მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შრომით მოპოვებული ოჯახური ბედნიერება

,,ბორჯომი~. ნათქვამია, ოჯახი ქვეყნის ბურჯი და საძირკველიაო. ოჯახი, ქვეყანა, მშობლიური ქალაქი კი უპირველესად ადამიანებით ფასდება. სწორედაც, რომ კეთილშობილი, მშრომელი, პატიოსანი ადამიანებითაა იგი ლამაზი, ღონიერი, იმედიანი...

საბედნიეროდ ბორჯომში ბევრია ასეთი ოჯახი და პატივისცემას და სიყვარულს იმკის. ერთ-ერთი ასეთი ოჯახის მამაა გრიშა ტატულაშვილი. მას ყველა იცნობს. ზოგი მექუდეს, ზოგიც  ,,ვალუტჩიკ~ გრიშას ეძახის, მაგრამ ყველას უყვარს, ყველა პატივისცემით ეპყრობა, რადგან კეთილსინდისიერი შრომით, სიკეთის უანგარო კეთებით, სხვა კეთილშობილური ადამიანური თვისებებითაა შემკული.
ახლა მის მყუდრო, ფაქიზად მოვლილ ბინაში ვზივარ და ბატონ გრიშას, მის მშვენიერ ქალბატონებს _ მეუღლეს _ მანიას და ქალიშვილს _ ჯულეტას ვესაუბრები.
ბატონი გრიშა იხსენებს: _ ხაშურში დავიბადე. ხუთი წლისას მამა გარდამეცვალა. მამა წარმოშობით ხონის რაიონიდან იყო. 13 წლისას კი დედაც გარდამეცვალა. ჩემი ძმა მაშინ 12 წლისა იყო. დედის ნათესავების ლაპარაკიდან გავიგე, რომ ჩვენი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაბარება უნდოდათ. სანამ დედას დაკრძალავდნენ, არაფერი მითქვამს, მერე შევეხვეწე, ოღონდ ბავშვთა სახლში ნუ წაგვიყვანთ და არ შეგარცხვენთ, ვიმუშავებ, კაცი დავდგები-მეთქი. გვენდნენ. ჩემი ძმა დედის ძმამ წაიყვანა, მე კი მეზობელს, ქუდების მკერავს შევეხვეწე თავისი ხელობა ესწავლებინა ჩემთვის, ოღონდ სწავლის ფულს ვერ გადაგიხდი-მეთქი. ხელობასაც ვსწავლობდი და ქუდები დამქონდა ბაზარში გასაყიდად. მეზობელი დღეში 2-3 მანეთს მაძლევდა. მალე ჩემი ძმაც ჩამოვიდა, პატარა ურიკა გავაკეთეთ, ხაშურის ბაზარში ხილს ვყიდულობდით და ქვიშხეთის პიონერთYა ბანაკში აგვქონდა გასაყიდად. ასე გაჭირვებით და შრომით გაგვქონდა თავი.
მერე სამხედრო-სავალდებულო სამსახური პირნათლად მოვიხადე.
21 წლისამ კი ახლად გაცნობილ, ბორჯომელ გოგონასთან მანია სეროპოვასთAნ შევქმენი ოჯახი.
ქორწილი კი 5 მარტს თავისი დანაზოგით გადაიხადა. მაშინ შეპირებია ახლად შერთულ მეუღლეს, ოღონდ ჩემი სიღარიბის არ შეგეშინდეს, ვიშრომებ და ისეთ ცხოვრებას შეგიქმნი, სიზმარში რომ ვერ ნახავო. ახალგაზრდა ოჯახმა ხაშურში ცოტა ხანს იცხოვრა, მალე ბორჯომში გადმოვიდნენ, ბინა იქირავეს... გამრავლდნენ, ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.
_ ორი დიდი ოცნება მქონდა მაშინ, _ მეუბნება ბატონი გრიშა, საკუთარი სახლი მქონოდა და შვილებისათYვის უმაღლესი განათლება მიმეღებინებინა.
ეს ოცნება აისრულა. ყოველივეს კი გრიშა ტატულაშვილი მეუღლეს უმადლის, გვერდში ერთგულად რომ არ დამდგომოდა, ყოველივე ამას ვერ მივაღწევდი. ასე დაუღალავად, უღალატოდ ვწიეთ ოჯახის მძიმე უღელიო.
