მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი რელსების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, სამი პირი: 1968 წელს დაბადებული ე.მ., 1971 წელს დაბადებული რ.თ. და 1871 წელს დაბადებული გ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქალაქ ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა, რომლებიც შპს „დემირიოლ სერვიზში“ მუშაობდნენ, მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი რელსები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინაარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

09.12.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
17-08-2018
2.5773   -0.0301
2.9299   -0.0196
3.2729   -0.0395
3.8499   -0.0340
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 30 °C
ღამით + 17 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.