მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015“ დაიწყო
  
 
პრესრელიზი
 

საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015" დაიწყო 
 
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ატარებს მიკრო-მეწარმეების კონკურსს - „მიკრო-მეწარმე 2015". კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მიკრო-მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს ისეთი წარმატებული მიკრო-მეწარმეები, რომლებიც უძღვებიან და ავითარებენ საკუთარ ბიზნესსა და წარმოებას.

კონკურსზე განაცხადების მიიღება დაიწყო და იგი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც კომპეტენტური ჟიური დეტალურად გაეცნობა თითოეულ განაცხადს და ნოემბრის ბოლოს 2015 წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმეს გამოავლენს. გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრო-მეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრო-მეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრო-მეწარმე. გალა ღონისძიება ნოემბრის ბოლოს გაიმართება, სადაც გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება მოხდება. პროექტის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, რომელიც ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე 5 000 ლარით იქნება დაჯილდოვებული.

კონკურსის ფარგლებში მიკრო-მეწარმე გულისხმობს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიკრო-მეწარმეებს, რომლებიც არიან ან წარსულში ყოფილან საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებლები.

„მიკრო-მეწარმეების კონკურსში" მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ პროექტის ოფიციალურ გვერდზე award.microfinance.ge-ზე განთავსებული განაცხადის ფორმის მეშვეობით. კონკურსანტები აქვე მიიღებენ სრულ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და აპლიკაციის შეტანის წესის შესახებ.

„მიკრო-მეწარმეების კონკურსი 2015" - წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) მიერ.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.



15.07.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
25-07-2017
2.3987   0.0004
2.7938   0.0015
3.1267   0.0084
4.0042   -0.0671
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 34 °C
ღამით + 21 °C + 22 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.