დღეს ქალბატონი მანია თავის ოჯახში დიასახლისობს. შვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილზე ზრუნვითაა დაკავებული. უფროსი თაობის ბორჯომელებს კი კარგად ემახსოვრებათ წყნარი, თავაზიანი, სანდომიანი სახის ქალბატონი, პარტიის ბორჯომის რაიკომის სტატისტიკურ განყოფილებაში რომ იმუშავა წლების მანძილზე.
დღეს ამაყნი და ბედნიერები არიან მანია და გრიშა. შვილებიც კარგი, დედ-მამის, ერთიმეორის პატივისმცემელი ჰყავთ და საკუთარი ჭერიც გააჩნიათ.
უფროსმა ვაჟმა, სერგომ მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ხორცისა და რძის ტექნოლოგიების სპეციალობით. წლების მანძილზე მუშაობდა სააქციო საზოგადოება ბორჯომის კურორტსერვისის დირექტორად. ამჟამად ბორჯომის ისტორიულ პარკში მუშაობს. მისთვის უცხოა უარყოფითი თვისებები, ქცევა, კულტურა, ქართული ადათ-წესები, თავაზიანობა ერთნაირადაა შერწყმული მასში, ამიტომაც გარშემომყოფთა სიყვარულს და პატივისცემას იმკის. მისი მეუღლე შპს ,,ბორჯომი-ლიკანში~ ბუღალტრად მუUშაობს. ორი ქალიშვილი ჰყავთ. მაიკო, სტუდენტია, სწავლობს ქათულ ეროვნულ უნივერსიტეტში, უცხო ენას ეუფლება. დაოჯახებულია და პატარა გოგონაც ჰყავს. ეკამ ბორჯომში სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ახლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტია.
გრიშას და მანიას მეორე შვილი _ ჯულეტა, პედიატრია, წლების მანძილზე ყვიბისში მუშაობს. უმაღლესი განათლება მან უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მიიღო. მიიღო, კარგი ექიმის, კარგი ადამიანის და დიასახლისის სახელით სარგებლობს და, რაც მთავარია, კარგად აღზრდილი ვაჟის დედაა. გიორგი გელაშვილი ბორჯომის #1 საჯარო სკოლის XI კლასის წარჩინებულ მოსწავლედ ითვლება.
შრომაში ნაჯაფი ოჯახის უფროსი გრიშა ტატულაშვილი არც დღეს თაკილობს შრომას. ასეც გვითხრა, მე რომ ბავშვობა და ახალგაზრდობა გამოვიარე, ისეთს არავის ვუსურვებ, მაგრამ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, თუ თავის გასაკეთებელს მოძებნის, არ იზარმაცებსო. ,,ხე ცნობადისა~ კი მართლაც მიგნებული აქვს გრიშა ტატულაშვილს. კარგად იცის, როგორ მოიქცეს, პატიოსნება რომ ყოველგვარ საქმეშია საჭირო. დღეს კი იგი კაცურად უმართავს ხელს ბევრ გაჭირვებულს, ბევრ ლტოლვილს, თუ თანამოქალაქეს დახმარებია.
ამას წინათ გრიშა ტატულაშვილს 71 წელი და დაოჯახების 50 წელი შეუსრულდა. ოქროს ქორწილი გადაიხადა ახლობლების წრეში. დიდხანს სიცოცხლეს, სიკეთეს, ბედნიერებას, გამრავლებას ვუსურვებთ ბედნიერ ოჯახს.


იზა სანიკიძე
08.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
28-05-2018
2.4805   0.0000
2.9044   0.0000
3.3087   0.0000
4.005   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.