მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ბუნების სიყვარული ბორჯომიდან მომყვება...

,,ბორჯომი~. ,,ბორჯომი~. ნათელა გელაშვილი ბორჯომში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა რკინიგზის #6 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა  თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო კომუნალური მეურნეობის სამინისტროში თბომეურნეობის განყოფილებაში უფროს ინჟინრად, შემდეგ ამავე განყოფილების უფროსი იყო.
_ სამსახურიდან ხშირი მივლინებები მქონდა, _ მითხრა ქალბატონმა ნათელამ, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, კარგად მოგეხსენებათ, კომუნალური მეურნეობა ერთ-ერთი ურთულესი დარგი იყო საქართველოში.

აქტიური და კვალიფიციური მუშაობისათვის მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მალე ოჯახი შექმნა. მისი მეუღლე, გიორგი ბარაბაძე, არქიტექტორი იყო (ერთი წლის წინ გარდაიცვალა). ყავს სამი შვილი: ბაადური ,,მზეკაბანის~ ელევატორის დირექტორია, ტყუპი ქალიშვილებიდან, შორენა ოჯახთან ერთად, გერმანიაში ცხოვრობს. თეონაც დაოჯახებულია, ორივეს ორ-ორი შვილი ყავთ.
_ ქალბატონო ნათელა, თქვენი ბავშვობა ბორჯომს ეკუთვნის, ალბათ, უდავოდ ბევრს იგონებთ წარსულიდან. მოდით, ერთად გავიხსენოთ...
_ დიდი სიამოვნებით! ამ ასაკში, როდესაც მხოლოდ წარსულით ცხოვრობ, უპირველესად გავიხსენებ სკოლას და სკოლის მეგობრებს, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩებიან ტკბილ, ერთგულ თანამგზავრებად. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან ნანული ჩიხლაძე, ლორინა ჯაკობია, დალი გეორგაია, ლენა კიკნაძე, თემურ წითლანაძე...
სკოლის პედაგოგებიდან გამორჩეულად მიყვარდა ქალბატონი ნინელი მაჭარაშვილი. ვსარგებლობ შემთხვევით და მოკითხვას ვუთვლი, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჭირთა თმენას და მხნეობას.
ასევე ჩემი საყვარელი მასწავლებელი  იყო გრიგოლ ხარაიშვილი. იგი სამართლიანი, მცოდნე, წესიერი ადამიანი გახლდათ. მან შემაყვარა ფიზიკა. იცით, უნივერსიტეტში ფიზიკის გამოცდის დღეს სპეციალურად ჩამოვიდა ბორჯომიდან და გარეთ მელოდებოდა, ეს მეც ვიცოდი და ძალიან ვნერვიულობდი, ცუდად გავხდი... როგორც იქნა მოვსულიერდი და შევედი გამოცდაზე. კომისიის წევრი მეუბნება ,,რაც გინდა ის მოყევიო~ (ანგარიში გამიწია), მე კი ვთხოვე, რომ თვითონ დაესვა კითხვები. ,,5~-იანი მივიღე!!
მახსოვს ქორეოგრაფმა ბატონმა გრიგოლ ჩივაძემ წამიყვანა სკოლიდან ცეკვის ანსამბლში, სოლო პარტიები შემასწავლა და გასტროლებზე უნდა წავეყვანე. ჩემი პარტნიორები იყვნენ ლევან ბასილაია და გურამ გომარელი. ჩემმა ძმამ, თამაზმა, გასტროლებზე არ გამიშვა! გრიგოლ ჩივაძემ კი ერთი ამბავი ატეხა!.. ასე დამეკარგა ცეკვის კარიერა (იცინის).
მოსაგონარი ძალიან ბევრია, გულისტკივილიც თან ახლავს...
...ქალბატონმა ნათელამ აივანზე გამიყვანა და თავისი პატარა ბაღი დამათვალიერებინა. მერე ოთახში გადმოვინაცვლეთ. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემს თვალწინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა: ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, რომლებსაც დიდი სიყვარულით მაცნობდა დიასახლისი: _იცით, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სიმწვანე, ყვავილები, ყოველდღე ვეფერები და ვუვლი. ბუნების სიყვარული ბორჯომიდან მომყვება, ბორჯომი ხომ მთლიანად მწვანეშია ჩაფლული.
ბორჯომი ძალიან მიყვარს, თავისუფალ დროს სიხარულით ჩამოვდივარ. ადრე ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით სამი ძმის შვილები, ბიძაშვილები ერთად ვიზრდებოდით, ყოველ დღესასწაულზე ვიკრიბებოდით, ახლაც და-ძმასავით ვართ... სამწუხაროდ, დაცარიელდა ეს დიდი სახლი, რასაც ძალიან განვიცდი. ახლახან მამაც გარდამეცვალა. მისმა სიკვდილმა ძალიან დამწყვიტა გული... ერთადერთი შვება კი ის არის, რომ გვიყვარდეს და გვახსოვდეს ერთმანეთი.
იცით, მე არასდროს არ მწყინდა, როდესაც მეუბნებოდნენ, რაიონიდან ხარო, პირიქით, მეამაყებოდა კიდეც. ბორჯომი ხომ ჩემი ბავშვობის ქალაქია. ჩემი სიყვარული, ჩემი ნატვრაა, რომ ბორჯომში ისეთივე სიცოცხლე ჩქეფდეს, როგორც ჩემს ბავშვობაში. მინდა აყვავებული, ხალხმრავალი ბორჯომი ვიხილო ჯანმრთელი ურთიერთობებით. მიყვარხართ, მიხარია, თქვენთან სიყვარულის გამხელა რომ შევძელი! 
ყველა ბორჯომელ დედას, ქალს გულწრფელად ვულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს.


ივეტა კუპრაძე
04.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
28-05-2018
2.4805   0.0000
2.9044   0.0000
3.3087   0.0000
4.005   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.