მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ქუთაისის მერიამ 3 463 000 ლარი გამოყო

უთაისის მერიამ ახალი ააიპისთვის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო. ცვლილება საკრებულოს უკვე გადაეგზავნა და განხილვა მიმდინარეობს. ააიპ "ქუთგანათების სერვისი" მერიის გადაწყვეტილებით იქმნება, რომლის ფუნქცია გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. აღნიშნულ სამუშაოებზე გასულ წლებში მერია რამდენჯერმე აცხადებდა ტენდერს, თუმცა მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი მერიამ შეწყვიტა და ააიპის შექმნა გადაწყვიტა. 

მერიის გადაწყვეტილება უკვე გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" პროტესტის მიზეზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით,  ნაცვლად იმისა, რომ მერია კონკურენციის და ვაჭრობის მომხრე იყოს და ეხმარებოდეს ბიზნესს განვითარებაში, თავად შედის ბაზარზე და ააიპს ქმნის. ორგანიზიაცია ასევე ირწმუნებოდა, რომ მერიამ ტენდერი გაფრთხილების გარეშე შეაჩერა  და "შესყიდვების შესახებ კანონი" დაარღვია. 

ბრალდებას არ ადასტურებენ  მერიაში და აცხადებენ, რომ ტენდერი პრედედენტების ნახვის შემდეგ შეწყვიტეს. მათივე განმრატებით, კანონი არ დაურღვევიათ.

მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები ძირითადად ტექნიკური საქმიანობისთვის შეირჩევიან და არც მათთვის და არც ააიპის ხელმძღვანელისთვის კონკურსი არ გამოცხადდება და ისინი მერის გადაწყვეტილებით დაინიშნებიან.

newpress



02.02.2018
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.