მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სოციალური ფორუმი
საზღვრისპირა რეგიონში 7 ახალი საწარმო გაიხსნება

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ფინანსური ხელშეწყობით, 25-26 სექტემბერს, ქალაქ ბორჯომში, პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი სოციალური ფორუმი ჩატარდა.

სოციალური ფორუმის მიზანს წარმოადგენდა შეხვედრის მონაწილეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომხდარიყო პროექტის დეტალური გაცნობა, სოციალური მეწარმეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარება. ფორუმის განმავლობაში მოხდა შიდა ქართლში გამარჯვებული 7 სოციალური საწარმოს პრეზენტაცია. (მათგან 4 სოციალური საწარმოა, ხოლო 3 ბიზნესზე ორიენტირებული). შეხვედრაზე ჩართული მხარეები გაეცნენ, როგორც ბიზნესზე ორიენტირებულ სოციალურ, ასეცე სერვისის მიმწოდებელ საწარმოებს. ფორუმის ბოლოს კი ადგილობრივ თვითმართველობასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-საქართველოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

25 სექტემბერს გამართულ სოციალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა და სოციალურმა მეწარმეებმა, რომლებიც უკვე ანხორციელებენ პროექტს საზღვრისპირა რეგიონებში.

პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და საზღვრისპირა გამყოფ ზოლთან მცხოვრებ პირთა მიერ სოციალური საწარმოების დაფუძნებას და ზოგადად სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას რეგიონში.

პროექტი "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რამოდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი სამი ფაზა წარმატებით ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონში და მისი მიმდინარეობის განმავლობაშიც დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები: I ფაზა: საინფორმაციო შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში და საინფორმაციო კამპანია. II ფაზა: დაინტერესებულ და ჩართულ პირთა სემინარები სოციალური საწარმოების ფუნქციონირებისა და სარგებლიანობის შესახებ. III ფაზა: დაინტერესებულ პირთა ტრენინგი სოციალური საწარმოების მართვისა და ფუნქციონალობის მიმართულებით.

პირველი სამი აქტიური ფაზის შემდეგ, შიდა ქართლში უკვე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სადაც 85 განაცხადი შევიდა. რთული შესარჩევი პროცესის შემდეგ შეირჩა 7 პროექტი და დაფინანსდა 4 ბიზნესზე ორიენტირებული, 3 კი სერვისების მიმწოდებელი სოციალური საწარმო.

ამ ეტაპზე არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ხელშეწყობით უკვე მოქმედებს სოციალური საწარმოები სამეგრელოში, პანკისსა და ქვემო ქართლში.

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობდა 1992-1997 წლებში, ხოლო 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი", დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა.



29.09.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: what I saw featured on FitSugar?  This at-home boot camp workout from Fissintesta! Yay! I had already starred the entry in my google reader to come back to, and then I saw it
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
27-05-2017
2.4172   0.0000
2.7114   0.0000
3.1339   0.0000
4.2921   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 25 °C
ღამით + 14 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.