მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
23 წლით პატიმრობა – სასჯელი 10 წლის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის გამო

23 წლით პატიმრობა სასამართლომ პ.ფ.-ს მიუსაჯა. მას გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენას ედავებოდა იმ პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია. საქმე თავდაპირველად ზესტაფონის სასამართლომ განიხილა, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. პედოფილიაში მსჯავრდებულმა პირმა უზენაეს სასამართლოსაც მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი, 10 წლის გოგო სდებდა ბრალს, რომლის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

განაჩენის მიხედვით, პ.ფ. დაზარალებული 10 წლის გოგოს მეზობელი იყო. მსჯავრდებული მეზობელს იმ საღამოს ესტუმრა, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვი მარტო იყო. მეზობლის კაცმა ბავშვებს მაღაზიაში გაყოლა სთხოვა სიგარეტის საყიდლად, რასაც მხოლოდ უმცროსი და – 10 წლის მ.ბ. დათანხმა. თავდაპირველად ისინი აფთიაქში მივიდნენ, სადაც პ.ფ.-მ პოტენციის ასამაღლებელი საშუალებები იყიდა. საბოლოოდ, მსჯავრდებულმა ბავშვზე ვენახში იძალადა.

„როდესაც გამოვიდა, წამალი ამოიღო პარკიდან, ნახევარი მას მისცა, ნახევარი თვითონ დალია და უთხრა, დაელია. გზა განაგრძეს… მან წამალი ჩუმად გადმოაგდო, პ.-ს რომ არ დაენახა. „….. პარკში“ როდესაც შევიდნენ, დაინახეს გოგო და ბიჭი, ერთმანეთს ეხვეოდნენ, პ-მ უთხრა, „ასე ვართ ჩვენც“. გზა განაგრძეს სოფლის მიმართულებით, რა დროსაც შეხვდათ თეთრი მანქანა და შესთავაზეს პ. ფ-ს სახლამდე მიყვანა, თუმცა მან უარით უპასუხა, ვინაიდან უკვე ახლოს იყვნენ სახლთან. ჩავიდნენ ვენახებში, სადაც მუხა დგას, პ. ფ-მ უთხრა დამჯდარიყო….“, – წერია განაჩენში. 

10 წლის გოგო სასამართლოს დეტალურად მოუყვა, როგორ აიძულა მამაკაცმა ტანსაცმლის გახდა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება მკვლელობის მუქარით. „საბოლოოდ,  მ. ბ–ს გაუპატიურებით პ. ფ–მ დაიკმაყოფილა სქესობრივი ჟინი და ადგილზე ჩაეძინა, ხოლო მ. ბ. სახლში გაიქცა….“

სახლში მისულ არასრულწლოვანს დებისთვის არაფერი უთქვამს. საქმეშია მასწავლებლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ გოგონამ ამ შემთხვევიდან მეორე დღეს, საკლასო ოთახში მოულოდნელად ტირილი დაიწყო. გოგონა პედაგოგებს არა, მაგრამ მეგობარს მოუყვა, რის გამო ატირებდა. სახლში მისულმა მამიდასაც იგივე უთხრა.

მსჯავრდებულის ადვოკატი სასამართლოში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ დაზარალებულ მ.ბ.-ს მცირეწლოვნობის გამო არ შეეძლო სწორად აღექვა მოვლენები და მიეცა სწორი ჩვენება. უზენაესი სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში დაცვის მხარე წერდა:

„სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ. ბ–ს ჩვენება ფორმალური ხასიათისაა და მოკლებულია დამაჯერებლობას. მან ვერ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებული რიგი დეტალები, რაც დაზარალებულის ჩვენებას უკარგავს დამაჯერებლობას; მოწმეების – მ. ტ–ს, რ. ჩ–სა და დ. ბ–ს ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ხოლო მოწმის სახით დაკითხული პედაგოგების – ე. ე–ს, ნ. მ–სა და გ. გ–ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს,“ – აღნიშნულია განაჩენში. 

დაცვის მხარის არგუმენტებს უზენაესმა სასამართლომ ეს პასუხი გასცა: „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დაზარალებულის ასაკზე. იგი არის მცირეწლოვანი – 20.. წელს დაბადებული. მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება საეჭვო და არადამაჯერებელი სწორედ მაშინ იქნებოდა, თუ მცირეწლოვანი დაზარალებული ყველა დეტალს ამომწურავად და ზედმიწევნით სწორად გაიხსენებდა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები უკავშირდება მხოლოდ ისეთ დეტალებს, რომლებსაც არა აქვთ არსებითი მნიშვნელობა და გავლენას ვერ მოახდენს პ. ფ–ს დამნაშავეობა/დანაშაულობაზე.“ 

უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარეს დაუსაბუთა ისიც, თუ რატომ შეიძლება იყოს დამაჯერებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმე, ისიც არასრულწლოვანი:

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მითითებული კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულ მ. ბ–ს ჩვენება საკასაციო პალატას მიაჩნია სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განაჩენში. 

 

წყარო:გაზეთი "ბათუმელები"



09.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
24-05-2018
2.4491   0.0053
2.8711   -0.0158
3.271   -0.0171
3.9712   -0.0105
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.