მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
`ჭურვებისაგან გამოწვეულმა ვიბრაციამ სახლები დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა~

`ჭურვებისაგან გამოწვეულმა ვიბრაციამ სახლები დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა~

 

ტინისხიდის თემში შემავალ სოფლებში `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, თუმცა მოსახლეობა ამ სამუშაოების ხარვეზებზე საუბრობს.  `ხალხის გაზეთი~ ამჯერად ორთაშენს, თედოწმინდას და ტინისხიდს ესტუმრა. ჩვენ გავესაუბრეთ იქაურ მოსახლეობას და ადგილზე გავეცანით სოფლებში არსებულ პრობლემებს.

ნანა სამნიაშვილი (სოფელ ორთაშნის მკვიდრი): `სოფელს ბევრი პრობლემა აქვს. 2008 წელს აქ სასმელი წყალი გამოიყვანეს და მას შემდეგ ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ჩვენი მთავარი პრობლემა კი ომის დროს დაზიანებული სახლებია. ჩამოგდებული ჭურვებისაგან გამოწვეულმა ვიბრაციამ სახლები დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა. სახლს იმხელა ბზარები აქვს, გვეშინია შიგ ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ, წასასვლელიც არ გვაქვს არსად. გაკეთებას კი დაგვპირდნენ, დავით ხმიადაშვილის ხელმოწერილი საბუთიც მაქვს, რომ მოგვხედავენ, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა, მე კი მცირეწლოვან შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად ისევ ამ გაუსაძლის პირობებში მიწევს ყოფნა, იმის შიშით, რომ ერთ ღამეს შეიძლება ყველაფერი ჩამოინგრეს. აქ ყველას ეს პრობლემა აქვს და იმედს არ ვკარგავთ, რომ ვინმე მოგვხედავს. რაც შეეხება სასმელ წყალს, გრაფიკით გვაქვს, სარწყავი კი საერთოდ არაა. შარშან ნამყენი ვიყიდე 200 ლარის, მაგრამ უწყლობით სულ გაფუჭდა. Nნაგავსაყრელებიც დიდი პრობლემაა. მოიტანონ, დადგან ურნები და როგორც სხვაგან ხდება, ხალხი გადაიხდის ნაგვის გატანის საფასურს, თორემ გაუსაძლის ანტისანიტარიაში გვიწევს ყოფნა.~

ვახტანგ ბალიაშვილი (სოფელ ორთაშნის მკვიდრი): `ომის დროს დაზიანებულ სახლებს თუ მოხედავს ვინმე, ნამდვილად კარგი იქნება. ჩემს სახლში წვიმის დროს როგორც გარეთ წვიმს, ასე წვიმს შიგნით. ერთი ოთახი ფაქტობრივად გაუქმებული გვაქვს, რადგან იმხელა ბზარია კედელზე, შეიძლება ადამიანი გაეტიოს. შარშანდელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებით, თუ არ ვცდები, არხი გაიწმინდა, მაგრამ სარწყავი წყალი ჯერ კიდევ არ გვაქვს. კიდევ ბევრი პრობლემა აქვს სოფელს, შიდა გზებია მოსაწესრიგებელი, არც მინი სპორტული სტადიონი გვაქვს. თუ რამე გაკეთდება, ამას რა ჯობია.~

მანანა არჩუაძე (სოფელ ორთაშნის მკვიდრი): `სოფლის ძირითადი პრობლემა შიდა გზებია. წვიმის დროს ნიაღვარი შეუვარდა რამდენიმე ოჯახს. კარგი იქნება, მოხრეშვითი სამუშაოები მაინც ჩატარდეს, რომ მომავალში ასეთი რამ თავიდან ავიცილოთ. ეკლესიას ვაშენებთ სოფელში და იქნებ დაგვეხმარნონ, რომ ეს მშენებლობა დავასრულოთ. გარდა ამისა, სოფელს არც საბავშვო ბაღი აქვს, არც მინი სპორტული მოედანი და 2010 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, კარგი იქნება.~

