მოსწავლეები (სულ 67 მოსწავლე), რომელთაც კომპეტენტური ჟიური: რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგები ნატა ნაცვლიშვილი, ლამარა თაქთაქიშვილი, კონსერვატორიის პროფესორი მანანა ქანთარია, ცირა თაქთაქიშვილი აფასებდა.
ეს იყო ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირის ,,ჰარმონიისა~ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ერთობლივი პროექტი.
პირველ კონცერტზე წარმოდგენილი იყო დაბალი კლასის შემოქმედება *(I-IVკლ.), შემდეგ კი მაღალი კატეგორიის შემსრულებლები (V-XI კლასელები) წარსდგნენ ჟიურის წინაშე. შესრულდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. მაყურებელი მონუსხა თელავის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ, სოსო მამუკელაშვილმა (X კლ.), თბილისელმა ლევან უგულავამ და სხვებმა. ბორჯომის სამუსიკო სკოლა კი მხოლოდ 2 მოსწავლით _ ნინო ღონღაძე (პედ. მ. გაბაშვილი) და ნინო დარსანია (პედ. მ. დათუნიშვილი) იყო წარმოდგენილი, რაც ნამდვილად დასანანია.
პროექტის მიხედვით, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოელოცათ და დაეთვალიერებინათ ჩვენი რაიონის ეკლესია-მონასტრები და ისტორიული ძეგლები.
კონცერტის დასასრულს, მარინა გელაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.
ფესტივალის მონაწილეებმა, ჟიურის წევრებმა, მშობლებმა მადლიერების სიტყვები არ დაიშურეს მასპინძლების მისამართით და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც მიეცემათ ბორჯომელთა წინაშე გამოსვლის საშუალება. ფესტივალს ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის ყოფილი პედაგოგებიც: ე. ლიჩელი, მ. ვეფხვაძე, ლ. ხუჭუა, თ. ხმალაძე, რომლებმაც აღნიშნეს ფესტივალის მაღალი დონე.

იზო გუგუბერიძე
14.08.2014
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: What kind of workshop are you giving? It was very thoughtful of someone to get your fl.whrsoTeank you for commenting on my ABC Wednesday post. It's never too late to comment.
: I'd vetnure that this article has saved me more time than any other.
: I watned to spend a minute to thank you for this.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
22-11-2017
2.706   0.0170
3.1766   0.0049
3.5827   0.0147
4.5532   0.0148
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 10 °C
ღამით + 9 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.