ემზარი კუსრაევი (სოფელ თედოწმინდის მკვიდრი): `ჩვენი სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. როგორც ვიცით, შარშან რაღაც თანხები გადმორიცხეს, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. სხვა სოფლებში 20-30 კილომეტრზე გაჰყავთ წყალი. ჩვენთან სულ ერთ კილომეტრზეა ლაპარაკი და ამას ვერ მოხედეს. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გვითხრან ეშველება თუ არა ამ პრობლემას რამე. ჯერ არანაირი სამუშაოები არაა დაწყებული და როდის იქნება სასმელი წყალი ჩვენს სოფელში, ვინ იცის. რატომ არ ვამბობთ, რომ ტრანსპორტია პრობლემა, ან ელექტროენერგია. რაც გვაქვს იმაზე ტყუილად ხომ არ დავიწყებთ წუწუნს. გზები გვაქვს ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ წყალს მოხედონ და მაგას ვინ ჩივის.~

აქ საუბარში ერთი ქალბატონი ჩაერთო, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა: `ამ სოფელში ყველაფერი მოსაგვარებელია. სხვა სოფლებში წელს შეშა დარიგდა, ჩვენამდე არაფერი მოსულა. Aთუმცა სასმელი წყალი მაინც ყველაზე  დიდი პრობლემაა. Aარც გაზი გვაქვს და ამაზეც არავინ იღებს ხმას. ჩვენ არაფერი გვეშველება, სოფელის მოსახლეობას ერთი პირი არ აქვს და ამიტომაც არაფრად არ გვაგდებენ. ახლა ვთქვით, არჩევნებზე არ წავიდეთო, მაგრამ რას იზავენ არ ვიცი.~

ხათუნა ბაბაევი (სოფელ თედოწმინდის მკვიდრი): `ათ წელზე მეტია სოფელს წყალი არ აქვს. პირადად მე ორ კილომეტრზე მიწევს სასმელი წყლის ტარება. თედოწმინდაში სარწყავი წყალიც არ გვაქვს, მაგრამ დასალევი იყოს და სარწყავს ვინ ჩივის?~

ავთანდილ სედმანოღლი (სოფელ თედოწმინდის მკვიდრი): `ალბათ 15 წელი იქნება, რაც ჩვენი სოფელი უწყლოდაა დარჩენილი. იმედიც აღარ გვაქვს, რომ ამ პრობლემას როდისმე ეშველება. კი დაგვპირდნენ,  როგორც ვიცით, შარშან გარკვეული თანხებიც გამოყვეს, მაგრამ ჯერ არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა და სიმართლე გითხრათ, აღარაფრის გვჯერა. გარდა ამისა, სოფელს არც გაზი აქვს და არც სარწყავი წყალი, მაგრამ სასმელი წყლის პრობლემა მოგვიგვაროს ვინმემ, მეტს არაფერს ვითხოვთ.~

გულო ყულუმბეგაშვილი (სოფელ თედოწმინდის მკვიდრი, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი): `შარშანდელი `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გამოყოფილი თანხების ნაწილი სასმელი წყლის გამოყვანაზე, ნაწილი კი სტადიონის აგებაზე დაიხარჯა. სამწუხაროდ, როგორც შემდეგ გაირკვა, სტადიონი თამაშისთვის საშიშ ადგილას იყო და სამუშაოები შეჩერდა, წყალი კი როგორც ვიცი, აპრილის ბოლომდე აუცილებლად გვექნება.~(?!)

ემზარი საინოღლი (სოფელ თედოწმინდის მკვიდრი): `ამბობენ, რომ უბანში ერთი წერტილი დამონტაჟდება სასმელი წყლის და სახლებში შეყვანის უფლება არ გვექნება. თუმცა, ჩვენ ამითაც კმაყოფილნი ვიქნებით, თუ გაკეთდა. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს ხიდის სახით. მასალა მოიტანეს, მაგრამ ასე დევს და ამას ხომ უნდა გაკეთება?~

. ანიაშვილი (სოფელ ტინისხიდის მკვიდრი): `ჩვენი სოფლის უმთავრესი პრობლემა ბუნებრივი აირია, რომელიც სოფლის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს მიეწოდება. რა გახდა ერთი სოფლის სრული გაზიფიცირება? გარდა ამისა, კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქ სარწყავი წყალია. როგორც ვიცი, ამ გადაუღებელი წვიმების დროს მოიმეწყრა არხის ერთი ნაწილი და სოფელს სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრება. ვინმემ მოგვხედოს იქნებ, სარწყავი წყალი ხომ აუცილებელია სოფლისათვის?~

ნანა: `ბუნებრივი აირი მართლაც დიდ პრობლემად გვექცა. ვის აღარ მივმართეთ თხოვნით, მაგრამ არაფერი შეცვლილა. უამრავი სოფელია გაზიფიცირებული და ჩვენ რამე დავაშავეთ? არც შიდა გზებია წესრიგში. ტრანსპორტის მოძრაობას გზების გაუმართაობა უშლის ხელს, მაგალითად, 33 ნომერი სამარშრუტო ტაქსი თავის სრულ მარშრუტს სწორედ ამ მიზეზით ვერ ასრულებს. მოსახლეობის ინიციატივითა და მოწადინებით სოფლის ერთ ნაწილზე წყლის გაყვანა მოხდა, რომელიც გრაფიკით მოგვეწოდება, მაგრამ სახლებში გვაქვს შეყვანილი. Aახლა, როგორც ამბობენ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მთელ სოფელზე უნდა გაიყვანონ წყალი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ სახლებში შეყვანის უფლებას არ მოგვცემენ ასე რად გვინდა?~

ფალელაშვილი: `სოფლის ძველი კანტორის შენობაა ძალიან სავალალო მდგომარეობაში. ღმერთმა დაიფაროს ყველა და შეიძლება უბედური შემთხვევის მიზეზიც კი გახდეს. მოხედოს იქნებ ვინმემ. ასე უპატრონოდ ყოფნას, გაერემონტებინათ და ლტოლვილებს მაინც შეასახლებდნენ.~

ყველა ამ პრობლემას ერთად მოვუყარეთ თავი და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, გია ანიაშვილს მივმართეთ.

გია ანიაშვილი: `2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში სამივე სოფლისათვის გამოყოფილი თანხებით წყლის სათავე ნაგებობა აშენდა, რომელიც მოამარაგებს ამ სოფლებს სასმელი წყლით. თედოწმინდაში დავაყენებთ შვიდ საუბნო ონკანს. წყლის შეყვანა სახლებში რეზერვუარის მცირე ზომის გამო ვერ მოხერხდება, მაგრამ ტინისხიდს ეს არ ემუქრება, რადგან ტინისხიდის რეზერვუარი უფრო დიდია და ეზოებში შეყვანის შემთხვევაშიც კი სოფელს უწყლოდ დარჩენა არ ემუქრება. ამრიგად, 2010 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით თედოწმინდასა და ტინისხიდში ამ სამუშაოების დასრულება იგეგმება. რაც შეეხება შიდა გზებს, ვიცი, რომ ორთაშენში წვიმებმა ამ მხრივ სავალალო მდგომარეობა შექმნა და მომავალ წელს აუცილებლად მოიხრეშება გზები, თუ ამ პრობლემას დასახავს პრიორიტეტულად მოსახლეობა. წელს კი მინი სპორტული მოედნის მშენებლობა იგეგმება. ძალიან ცუდი რამ შეგვემთხვა ამ წვიმების დროს, სარწყავი არხი მოიმეწყრა და მარტონი სახსრებით ვერაფერს გავხდებით. დახმარებისათვის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართეთ და დაგვპირდნენ, რომ შემოდგომაზე შეიძლება მოგვხედონ. მათ თუ გაწმინდეს ჩამომეწყრილი ადგილი, მერე იქნებ ისევ სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით და თანადგომით გავწმინდოთ არხის დარჩენილი ნაწილი.~

გივი ხუროშვილი: `2009 წელს `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ გამოყოფილი თანხები ამ სამმა სოფელმა გააერთიანა და სარწყავი არხის რეაბილიტაცია მოხდა. მისი დამეწყვრის შემდეგ მივწერე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პასუხს ველოდებით. რაც შეეხება დაბზარულ სახლებს, ამ თემში ომის დროს არც ერთი სახლი არ დაზიანებულა. კედლების დაბზარვის მიზეზი                                                                                                სახლების სიძველე გახდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტირებას მოვახდენთ, ამ ოჯახებსაც დავეხმარებით ყველაფრით, შესაძლებლობების ფარგლებში.~

 

მაკა კოჭლამაზაშვილი


მაკა კოჭლამაზაშვილი
13.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
15-10-2018
2.6376   0.0000
3.0546   0.0000
3.4872   0.0000
4.0001   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.